სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10711

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ალექსანდრე მდინარაძე 1972-93წწ. გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. კიცხი ხარაგაული იმერეთი ალექსანდრე მდინარაძე 1972-93წწ. გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. კიცხი ხარაგაული იმერეთი ალექსანდრე მდინარაძე 1972-93წწ. გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. კიცხი ხარაგაული იმერეთი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი მდინარაძე სია

ხარაგაული გამოჩენილი ადამიანები სრული სია

57       ბეჭდვა

ალექსანდრე მდინარაძე 1972-93წწ. გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. კიცხი ხარაგაული იმერეთი

ალექსანდრე მდინარაძე

ალეკო (ალექსანდრე) ბახოს ძე მდინარაძე 1972 წლის 21 თებერვალს დაიბადა ხარაგაულის რაიონის ერთ-ერთ ლამაზ სოფელში – კიცხში, ხოლო 1993 წლის 23 სექტემბერს...


სტუმართმოყვარე და ენამზიანი ბაბუის სახელის გამგრძელებელი იყო ალეკო მდინარაძე. დიდ ბაბუასაც ხომ ალექსანდრე ჰქვიოდა სახელად. ორივე მისი წინაპარი ალექსანდრე ბედიაშვილი და ალექსანდრე მდინარაძე თავისი სიკვდილით მოკვდა. ვერც წარმოიდგენდნენ ბაბუა ალექსანდრე მდინარაძე და ბებია შუშანა ბედიაშვილი, რომ მათ შვილიშვილს საქართველოს ერთიანობისთვის თავგანწირულ ბრძოლაში მტრის ხელით სიკვდილი ეწერა.

ისიც უმძიმებდათ გულს, მშვიდობიანობის დროს 17 წლის ვაჟკაცი რომ შთანთქა წყალწითელას ტალღებმა. ეეჰ, რა ბიჭი იყო ნოდარ მდინარაძე!

ალეკომ ბავშვობა ბაბუის ოჯახში გაატარა, როდესაც სასკოლო ასაკი შეუსრულდა, მშობლებმა თავისთან ჩამოიყვანეს ქუთაისში, თერთმეტი წელი სწავლობდა ქუთაისის სამუსიკო სკოლა-ინტერნატში.

ოცნებობდა კონსერვატორიაზე, მაგრამ დაბეჯითებით ამბობდა, ჯერ ჯარს მოვივლი და კონსერვატორიას მერეც მოვესწრებიო.

თავზარდამცემი ამბავი შეიტყვეს ცოლ-ქმარმა აზა ბერაძემ და ბახო მდინარაძემ– სოხუმის მისადგომებთან, მტრის ტყვიებით დაცხრილული, სხვებთან ერთად ბრძოლის ველზეა მიტოვებული მათი შვილი ალეკო მდინარაძეო.

სოხუმისთვის დაეცა! საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში გმირულად დაეცა!

ვის შეეძლო საშინელი ტრაგედიით შეძრწუნებული მშობლების და ახლობლების დამშვიდება, ნუგეშის მიცემა?

მეგობრებმა შეძლეს ალეკოს გვამის მოპარვა.

გაოგნებულ მშობლებს დღემდე ვერ ამოუხსნიათ და ახლაც უპასუხოდაა დარჩენილი კითხვა:

 ყოფილა კი სხვა ერში ასეთი უსინდისო და უბოროტო ღალატი? მოღალატეებმა ლაჩრობას მზაკვრობაც მიამატეს. მტერთან ბრძოლაში დახმარებას შეპირდნენ და ქალაჩუნობა გამოიჩინეს. თუმცა სჯობს მოვუსმინოთ შემთხვევით გადარჩენილ ალეკოს თანამებრძოლს:

– ათ დღემდე მეტ ხანს ვიგერიებდით სისხლმოწყურებულ ველურთა ბანდებს, ყოველ წუთს ველოდით შეპირებულ დახმარებას. უმძიმესი იყო ლოდინი. ერთი წუთითაც არ გვიფიქრია, რომ არ მოგვეშველებოდნენ, არ გვიფიქრია, რომ ჩვენი სისხლი და ხორცი გაგვყიდდა.

არადა, რამდენჯერ იყო შემთხვევა, რომ ერთი, ერთადერთი ჯარისკაციც კი გადაწყვეტდა ბრძოლის ბედს ჩვენს სასარგებლოდ!

ალეკო ხშირ-ხშირად გვაიმედებდა:

“- ცოტაც და მალე მოგვეხმარებიან! ნუ გეშინიათ, გადამთიელებს ჩვენს სისხლს არ შეასმევენ. – მაგი კი არა, ჩემი ბაბუა, ალექსანდრე მდინარაძე, გერმანელ ფაშისტებს გადაურჩა, მართალია, დაჭრეს და ინვალიდი დარჩა, მაგრამ სახლში ცოცხალი დაბრუნდა და მერეც დიდხანს იცოცხლა. ხშირად იგონებდა ალეკო მუსიკალურ ინტერნატს. კონცერტებს დედაჩემი და მამაჩემი ჩუმად ესწრებოდნენ თურმე, მე და ჩემს დებს არ გვიმხელდნენო.

ავტომატი რა ჩემი საქმეა, რომ დავბრუნდებით, ჩემს მშობლიურ მუსიკალურ ინტერნატში გაჩვენებთ, ნებისმიერი მუსიკალური ინსტრუმენტი თუ არ ჯობია ამ უპატრონო ავტომატსო.

და ნატრობდა ალეკო – გამარჯვებული რომ დავბრუნდები, ერთიან საქართველოს დიდი კონცერტი უნდა მივუძღვნაო.

ალეკო 1991 წელს გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში (შინაგანი ჯარები). 1992 წელს გადაიყვანეს კასპის ბატალიონში. ჯერ სამაჩაბლოში იყო,შემდეგ კი აფხაზეთში.

მთელი ივლის“აგვისტო აფხაზეთში გაატარა, ყოველდღე ელოდა მინისტრის ბრძანებას დემობილიზაციის შესახებ; ამბობდა: „– შეიძლება დაგვიანდეს ბრძანების მიღება, სადაც აქამდე მიბრძოლია, ეხლაც წავალ, ბიჭებს ხომ ვერ ვუღალატებო“, და 18 სექტემბერს აფხაზეთში გაჰყვა ბატალიონის მებრძოლებს.ზედმიწევნით კარგად ფლობდა ტექნიკას, ბიჭებსაც იმედი ჰქონდათ მისი.

დაღუპვის მეორე დღეს დედამ მოაკითხა სანახავად, დაუმალეს თვალებდასიებულმა ბიჭებმა, რომ უკვე მიღებული ჰქონდათ მისი დაღუპვის ცნობა. მეორე დღეს მამამ მოაკითხა. ვაჟკაცს ვაჟკაცურად გაუმხილეს შვილის გმირულად დაღუპვის ამბავი.

ალექსანდრე მდინარაძე სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.

ლარგო ბედიაშვილი


 


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 27.07.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0