სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10659

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
რუსლან ცაავა 1974-1993წ. გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. გაგრა აფხაზეთი რუსლან ცაავა 1974-1993წ. გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. გაგრა აფხაზეთი რუსლან ცაავა 1974-1993წ. გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. გაგრა აფხაზეთი რუსლან ცაავა 1974-1993წ. გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. გაგრა აფხაზეთი

1974-1993 წწ. გარდ. 19 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ცაავა სია

გაგრა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

29       ბეჭდვა

რუსლან ცაავა 1974-1993წ. გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. გაგრა აფხაზეთი

რუსლან ცაავა


დაიბადა 1974 წლის ივლისს ქ. გაგრის რაიონის სოფ. კოლხიდაში. რუსლანი მოეგობრულ გარემოში იზრდებოდა ქართველ, აფხაზ და სომეხ ბავშვებთან ერთად. მას ზედმეტსახელად კოჭოიას ეძახდნენ და ყველას უყვარდა.

რუსლან ცაავა 1992 წლის 18 აგვისტოს ჩაირიცხა თავდაცვის სამინისტროს მეორე საარმიო კორპუსისი 23-ე ბრიგადის მე-4  „გგარის“ ს/ნ 5090 ბატალიონში რიგით ჯარისკაცად.

-პატარა ხარ, ნამდვილი კოჭოია ხარ, რუსლან. იარაღი როგორ უნდა მოგცეთ ჯერ?


-ეუბნებოდნენ ასაკით უფროსები და ყოველნაირად ცდილობდნენ როგორმე აერიდებინათ იგი განსაცდელისაგან. მაგრამ კოჭოია ყველა თავის მეომრებთან ერთად მონაწილეობას  ღებულობდა საბრძოლო ოპერაციებში.  ბრძოლის ველიდან უშიშრად გაჰყავდა დაჭრილები.

ერთხელ გამთენიისას, როცა ტყვიები ორსართულიანი სახლის სახურავიდან წამოვიდა, მიწაზე გართხმულ მზერავებს თავის აწევის საშუალება აი მისცა. მხოლოდ კოჭოია წამოდგა ტყვიის წვიმაში ფეხზე და გამწარებული ყუმბარმტყორცნიდან ისროლა.

რუსლან ცაავა 1993 წლის 4 ივლისს მოწინააღმდეგის შემოტევის დროს სოფ. შრომაში გმირულად იქნა დაღუპული.

დაკრძალულია ქ. სოხუმში.

რუსლან ცაავა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 4 დეკემბრის ბრძანებულებით დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის მეორე ხაროისხის ორდენით, სიკვდილის შემდეგ. 


ობლის კვერი

ობლის კვერი... როდის ცხვება იგი? გვიან, ძალიან გვიან, მისი კვერი კი...ომი რომ დაიწყო მხოლოდ მეთექვსმეტე ზაფხული დაუდგა მაშინ. მამა არ ჰყავდა და ბებია ზრდიდა. ვინ მისცემდა იარაღს და ვინ მოუხმობდა საბრძოლველად? მოზარდი იყო და არავინ. გაგრაში აიდგა ფეხი; უყვარდა ქართველიც და აფხაზიც, რუსიცა და სომეხიც. ბოროტებამ უკუღმა დაატრიალა ჩარხი. მისი წყნარი და თეთრად მოქათქათე გაგრა, ზღვისპირეთის პატარძალს რომ უწოდებდნენ, არნახული, გაუგონარი თარეშის, წამების, სისხლისღვრის

ადგილად იქცა. ქართველთა და აფსუათა შორის დაღვრილი პირველი სისხლი მშობლიურ ქალაქში ნახა – მისი მარჯვენით სამშვიდობოს გამოქჭვანილი ხუთი მებრძოლი თვალწინ რომ დაუხვრიტეს სეპარატისტებმა უკეთურის დასმენით.

გაოგნებული ყმაწვილი გაგრის ბატალიონს მიეკედლა.

ქალაქის დაცემის შემდეგ უკან დახეულ მებრძოლებთან ტყე-ტყე და მთა-მთა სოჭისკენ გავიდა და შემოვლით სოხუმში ჩამოაღწია.

