სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10608

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
ნესტორ (გელა) ლომოური 1950-93წ. გარდ სამაჩაბლო დაბ. სამაჩაბლო ზნაური ყორნისი ნესტორ (გელა) ლომოური 1950-93წ. გარდ სამაჩაბლო დაბ. სამაჩაბლო ზნაური ყორნისი ნესტორ (გელა) ლომოური 1950-93წ. გარდ სამაჩაბლო დაბ. სამაჩაბლო ზნაური ყორნისი

1950-1993 წწ. გარდ. 43 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი ლომოური სია

ზნაური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

45       ბეჭდვა

ნესტორ (გელა) ლომოური 1950-93წ. გარდ სამაჩაბლო დაბ. სამაჩაბლო ზნაური ყორნისი

ნესტორ (გელა)ლომოური

ახლა, როცა თითქოს მინელდა ქართულ-ოსური კონფლიქტის ექო და თითქმის ნათესავად ქცეულებმა საერთო ენაც გამონახეს, ცხინვალში,ყორნისში – ძირძველ სამაჩაბლოში ქართველები ბრუნდებიან, ქართლში,პირიქით, ოსები უბრუნდებიან თავიანთ საცხოვრისს. ყოველთვის ისმის კითხვა:რატომ, რისთვის დაიღვარა სისხლი?ნუთუ კონფლიქტის ჩანასახშივეჩახშობა არ შეგვეძლო?გელა ლომოური სამაჩაბლოში მდგარი ქართული ჯარის ნაწილის უფროსის მოადგილე იყო. ყორნისის რაიონის მოსახლეობა მას კარგად იცნობდა, – გელამ გაიარა, მაშასადამე მშვიდად შეგვიძლია დავიძინოთო, – იტყოდნენ ტყვიების კაკანითა და ყუმბარების გამაყრუებელი გრუხუნით გაჯერებული ყორნისელები.


იგი მუდამ მოსახლეობაში ტრიალებდა. ყველას არიგებდა: რად ვჩხუბობთ, რა გვაქვს გასაყოფი, ეს მიწა ყველას დაგვიტევს, მშვიდობას კი არაფერი სჯობიაო.

ბელა ლომოურმა პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი რომ დაამთავრა, მერე გერმანიაში გაიარა სამხედრო სამსახური. თავისუფლად ფლობდა გერმანულ ენას. შემდეგ თბილისში კვლევით ინსტიტუტში მუშაობდა და აქედან ცხინვალში მიავლინეს... ორ ერს შორის შემაკავშირებელი ხიდი იყო.

– ეგ იმისთანა მამის შვილია, რომ სხვანაირად ვერ მოიქცევა, – ამბობდნენ მასზე ყორნისელები და იხსენებდნენ მამამისს, გივი ლომოურს – მშენებელ ინჟინერს, როკის გვირაბის მშენებლობაზე დიდად რომ ისახელა თავი. მას ყველა იცნობდა ჩრდილო ოსეთში და სამაჩაბლოში ხომ იცნობდა და იცნობდა. ბედნიერი იყო მამა, შვილს უქებდნენ.მაგრამ ვაი, რომ ბედისწერამ სწორედ ცხინვალში ჩამოიარა... 1993 წლის მაისის ბოლოს ყორნისის რაიონში, იქ, სადაც „სამშვიდობო ჯარის“ ქართული შენაერთი იდგა, ცნობა მოვიდა: ოს-რუსთა კონტინგენტის ერთმა ჯგუფმა ცხინვალში შეიტყუა ქართული ჯარის ნაწილის უფროსის მოადგილე გელა ლომოური და მისი მძღოლი პავლიაშვილი, ისინი საშინელი წამებით მოკლესო.

– იმხანად ბათუმში ვიყავი, წისქვილკომბინატს ვაშენებდი, – იგონებს მამა,

– სიზმარი ვნახე, სად არის ჩემი შვილი? ჩემთან მოიყვანე! – მეუბნება ცოლი.ჩამოვვარდი არბოში. მთელი სოფელი ფეხზე იდგა, მერე ცხინვალში წავედი შვილის ცხედრის გამოსახსნელად. იქაც ხომ იყვნენ კეთილი ნების ადამიანები...

მას შემდეგ ექვსმა უმძიმესმა წელმა გაიარა.

– რატომ, რისთვის? – ამოუხსნელი კითხვა კი მწარე მოგონებად რჩება.

მაყვალა ფანჯავიძე 


 



ფოტო მოგვაწოდა ლევან თეიმურაზის ძე ჟვანიამ დაბადებულია 1985 წელი გულრიფში აფხაზეთი გადაღებულია თბილისში კუკიას სასაფლაო


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 26.07.2021
ბოლო რედაქტირება 23.01.2022
სულ რედაქტირებულია 2





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0