სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10711

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ზურაბ შავლიძე 1993წ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ილორი ოჩამჩირე აფხაზეთი ზურაბ შავლიძე 1993წ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ილორი ოჩამჩირე აფხაზეთი ზურაბ შავლიძე 1993წ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ილორი ოჩამჩირე აფხაზეთი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი შავლიძე სია

ოჩამჩირე გამოჩენილი ადამიანები სრული სია

36       ბეჭდვა

ზურაბ შავლიძე 1993წ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ილორი ოჩამჩირე აფხაზეთი

ზურაბ შავლიძე

იგი დედულეთში, ილორში გაიზარდა.საშუალო სკოლაც აქვე დაამთავრა. კეთილი,ჭკვიანი, მეგობრის გამტანი, უანგარო და თავდადებული – ამგვარ ეპითეტებს არ იშურებდნენ მისთვის. უყვარდა ყველას –თანასოფლელსაც და თანამებრძოლსაც.

ბავშვობიდან ოცნებობდა მეზღვაური გამხდარიყო. სამხედრო-საზღვაო აკადემიაშიც აპირებდა სწავლის გაგრძელებას, მაგრამ დედა

ვერ დაითანხმა. „დასაკარგად“ ვერ გაიმეტა შვილი ქალბატონმა გულნარამ. ოთარაანთ-ქვრივობდა დედა. ალერსით არ ანებივრებდა.

სახლიდან გასულს ყოველთვის მოუთმენლად ელოდა. ეშინოდა, ბიჭი ცუდ საქმეში არ ჩაეთრია ვინმეს, ნამუსიანად ზრდიდა, ასეთიც იყო. ხელით მისათითებელი ახალგაზრდა გახლდათ, ოჯახისა და ქვეყნის ერთგული. ამიტომაც გაუწია გულმა აფხაზეთში, ყოველთვის პირველობდა, მტრის ჯავრს არ სჭამდა. უცხო იყო მისთვის შიში და უკან დახევა. როგორც თანამებრძოლები ამბობენ, არ ყოფილა არც ერთი შეტაკება მისი მონაწილეობის გარეშე. ფართომასშტაბიან ბრძოლებში ხომ თავზარს სცემდა მოწინააღმდეგეს.

ომში წასულს ჯავრით ელოდა ქალბატონი გულნარა. ვინ იცის, რამდენი ღამე დასთენებია შვილის მოლოდინში, რამდენჯერ შევედრებია ღმერთს შვილის მშვიდობით დაბრუნებას. ღონემიხდილს ტელეფონისკენ გაქცევია თვალი. აკი იმედად დაუტოვა იგი ზურამ – ნუ გეშინია, ხშირად დაგელაპარაკები, დედა ხარ, ჭირსაც და ლხინსაც ერთნაირად უნდა გაუძლოო.

სულ ორჯერ გაიგონა ამ აპარატიდან ქალბატონმა გულნარამ შვილის ხმა.მესამედ ჟურნალისტი ლულუ ჩხენკელი გამოეხმაურა თბილისიდან: ახლახან დავბრუნდი ოჩამჩირიდან, ზურა კარგად არის, დარდი არ გექნეთ. საამაყო შვილი გყავთ, თქვენნაირ დედებს ძეგლს უნდა უდგამდნენო. მორჩა, ეს იყო და ეს, სულ მალე შვილის დაფლეთილი სხეული ჩამოუსვენეს გულნარა შავლიძეს.

1992 წლის 3 ნოემბერს „მუშა“ (ასე ეძახდნენ მეტსახელად გაჭირვების ტალკვესს – ზურაბ შავლიძეს) თანამებრძოლებთან ერთად დაზვერვით ოპერაციებში მონაწილეობდა. დანაღმულ ტერიტორიაზე პირველი მიდიოდა. ერთი საბედისწერო ნაბიჯი და ყველაფერი დამთავრდა... თანამებრძოლებმა მისი უსულო სხეული დროებით ბუჩქებს შეაფარეს და დაჭრილების გამოყვანა დაიწყეს. მერე,

როცა ზურას მიუბრუნდნენ, იგი უკვე იქ აღარ იყო. მტერს მისი გვამი მოეპარა და გამოსასყიდს ელოდა. სიცოცხლის ფასად დაუჯდათ მეგობრის დახსნა ბიჭებს.

ცრემლი არ შემშრალა დედის თვალზე. გაცივებულ სახლს ისევ ზურას სურათები ათბობდნენ, მისი ხსოვნა და მეგობრები. და კიდევ ტკივილიან სიამაყედ დარჩა დედას ვახტანგ გორგასლის | ხარისხის ორდენი, რითაც სიკვდილის შემდეგ სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებით დაჯილდოვდა მისი შვილი.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 02.08.2021
ბოლო რედაქტირება 30.09.2021
სულ რედაქტირებულია 1





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0