სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10638

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
სიმონ ჟორჟოლიანი 1993წ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. მაღლაკი წყალტუბო იმერეთი სიმონ ჟორჟოლიანი 1993წ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. მაღლაკი წყალტუბო იმერეთი სიმონ ჟორჟოლიანი 1993წ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. მაღლაკი წყალტუბო იმერეთი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ჟორჟოლიანი სია

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები სრული სია

37       ბეჭდვა

სიმონ ჟორჟოლიანი 1993წ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. მაღლაკი წყალტუბო იმერეთი

სიმონ ჟორჟოლიანი

მიტოვებული ნახირი


მშრომელი, პატიოსანი კაცის სახელით იცნობდნენ მაღლაკში სიმონ (ოლეგ) ჟორჟოლიანს. ბუნებით კეთილს

ვაჟკაცური სული და მხედრული შემართება წინაპრებიდან მოდგამდა. მამა ალექსანდე, მეორე მსოფლიო ომიდან მძიმედ დაჭრილი დაბრუნდა. ფაშისტებთან ბრძოლას შეეწირნენ ბიძაშვილები – ვალიკო და სერგო ჟორჟოლიანები.

სავალდებულო სამხედრო სამსახური ჭაბუკმა ვლადივოსტოკში გაიარა.თადარიგში დათხოვნილმა კომკავშირული საგზურით ორი წელი ქ.კოსტრომის ახალმშენებლობებზე იმუშავა.

ოლეგი იქ მრავალ პროფესიას დაეუფლა, გამოიმუშავა დამოუკიდებლად ცხოვრების უნარი.


მშობლიურ სოფელში დაბრუნებული, შვიდი და-ძმიდან ყველაზე უმცროსი,მამისეულ კერაზე დაფუძნდა, თან ქუთაისის საავტომობილო ქარხანაში დაიწყო მუშაობა. მალე დაოჯახდა, ცაგერელი მზია ონიანი შეირთო.

ავტოქარხნის ტრანსპორტის განყოფილების ოსტატს საქმეს რა გამოულევდა: სარკინიგზო ტვირთების მიღება, მზა „კოლხიდების“ დანიშნულებისამებრ გაგზავნა ცოტა ენერგიას როდი მოითხოვდა, მაგრამ თავისუფლ დროს ნახავდა თუ არა, სოფელში გარბოდა, საზოგადოებრივ თუ საკუთარ მეურნეობაში გამწევი ძალით ამუშავებდა მიწას, უხვად მოჰყავდა სიმინდი, ბოსტნეული...

როცა აფხაზეთში ძმათამკვლელი ომი დაიწყო, თადარიგის უმცროსმა ლეიტენანტმა წყალტუბოს სამხედრო კომისარიატს მიაკითხა. როცა საჭირო იქნები, გამოგიძახებთო, დაჰპირდნენ. 1993 წლის აგვისტოს დასაწყისში, ნახირს რომ მწყემსავდა, ისე მიუტანეს უწყება. ნაუცბათევად დაემშვიდობა ახლობლებს და ქუთაისის 21-ე მოტომსროლელი ბრიგადის მებრძოლებს შეუერთდა.

1993 წლის 27 სექტემბერს კბილებამდე შეიარაღებულ სეპარატისტებთან და დაქირავებულ გადამთიელებთან უთანასწორო შეტაკებებში დაეცა სოხუმი. ბევრმა ვერ მოასწრო ალმოდებული ქალაქიდან გამოსვლა. მათ შორის იყო ოლეგ ჟორჟოლიანი. იმ დღეებში მას 40 წელი შეუსრულდა. დღემდე უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება.




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 28.07.2021
ბოლო რედაქტირება 31.10.2021
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 11.07.2023
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0