სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11821

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ივანე ხეტეშვილი 1961-93წწ. გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. თეზი კასპი ქართლი ივანე ხეტეშვილი 1961-93წწ. გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. თეზი კასპი ქართლი ივანე ხეტეშვილი 1961-93წწ. გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. თეზი კასპი ქართლი

1961-1993 წწ. გარდ. 32 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ხეტეშვილი სია

კასპი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

417       ბეჭდვა

ივანე ხეტეშვილი 1961-93წწ. გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. თეზი კასპი ქართლი

ხეტეშვილი ივანე შალვას ძე – დაიბადა 1961 წლის 11 თებერვალს კასპის რაიონის სოფელ თეზში, მოსამსახურის ოჯახში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ პირნათლად მოიხადა მხედრული ვალი.


1982 წელს დაოჯახდა. სამშობლოს ორ შვილს უზრდიდა. ერთი დღე უშრომელად არ უცხოვრია. როცა საქართველოში კონფლიქტი დაიწყო, ვანო ჩაირიცხა თავდაცვის სამინისტროს საგანგებო დანიშნულების ბატალიონში. 1992 წლის დასაწყისში იმყოფებოდა სამაჩაბლოში სამშვიდობო მისიით. ბატალიონი სოფელ ვანათში იდგა. შრომისმოყვარე ახალგაზრდამ აქაც გამონახა სამუშაო და სოფლის ეკლესიის რესტავრაცია დაიწყო, რითაც მოსახლეობის უდიდესი სიყვარული დაიმსახურა.

   1992 წლის სექტემბრის ბოლოს, გაგრის ტრაგედიის დროს, ტყვედ ჩაიგდეს აფხაზებმა და გუდაუთის საკონცენტრაციო ბანაკში მოათავსეს. 41 დღის განმავლობაში არნახული ტანჯვა, წამება განიცადა, მაგრამ სეპარატისტების ანკესზე არ წამოეგო. ვაჟკაცურად იცავდა მხედრულ ღირსებას. ტყვეობიდან განთავისუფლებული ისევ სამაჩაბლოში დაბრუნდა.

  1993 წლის 16 სექტემბერს ბატალიონ „გორდას“ შემადგენლობაში, თავის მეგობრებთან ერთად, სოხუმში გაემგზავრა, სადაც უფროსი ლეიტენანტი ივანე ხეტეშვილი დაინიშნა ბატალიონის ჯავშანტრანსპორტიორების ასეულის მეთაურის მოადგილედ.

  23 სექტემბერს თანამებრძოლებთან ერთად ალყაში მოხვედრილი მეგობრების დასახმარებლად წასული უკან აღარ დაბრუნებულა. მშობლიური კუთხის ნაცვლად სოფელ მაჭარკის სასაფლაოზე განისვენებს.

  ივანე ხეტეშვილი სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით და მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.

   ფრონტელი მეგობრის დღიურიდან: „ვანოს ათეული კოლხიდიდან უკან იხევდა. მათ 6 „მხედრიონელი“ შეუერთდათ, მოულოდნელად ჩვენი ბიჭები მოწინააღმდეგეს გადააწყდნენ. ბიჭები ფრთხილობდნენ – კარგად დავაკვირდეთ, ჩვენები არ იყვნენო. ვანომ მწვანე ლენტი შეამჩნია ფორმაზე და ტყვიამფრქვევიდან ცეცხლი გახსნა. სეპარატისტები რიცხობრივად ჭარბობდნენ, მაგრამ ელვისებურმა იერიშმა ისე დააბნიათ, რომ ჩაწვნენ და თავი აღარ აუწევიათ. მებრძოლმა ლევან ქართველიშვილმა (სამწუხაროდ, ისიც დაიღუპა) მითხრა: „ვანოს რომ არ ეყოჩაღა, ყველას ჩაგვხოცავდნენ“.

