სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10711

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
დათო ხადელი 1993წ. გარდ. აფხაზეთი დაბ. ქუთაისი იმერეთი დათო ხადელი 1993წ. გარდ. აფხაზეთი დაბ. ქუთაისი იმერეთი დათო ხადელი 1993წ. გარდ. აფხაზეთი დაბ. ქუთაისი იმერეთი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ხადელი სია

ქუთაისი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

39       ბეჭდვა

დათო ხადელი 1993წ. გარდ. აფხაზეთი დაბ. ქუთაისი იმერეთი

მხოლოდ საშუალო სკოლა ჰქონდა დამთავრებული. უყვარდა ჟურნალგაზეთებისა და წიგნების კითხვა, რუსულ ენასაც კარგად ფლობდა.

მძღოლ-ექსპედიტორად მუშაობდა პურის მანქანაზე. "შვილიც გაუჩნდათ,რომელიც მალე გარდაიცვალა... მამის გარდაცვალების შემდეგ, დედა დაავადმყოფდა. დარდი მოეძალა დათოს... მაგრამ უფრო დიდი დარდი გაჩნდა ქვეყნად.

აირია ოსეთი... დათო სხვებთან ერთად ოსეთში წავიდა საომრად.

როგორც კი დროს იშოვიდა, ქუთაისისკენ გამორბოდა, ავადმყოფ დედას დახედავდა და კვლავ ოსეთს მიაშურებდა.

დედა გარდაიცვალა. მისი დასაფლავებიდან ოთხი თვის შემდეგ აფხაზეთში საბრძოლველად წავიდა. იბრძოდა, ქვეყანას იცავდა და ამაში პოულობდა შვებას.

ოჩამჩირეში გამგზავრების წინ მეზობლის ბიჭებთან საუბრობდა:

– სად მიდიხარ, ბიჭო, ნანას შენს მეტი არავინ ჰყავს პატრონი, რამე რომ დაგემართოს, ცოდვა არაა მარტოხელა ქალი?

– შენ, ის და მე თუ არ წავედით საბრძოლველად, ვინ დაიცვას ქვეყანა!.. –უთხრა მათ დათომ, თვითონ კი მეორე დღეს სამსახურში მივიდა ნანასთან, მხარზე ხელი ნაზად მოხვია, თვალებში ჩახედა და დაუბარა, – აბა, შენ იცი, ჩემო ნანა!

–ასე არასოდეს არ გითქვამს დათო! – შეკრთა ნანა.

– ვინ იცის, იქნებ მეტჯერ ვეღარც გითხრა! – ადგილს სწრაფად მოსწყდა და კიბე აჩქარებული ნაბიჯით ჩაირბინა.

ოჩამჩირეში გაჰყვა 21-ე ბატალიონს.

იმ წყეულ 11 სექტემბერს, პირადი უფროსისგან, ზაზა გაბადაძისგან ნებართვა აიღო და ოჩამჩირეში მცხოვრებ თავის ბიძაშვილთან მიირბინა. მასპინძელი არ უშვებდა, დილაადრიან წადიო... მაინც წავიდა.

იმ ღამეს ცისქვეშ თანამებრძოლებთან წათვლიმა. დილაადრიან კი სროლა ატყდა. ფიცხელ ბრძოლაში ჩაებნენ ბიჭები. ტყვიამ დათოს მოაგნო, სისხლისგან დაიცალა და ადგილზე დაიღუპა.

თანამებრძოლებმა მისი ცხედარი ბრძოლის ველიდან გამოიტანეს, ქუთაისში ჩამოასვენეს. კარი დაკეტილი დახვდათ, შეანგრიეს და მერე უნახეს ჯიბეში გასაღები.

17 სექტემბერს ფლდსვერის სასაფლაოზე დედის გვერდით მიუჩინეს სამუდამო ბინა. უკანასკნელი გასროლაც გაატანეს იმ ქვეყნად.

მესამე დღეს კვლავ ავიდნენ საფლავზე 21-ე ბატალიონის ბიჭები, კვლავ ავტომატების „ენით“ გაესაუბრნენ მეგობარს და ფიცი დადეს, რომ სიცოცხლის ფასად დაუჯენდნენ მტერს დათოს ლამაზი სიცოცხლის მზის ჩაქრობას.

ბიჭებ კვლავ ბრძოლაში წავიდნენ.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 02.08.2021
ბოლო რედაქტირება 11.09.2021
სულ რედაქტირებულია 2





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0