– პატარა ხარ, ნამდვილი კოჭოია ხარ, რუსლან. იარაღი როგორ უნდა მოგცეთ ჯერ, – ეუბნებოდნენ ასაკით უფროსნი და ყოველნაირად ცდილობდნენ, როგორმე აერიდებინათ იგი განსაცდელისგან. მაგრამ კოჭოია ყველგან გვერდით იყო.

გუმისთის ნაპირსა და ტამიშის მიდამოებში მთელი წლის განმავლობაში არ ჩატარებულა საბრძოლო ოპერაცია, დაზვერვა თუ მომხვდურთა მოგერიება, მას რომ არ მიეღოს მონაწილეობა. საიდან ჰქონდა ამ პატარას ამდენი ძალა – ბრძოლის ველიდან ციმციმით გაჰყავდა დაჭრილები, მასზე ბევრად დიდი, ბრგე ვაჟკაცები...

... ერთხელ გამთენიისას, დაზვერვაზე მიმავალი ქართველები სეპარატისტებმა დალანდეს, ორსართულიანი სახლის სახურავიდან წივილით წამოვიდა ტყვიები. მიწაზე გართხმულ მზვერავებს თავის აწევის საშუალება არ ჰქონდათ. ათიდან მხოლოდ კოჭოია იყო ერთადერთი, რომელიც ტყვიის წვიმაში ფეხზე წამოვარდა.

– დაწექი, ტყვია არ მოგხვდეს, – გამწარებით შესძახეს ბიჯებმა.

– ერთხელ ვცხოვრობთ, – დაიძახა კოჭოიამ და ყუმბარმტყორცნიდან ისროლა.

სახურავზე ტყვიამფრქვევი დადუმდა და ჯგუფი გადარჩა. მას შემდეგ მისცეს კოჭოიას იარაღი და ისიც ღირსეულად ხმარობდა მას. ბოლო ბრძოლა მისი მონაწილეობით 1993-ის 11 აგვისტოს გაიმართა. სოფელ შრომაში სეპარატისტების ძლიერი შეტევა მოიგერიეს ქართველებმა, უკუაქციეს მტერი. მაგრამ ბრძანება მოვიდა, დაეტოვებინათ აღებული პოზიცია. ბიჭებმა ტკივილით გადადგეს ნაბიჯები უკან. კოჭოიამ თვალი მოავლო მებრძოლებს და მათ შორის ვერ შენიშნა ერთი, რომელიც სწორედ მის გვერდით იყო. ელვის უსწრაფესად მოსაძებნად მიბრუნდა და სნაიპერის ტყვიამ მკერდი გაუპო...

– ობოლია, ჩვენ ვართ მისი პატრონი, აი ჩვენი სისხლი, რაიმე იღონეთ,

გადაგვირჩინეთ, – ემუდარებოდნენ მეომრები ჰოსპიტლის ექიმებს.

რა შეუძლია დასტაქარს, თუ ადამიანი განწირულია?! განა გაიფურჩქნება ვარდი, თუ კოკორი მსახვრალმა ხელმა ძირში გადატეხა? ობლის სანთელი ჩაქრა. აქვითინდნენ მამაკაცები, პატარა მეომრის ბრძოლისმიერი ძზები და მამები.

და აღარ ისმოდა მათ შორის ქალის ტირილი, ქალისა, რომელსაც კივილით და ლოყების ხოკვით ძალუძს ზეცა შეძრას უსამართლო და უდროო სიკვდილის გამო. იკივლა მაშინ მრავალსიკვდილნანახმა ექთანმა:

“ ჩემო უცნობო პატარა ბიჭო, მე, მე დაგიტირებ ყველა დედისა და დის ნაცვლად, მე ვივლი შენს საფლავზე და ბალახს არ მივაკარებ შენს წმინდა სავანეს...

სოხუმის განაპირა უბანში გაითხარა პატარა კოჭოიას, რუსლან ცაავას საფლავი. აღარ ეწერა ობლის კვერს გამოცხობა... 


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 02.08.2021
ბოლო რედაქტირება 16.11.2022
სულ რედაქტირებულია 1





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0