სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10652

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
თენგიზ ძაძამია 1959-02/10/92წწ გარდ. სოფ. აჩდარა აფხაზეთი დაბ. სოფ კელასური სოხუმი თენგიზ ძაძამია 1959-02/10/92წწ გარდ. სოფ. აჩდარა აფხაზეთი დაბ. სოფ კელასური სოხუმი თენგიზ ძაძამია 1959-02/10/92წწ გარდ. სოფ. აჩდარა აფხაზეთი დაბ. სოფ კელასური სოხუმი

1959-1992 წწ. გარდ. 33 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ძაძამია სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

40       ბეჭდვა

თენგიზ ძაძამია 1959-02/10/92წწ გარდ. სოფ. აჩდარა აფხაზეთი დაბ. სოფ კელასური სოხუმი

თენგიზ ოთარის ძე ძაძამია დაიბადა 1959 წლის 26 მარტს, სოხუმის რაიონის სოფელ ზემო კელასურში.


აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს თენგიზ ძაძამია ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის | მოტომსროლელი ბატალიონის რიგებში. იყო I ასეულის ასმეთაური. ასეული. ლიდერი თანამებრძოლებს შორის უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა.

თენგიზ ძაძამია დაიღუპა 1992 წლის 2 ოქტომბერს სოფელ აჩადარაში – კემპინგში ორმხრივი სროლების დროს კისრის არეში მძიმედ დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ოპერაციის დროს გარდაიცვალა.

თენგიზ ძაძამიას დარჩა მეუღლე და ორი შვილი.

სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.



მოსამსახურეები: ადამია გენო აკაკის ძე 1936-93წწ საქართველოს გენერალი დაბ. სენაკი სამეგრელო –- 23ე მექანიზებული ბრიგადის მეთაური;


ალექსანდერე გეორბელიძე 1967-05/01/93წ. გარდ. სოფ. აჩადარა, აფხაზეთში დაბ. სოხუმი – 23-ე მექანიზებული ბრიგადის პირველი მექანიზებული ბატალიონის დაზვერვის სამსახურის უფროსი (სიკვდილის შემდეგ);

ზაურ უჩაძე -– კორპუსის მეთაურის პირველი მოადგილე:

ვალერი ქვარაია – კორპუსის შტაბის უფროსი, მეთაურის მოადგილე;

ემზარ ჭოჭუა – კორპუსის სარაკეტო ჯარებისა და საარტილერიო სამსახურის უფროსი; თენგიზ ძაძამია –- 23-ე მექანიზებული ბრიგადის. პირველი მექანიზებული ბატალიონის პირველი ასეულის მეთაური. (სიკვდილის შემდეგ).

ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი მათ მიენიჭათ სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, მამაცობისა და თავდადებისათვის.

მედლით „მხედრული მამაცობისათვის“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1993 წლის 3 იანვრის M1 ბრძანებულებით დაჯილდოვდა

06

 ოზურგეთის შინაგან საქმეთა რაიგანყოფილების წესრიგისა  უშიშროების დაცვის პოლიციის საგზაო პოლიციის ქვეგანყოფილების ადმინისტრაციული პოლიციის ინსპექტორი, პოლიციის მაიორი ნუგზარ ამირანის ძე სეფერთელაძე.

ნუგზარ სეფერთელაძე დაიბადა 1952 წელს ქ. ოზურგეთში. 1981 წლის 10 ოქტომბრიდან იგი მსახურობდა შინაგან საქმეთა ორგანოებში და თავი გამოიჩინა, როგორც კეთილსინდისიერმა და შრომისმოყვარე მუშაკმა. ნუგზარ სეფერთელაძე დაიღუპა 1992 წლის 28 დეკემბერს ძებნაში მყოფი ბოროტმოქმედის დაკავებისას.

მედალი „მხედრული მამაცობისათვის“ მას მიენიჭა სიკვდილის შემდეგ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი პირადი მამაცობისა და გაბედული მოქმედებისათვის მედლით „საბრძოლო დამსახურებისათვის“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1993 წლის 28 თებერვლის N 23 ბრძანებულებით დაჯილდოვდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინი სტროს შეიარაღებული ძალების მეორე კორპუსის 23ე მექანიზებული.

ბრიგადის პირველი მექანიზებული ბატალიონის უფროსი მზვერავი რაშიდ მიხეილის ძე ანთია.

რ. ანთია დაიბადა 1961 წლის 15 აპრილს სოხუმის რაიონის სოფელ საკაფაში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის დროს. იგი აქტიურად ჩაება საბრძოლო ოპერაციებში, ჩაირიცხა მზვერავთა რიგებში და საზრიანი მოქმედებით ბევრი სასარგებლო ინფორმაცია მოიპოვა. 1993 წლის 5 იანვარს მისი თავგანწირული მოქმედების შედეგად მოწინააღმდეგის მიერ დაგეგმილი საბრძოლო ოპერაცია ჩაიშალა.

მედალი „საბრძოლო დამსახურებისათვის“ მას მიენიჭა სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლებში გამოჩენილი გმირობის, მამაცობისა და თავდადებისათვის.

ღირსების ორდენით საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1993 წლის 10 აპრილის N 37 ბრძანებულებით დაჯილდოვდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის სამმართველოს ცალკეული საპატრულო ბატალიონის მეთაურის მოადგილე,

მაიორი ვახტანგ მიხეილის ძე კაპანაძე.

ვ. კაპანაძე დაიბადა 1960 წელს ქ. თბილისში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის დროს იგი სოხუმში ხელმძღვანელობდა შტაბის მუშაობას. ოჩამჩირეში, სოფელ ლაბრის აღებისათვის გამართული ბრძოლისას მან გმირულად ჩაახშო მოწინააღმდეგის რამდენიმე საცეცხლე წერტი, არტილერიას ბრძოლის წინა ხაზიდან უკეთებდა კორექტირებას, რის შედეგადაც მოისპო მოწინააღმდეგის რამდენიმე დასაყრდენი პუნქტი.

ღირსების ორდენი მას მიენიჭა სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 30.07.2021
ბოლო რედაქტირება 05.08.2022
სულ რედაქტირებულია 2

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 07.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0