შოთა ძაძამია დაიბადა 1957 წლის 23 დეკემბერს ქ.თბილისში. 1974 წელს დაამთავრა თბილისის 139-ე საშუალო სკოლა.
სკოლის დამთავრების შემდეგ სავალდებულო სამხედრო სამსახური გაიარა გერმანიაში, სადაც იგი, როგოთც საუკეთესო მეტყვიამფრქვევე, ხელმძღვანელობამ დააჯილდოვა. 1978 წელს დაოჯახდა. 3 შვილს უზრდიდა ქვეყანას.
1982 წელს დაამთავრა მანქანათმშენებლობის ტექნიკუმი და მუშაობდა „ატეკაში“.
ნაცნობ მეგობრები მას ახასიათებენ განათლებულ პიროვნებად, კარგად ფლობდა რუსულ, ინგლისურ და ბერძნულ ენებს, ის იყო უშუალო, უბრალო, გულისხმიერი, ზედმიწევნით კეთილი და ყოველმხრივ ერუდირებული ახალგაზრდა.
1993 წელს გაიწვიეს აფხაზეთის ომში, აქაც საქმისადმი ღრმა ცოდნით გამოირჩეოდა, მალე შეაყვარა თავი თანამებრძოლებს, კარგი სამხედრო მომზადების გამოვლენისთვის მას ლეიტენანტის წოდება მიანიჭეს.
1993 წლის 2 ივლისს, დესანტის გადმოსხმის დღეს, გმირულად დაეცა სოფელ ტამიშთან. იყო „შავნაბადას“ ბატალიონის მებრძოლი.
შოთა ძაძამია სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“
ძაძამია შოთა ალექსანდრეს ძე - დაიბადა 1957 წლის 23 დეკემბერს თბილისში. გარდაიცვალა 1993 წლის 2 ივლისს ტამიში. ლაბრა ტამიშის აღების დროს დაზვერვაზე ყოფნისას დაიღუპა. მედალი -მხედრული მამაცობისთვის. შავნაბადას ბატალიონი.
ითანამშრომლა ზაზა ვალერიანის ძე ხვთისიაშვილი, სერგოს დედის ძმა, ვეტარანი ბატალიონი შავნაბადა დაბ. 1968 წელს თბილისში, წინაპრები სოფელი ბაკურციხე, გურჯაანი
ითანამშრომლა ნატა ზაზას ასული ხვთისიაშვილი