   1993 წლის 23 სექტემბერი – კოლხიდაში ციტრუსების პლანტაციაში ვართ. სანგრები გათხრილია, მაგრამ მხოლოდ მწოლიარეს თუ დაფარავს. ვანო ახოვანი ვაჟკაცია, ვერანაირად ვერ თავსდება. მთელი ღამე ვახო გოგსაძესთან ერთად თხარეს სანგარი, მაგრამ ვანო მაინც ვერ გაიმართა. ღამე იწვიმა კიდეც. დილით ატყდა ორმხრივი სროლა, მოწინააღმდეგე ვანოზე განსაკუთრებულად ნადირობდა, იგი ტყვიას-ტყვიაზე უგზავნიდა სეპარატისტებს. მოწინააღმდეგე ხევიდან ეპარებოდა ვანოს. მან შეამჩნია და ხელყუმბარა ესროლა, რის შემდეგაც ვანოს კარგა ხანს არ გაუსვრია. ვიფიქრე, ბიჭები დაიჭირეს და ყვირილი დავიწყე. ვანომ ტალახში ამოთხვრილი თავი ამოსწია: – რა გაღრიალებს, განზრახ გავჩუმდი, ისინი ახლოს რომ მოვიტყუო და შენ მიფრთხობო. აი ასეთი გულადი იყო ჩვენი ვანო“.

  „ოთხი განუყრელი მეგობარი: მამუკა კობალაძე, ლევან ქართველიშვილი, ივანე ხეტეშვილი დ გონერ პავლიაშვილი 23 სექტემბერს ალყაშემორტყმული თანამებრძოლების გამოსახსნელად წავიდნენ და აღარ დაბრუნებულან… დიდხანს ეძებდნენ თანამებრძოლები… მეორე დღეს მაჭარის სასაფლაოზე შემთხვევით წააწყდნენ, როცა უცხო ადამიანები მიწას აბარებდნენ.

   წიგნი „უკვდავება“. გონერ პავლიაშვილი, გვ. 350

მოგვაწოდა ვანო ჯახუამ ვებ გვერდი kaspi.ge დამფუძნებელი


ივანე ხეტეშვილი დაიბადა 1961 წლის 11 თებერვალს კასპის რაიონის სოფელ თეზში, მოსამსახურის ოჯახში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ პირნათლად მოიხადა მხედრული ვალი. 1982 წელს დაოჯახდა. სამშობლოს ორ შვილს უზრდიდა. ერთი დღე უშრომელად არ უცხოვრია. როცა საქართველოში კონფლიქტი დაიწყო, ვანო ჩაირიცხა თავდაცვის სამინისტროს საგანგებო დანიშნულების ბატალიონში. 1992 წ. დასაწყისში იმყოფებოდა სამაჩაბლოში სამშვიდობო მისიით. ბატალიონი სოფელ ვანათში იდგა. შრომისმოყვარე ახალგაზრდამ აქაც გამონახა სამუშაო და სოფლის ეკლესიის რესტავრაცია დაიწყო, რითაც მოსახლეობის უდიდესი სიყვარული დაიმსახურა.


1992 წლის სექტემბრის ბოლოს, გაგრის ტრაგედიის დროს, ტყვედ ჩაიგდეს აფხაზებმა და გუდაუთის საკონცენტრაციო ბანაკში მოათავსეს. 41 დღის განმავლობაში არნახული ტანჯვა, წამება განიცადა, მაგრამ სეპარატისტების ანკესზე არ წამოეგო. ვაჟკაცურად იცავდა მხედრულ ღირსებას. ტყვეობიდან განთავისუფლებული ისევ სამაჩაბლოში დაბრუნდა.

1993 წლის 16 სექტემბერს ბატალიონ „გორდას“ შემადგენლობაში, თავის მეგობრებთან ერთად, სოხუმში გაემგზავრა, სადაც უფროსი ლეიტენანტი ივანე ხეტეშვილი დაინიშნა ბატალიონის ჯავშანტრანსპორტიორების ასეულის მეთაურის მოადგილედ.

23 სექტემბერს თანამებრძოლებთან ერთად ალყაში მოხვედრილი მეგობრების დასახმარებლად წასული უკან აღარ დაბრუნებულა. მშობლიური კუთხის ნაცვლად სოფელ მაჭარკის სასაფლაოზე განისვენებს. უბედურ დედას საფლავზე ტირილიც კი არ შეუძლია.

ივანე ხეტეშვილი სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით და მედლით „მხედრული მამაცობისათვის“


მარინა ნაჭყებია

ვანო შალვას ძე ხეტეშვილი იბრძოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და გმირულად დაეცა სამშობლოსათვის ქ. სოხუმში 1993 წლის 23 სექტემბერს.





ინფორმაცია აღებულია ამირან ტალახაძე 12 თებერვალი 1953 წელი ცხოვრობს კასპი

 


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 03.08.2021
ბოლო რედაქტირება 12.09.2025
სულ რედაქტირებულია 4

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 11.12.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0