სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10711

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ტარიელ ონიანი 1952-93წწ. გარდ. სოფ. კელასური სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. ჟახუნდერი ლენტეხი სვანეთი ტარიელ ონიანი 1952-93წწ. გარდ. სოფ. კელასური სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. ჟახუნდერი ლენტეხი სვანეთი ტარიელ ონიანი 1952-93წწ. გარდ. სოფ. კელასური სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. ჟახუნდერი ლენტეხი სვანეთი ტარიელ ონიანი 1952-93წწ. გარდ. სოფ. კელასური სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. ჟახუნდერი ლენტეხი სვანეთი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ონიანი სია

ლენტეხი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

57       ბეჭდვა

ტარიელ ონიანი 1952-93წწ. გარდ. სოფ. კელასური სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. ჟახუნდერი ლენტეხი სვანეთი

ტარიელ ონიანი დაიბადა 1952 წლის 12 იანვარს ლენტეხის რაიონის სოფელ ჟახუნდერში.

დაიღუპა 1993 წლის 21 სექტემბერს,კელასურთან.


უშენოდ ვხვდებით ახალ წელს, ჩვენო სახელოვანო და საამაყო ბიჭო. ამ დაწყევლილ ნახევარ წელიწადში მეორედ შევიმოსეთ ძაძებში, აფხაზეთის ომმა დაგვაქცია და ამოგვთხარა. ჯერ იყო და ლაშას დაღუპვამ დაგვატეხა თავს მეხი. იმ დღიდან შენ ერთიანად

შეიცვალე, შენთან თანშეზრდილი დისშვილის, ჩოლოყაშვილის ბატალიონის მებრძოლის ლაშა ჯანხოთელის გმირულად დაღუპვამ, სოფელ შრომასთან,ჯოჯოხეთი დაატრიალა ჩვენს ოჯახებში.შენ კი ამ თავზარდამცემმა ამბავმა რაღაც არნახული ძალა შეგმატა და ვალში არ რჩებოდი მტერს. წინ ლაშას ხატება მიგიძღოდა და მტრის შესამუსრად მოგიწოდებდა.

თერთმეტი თვის განმავლობაში იბრძოდი გუმისთის ხაზზე. 23>ე მოტომექანიზებული ტანკსაწინააღმდეგო ბრიგადის ერთ-ერთ ქვედანაყოფს მეთაურობდი. გქონდათ წარმატებებიც და წარუმატებლობაც, მაგრამ გამარჯვების რწმენა არასდროს დაგიკარგავს. მოძალადესა და მომხდურს ლაშას სახელითაც უმასპინძლდებოდი.

ვაი, რომ ამაო შეიქნა ამდენი მსხვერპლი, შენი და შენისთანების თავგანწირვა.


 ტარიელ სოლომონის ძე ონიანი დაიბადა 1952 წელს ლენტეხის რ-ნი სოფ.

ჟანხუნდერში.

1962 წელს დაამთავრა ჟანხუნდერის საშუალო სკოლა. მოიხადა სამხედრო

სავალდებულო სამსახური. ჩაირიცხა ქ. სოხუმის გორკის სახელობის სახელმწიფო

პედ. უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1979 წელს.

მუშაობდა ქ. სოხუმის კულინარიულ სასწავლებელში ლიტერატურის მასწავლებლად.

აფხაზეთის ომის დროს აქტიურად მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში. 1993

წლის 20 სექტემბერს მტრის ტყვიამ იმსხვერპლა. დაჯილდოებულია ვახტანგ

გორგასლის III ხარისხის ორდენით, დასაფლავებულია ქ. სოხუმში „კაშტაკის“

სასაფლაოზე.

[blur]„უშენოდ ვხვდებით ახალ წელს, ჩვენო სახელოვანო და საამაყო ბიჭო. ამ

დაწყევლილ ნახევარ წელიწადში მეორედ შევიმოსეთ ძაძებში, აფხაზეთის ომმა

დაგვაქცია და მოგვთხარა. ჯერ იყო და ლაშას დაღუპვამ დაგვატეხა თავს მეხი. იმ

დღიდან შენ ერთიანად შეიცვალე, შენთან თანშეზრდილი დისშვილის,

ჩოლოყაშვილის ბატალიონის მებრძოლის ლაშა ჯანხოთელის გმირულად დაღუპვამ,

სოფელ შრომასთან, ჯოჯოხეთი დაატრიალა ჩვენს ოჯახებში. შენ კი ამ

თავზარდამცემმა ამბავმა რაღაც არნახული ძალა შეგმატა და ვალში არ რჩებოდი

მტერს. წინ ლაშას ხატება მიგიძღოდა და მტრის შესამურსად მოგიწოდებდა.

თერთმეტი თვის განმავლობაში იბრძოდი გუმისთის ხაზზე. 23-ე მოტომექანიზებული

ტანკსაწინააღმდეგო ბრიგადის ერთ-ერთ ქვედანაყოფს მეთაურობდი. გქონდათ

წარმატებებიც და წარუმატებლობაც, მაგრამ გამარჯვების რწმენა არასდროს

დაგიკარგავს. მოძალადესა და მომხდურს ლაშას სახელითაც უმასპინძლდებოდი.

ვაი, რომ ამაო შეიქნა ამდენი მსხვერპლი, შენი და შენისთანების თავგანწირვა. 21

სექტემბერს მტრის ტყვია კელასურის მისადგომებთან წამოგეწია. შენმა გამწარებულმა

დამ და სიძემ ლაშას გვერდით მიგიჩინეს სამუდამო ბინა, მტრის ხელში მოქცეული

სოხუმის მიწაზე განისვენებ ჟახუნდრელო ვაჟკაცო, თუმცა რა, სოხუმიც მშობლიური

იყო შენთვის, იქ ისწავლე, უმაღლესი განათლება მიიღე და საშუალო-სპეციალურ

სასწავლებელში პედაგოგიურ სარბიელზე მოღვაწეობდი. სოხუმის დაცვას შეეწირე,

ჩვენო ნამუსიანო, წიგნიერო, ზნეკეთილო ბიჭო.

ჩვენო იმედო და სიამაყევ, ომის დაწყების პირველი დღიდანვე იქ იდექი, სადაც

შენისთანა ვაჟკაცების ადგილი იყო. გულს ნუ გაიტეხ, რას იზამ, სამშობლო

მსხვერპლს მოითხოვს რჩეულთა ხარჯზე, და შენც პირველთა შორის პირველი

შეხვედი…

ვაი ჩვენს მოსწრებას, ბიჭებო, თქვენს საფლავებთან მოსვლის საშუალება მაინც

გვქონდეს, უსაშველოდ მონატრებულებმა ცივი სამარის მოფერებით რომ ვიჯეროთ

გული. ტარიელ, შენ ხომ იანვარში ხარ დაბადებული, წინასწარ გილოცავთ დაბადების

დღეს ჩვენო საფიცარო ბიჭო. ლაშა ყურადებიანია და ეს დღე არ გამორჩება. შენი

დაბადების დღეს შენს გვერდით მარტო ის გეყოლება.

მიხედეთ ერთმანეთს, ბიძა-დისშვილო, ერთმანეთს გაუფრთხილდით, ერთმანეთს

გაუგონეთ, არაფერი მოიწიოთ მტრის გარემოცვაში


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 28.07.2021
ბოლო რედაქტირება 28.11.2021
სულ რედაქტირებულია 1





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0