1977 წელს დაამთავრა ქ. სოხუმის # 1 საშუალო სკოლა. 1988 წელს დაამთავრა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი.
იყო წარმოსადგენი, ლამაზი -თავისი ოჯახითა და ცხოვრებით.
1992 წლის 9 ივლისს ზემდეგი თენგიზ ძაძამია ცუგუროვკის მთაზე მიმდინარე ბრძოლის დროს ჭურვის ნამსხვრევმა შეიწირა.
მისმა დაღუპვამ მთელი სოხუმი შეძრა.
თენგიზ ძაძამიას დარჩა მეუღლე და სამი შვილი.
საქართელოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის ,ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის თენგიზ ძაძამია სიკვდილის შემდეგ,დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.
... და მაინც ღმერთი თავის ყველაზე საყვარელ მოწაფესაც კი გამოცდას უწყობს.
თენგიზისთვის ეკლის გვირგვინი, მძიმე ჯვარი და გოლგოთას გზა აფხაზეთის ომი იყო, რომელმაც აიძულა კალამი გაგდო ხელიდან და ავტომატი აეღო. ჩვეული შემართებითა და ერთგულებით ემსახურა თენგიზ ძაძამია თავის ქვეყანას და თავის ხალხს.
თენგიზ ძაძამია აფხაზეთში პირველივე დღიდან დადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. იყო 23-ე ბრიგადის მე-8 ბატალიონის პირველი ტუგუროვკის ასეულის ოცმეთაური. პირნათლად ასრულებდა მეთაურის ყველა საბრძოლო დავალებას, არაერთხელ გამოიჩინა როგორც სამშობლოს ერთგულმა მამულიშვილმა.