სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10619

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
შალვა სიხაშვილი 1961-1990წწ. გარდ. 29 წლის, სამაჩაბლო დაბ. წნორი, სიღნაღი, კახეთი შალვა სიხაშვილი 1961-1990წწ. გარდ. 29 წლის, სამაჩაბლო დაბ. წნორი, სიღნაღი, კახეთი შალვა სიხაშვილი 1961-1990წწ. გარდ. 29 წლის, სამაჩაბლო დაბ. წნორი, სიღნაღი, კახეთი

1961-1990 წწ. გარდ. 29 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი სიხაშვილი სია

სიღნაღი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

58       ბეჭდვა

შალვა სიხაშვილი 1961-1990წწ. გარდ. 29 წლის, სამაჩაბლო დაბ. წნორი, სიღნაღი, კახეთი

შალვა სიხაშვილი დაიბადა 1961 წლის 4 თებერვალს ქიზიყში, დაბა წნორში. საშუალო სკოლისდამთავრების შემდეგ მოიხადა

სავალდებულო სამხედრო სამსახური.მუშაობდა მშობლიურ რაიონში. 1988 წ.ჩაირიცხა თბილისის სამრეწველო ეკონომიკურ ტექნიკუმში. სულ ესაა შალვა სიხაშვილის მშრალი, მხოლოდ თარიღებით აღნუსხული ბიოგრაფია, მაგრამ ამის მიღმა იმალება ბობოქარი სულის ადამიანი.

1988 წლიდან აქტიურად ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში.იყო წმინდა ილია მართლის საზოგადოების წევრი. შალვას გული მტკივნეულად განიცდიდა საქართველოსათვის მიყენებულ ყოველ დარტყმას, ღალატს, ვერაგობას, ამიტომ მუდამ იქ ტრიალებდა,სადაც ყველაზე ძალიან უჭირდა მის ქვეყანას. 1990 წლის იანვარში ცხინვალში იბრძოდა, საოცრად თავდადებული ვაჟკაცი უყოყმანოდ მიდიოდა სადარაჯოდ ყველაზე საშიშ და მიყრუებულ ადგილებზე. 15 იანვარს ავბედითად გასროლილმა


ტყვიამ 28 წლის ვაჟკაცს სწორედ ეს ანთებული გული გაუჩერა.

კიდევ ერთი მფეთქავი ძარღვი ჩაუწყდა საქართველოს, კიდევ ერთი ცრემლი ჩამოუგორდა თვალთაგან მგლოვიარე ქვეყანას...

ის ქუჩა, რომელზეც შალვა ცხოვრობდა, დღეს მისი სახელობისაა, ისევ დადიან ამ ქუჩაზე შალვასნაირი ბიჭები, რომელთაც მკერდში ჭეშმარიტად ქართული გული უძგერთ. კვლავაც ივლიან ამ ქუჩაზე შავგვრემანი ვაჟკაცები, რომელთაც შალვას დარად „შავი ჩოხა მოუხდებათ“ და კვლავაც დაიზრდებიან „ლეკვები სადიდგორენი“, რომლებიც ლაღი, გაუბზარავი ხმით იმღერებენ

„შავლეგოს“, იმ სიმღერას, ასე გამორჩეულად რომ უყვარდა...


   


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.07.2021
ბოლო რედაქტირება 07.03.2022
სულ რედაქტირებულია 4





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0