სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10711

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
რომან ტაბატაძე 1964-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ვანი ხარაგაული იმერეთი რომან ტაბატაძე 1964-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ვანი ხარაგაული იმერეთი რომან ტაბატაძე 1964-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ვანი ხარაგაული იმერეთი რომან ტაბატაძე 1964-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ვანი ხარაგაული იმერეთი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ტაბატაძე სია

ხარაგაული გამოჩენილი ადამიანები სრული სია

41       ბეჭდვა

რომან ტაბატაძე 1964-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ვანი ხარაგაული იმერეთი

რომან ჯემალის ძე ტაბატაძე 1964 წელს დაიბადა ხარაგაულის რაიონის სოფელ ვანში, მუშა კაცის ოჯახში. დედა დიასახლისი ჰყავდა, მამა – ხელოსანი. ექვსი წლის ყოფილა რომანი, მამა გალის რაიონის სოფელ პირველ გალში რომ გადასახლებულა საცხოვრებლად. იქ კიდევ სამი გოგონა და ერთი ვაჟი შეეძინათ.სულ ხუთი შეიქმნენ. დიდი სულის ბერვა და წელებზე ფეხის დადგმა მოუხდა ხელმოკლე ოჯახს, ხუთი შვილი წესიერი, პატიოსანი და ჯანმრთელი რომ აღეზარდა.

დაიზარდნენ ლამაზი სულის, ადამიანთა მოყვარული, სიკეთით სავსე ბავშვები.ზოგი დაოჯახდა კიდეც, რომანმა საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სამხედრო სავალდებულო სამსახური რომ მოილია, შინ დაბრუნებისთანავე ქუთაისის საავტომობილო ქარხანაში დაიწყო მუშაობა. იგი დეტალების ხელმარჯვე, ლამაზი გამომჩარხავი იყო. უყვარდა ყველას, უქებდნენ ნახელავს.

იქვე, საავტომობილო ქარხანაში გაიცნო, შეიყვარა და დაქორწინდა კიდეც ლია გვენეტაძეზე. მერე რომანი ქუთაისის ერთ-ერთ საფირმო მაღაზიაში გადავიდა სამუშაოდ.

ლია ერთგული და შინაარსიანი დიასახლისი გამოდგა, გაუგო მეუღლეს,ქონება თავზე არ გადასდიოდათ და ქალი თადარიგიანად უძღვებოდა ოჯახს,ბედნიერები იყვნენ. ზრდიდნენ ახალშეძენილ პირმშოს – პატარა ნინოს და ყოველდღე ახალ-”ახალი სიხარულით ივსებოდნენ, „მაგრამ დიდხანს ეს ქვეყანა გაახარებს ვისმეს განა?“ მოდიოდა და მოდიოდა აფხაზეთში გამძვინვარებული ცეცხლის ამბები, არ ჩაწყნარდა ამოხეთქილი ქარიშხალი, ზედიზედ დაარღვია ვერაგმა არძინბამ სამშვიდობოდ დადებული ხელშეკრულებები.

გალელმა ბიჭმა იარაღი აისხა და საქართველოს მთლიანობის დასაცავად მტერს ეკვეთა. ბოლო დროს სოფელ ტამიშის მიდამოებში უტევდა მტერს.

1993 წლის მაისიდან შეწყდა რომანის წერილები. შეწუხდნენ ოჯახის წევრები,ახლობლები, დაუწყეს ძებნა.

დღედაღამ მუხლჩაუხრელად ეძებდა ცოლისძმა – ჯიმშერ გვენეტაძე.ოჩამჩირის მილიციის სამძებრო განყოფილებამ დააკვალიანა ბატონი ჯიმშერი,სად ეძებნა სიძე, დიდი დახმარება გაუწიეს ამავე მილიციის უფროსმა გოგოლაშვილმა, გაცელის კომისიის წევრმა ამირან ლიპარტიამ, წითელი ჯვრის წარმომადგენელმა სვეტა ფრუიძემ (ოჩამჩირე), ასევე პოლკოვნიკმა იგორ პიჩორსკიმ.

მათი დახმარებით შეიტყო, რომ რომანი და ბევრი სხვა მებრძოლი ტყვარჩელში აუყვანიათ ტყვედ აფხაზ სეპარატისტებს. შემდეგ კვლავ ძებნა, კეთილი ადამიანების თანადგომა და დადგინდა, რომ 1993 წლის მაისში წამებით დახვრეტილთა გვამები ერთ ორმოში ჩაუყრიათ სოფელ თომუშში, მათ შორის იყო რომან ტაბატაძეც.

„თავდაღმა, პირუკუღმა, ხელფეხშეკრული ბიჯები ერთმანეთზე ეყარა ორმოში, ძლივს ამოვიცანი ჩემი სიძე, ისიც ხელ-ფეხზე ბორკილდადებული იყო, სახე- დაშანთული.სხეული ხელის მოკიდებას ვერ იტანდა, ტანზე შემოფლეთილი ტანსაცმლით ჩავასვენეთ

თუთიის სასახლეში! – თვალცრემლიანი ყვება ბატონი ჯიმშერი.შემდეგ, 29 წლის ნაწამები ვაჟკაცი, ჯერ ქუთაისში ჩამოასვენეს, მერე გალშიგადაასვენეს და სოფელ პირველი გალის მშობლიურ მიწას მიაბარეს.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.07.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0