სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10528

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ბეგული (დათო) ვაჩეიშვილი 1945-1993წწ გარდ. ბაბუშერა აფხაზეთი დაბ. სოფ. მარანი აბაშა. ბეგული (დათო) ვაჩეიშვილი 1945-1993წწ გარდ. ბაბუშერა აფხაზეთი დაბ. სოფ. მარანი აბაშა. ბეგული (დათო) ვაჩეიშვილი 1945-1993წწ გარდ. ბაბუშერა აფხაზეთი დაბ. სოფ. მარანი აბაშა.

1945-1993 წწ. გარდ. 48 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ვაჩეიშვილი სია

აბაშა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

24       ბეჭდვა

ბეგული (დათო) ვაჩეიშვილი 1945-1993წწ გარდ. ბაბუშერა აფხაზეთი დაბ. სოფ. მარანი აბაშა.

ბეგული (დათო) მექის ძე ვაჩეიშვილი დაიბადა 1945 წლის 3 იანვარს აბაშის რაიონში, სოფელ მარანში.



1963 წელს საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ გაიწვიეს სამხედრო-სავალდებულო სამსახურში, დემობილიზაციის შემდეგ სწავლა გააგრძელა საქართველოს შს სამინისტროს თბილისის მილიციის უმაღლეს სკოლაში. 1967-1969 წლამდე მუშაობდა ჯერ ხობის, ხოლო შემდგომ გალის რაიონის შს შრომაგასწორების კოლონიებში ოპერატიულ მუშაკად. 1973-1976 წლებში კი ქალაქ ზუგდიდის შინაგან საქმეთა საქართველოს განყოფილების სისხლის სამართლის სამძებროს უფროს ინსპექტორად. 1976 წლიდან სამუშაოდ გადაიყვანეს ქ. სოხუმის მილიციის საქალაქო განყოფილებაში სისხლის სამართლის სამძებროს უფროს ინსპექტორად, მუშაობის პარალელურად დაამთავრა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგია-გეოგრაფიის ფაკულტეტი. 26 წელი იმსახურა შს ორგანოებში ბეგული ვაჩეიშვილმა და ამ ხნის მანძილზე თავი გამოიჩინა მინდობილი საქმის მაღალპროფესიონალურ დონეზე შესრულებით. გახდა პოლიციის მაიორი, დამსახურები ავტორიტეტით სარგებლობდა კოლეგებსა და ხელმძღვანელობას შორის. დაჯილდოებული იყო შს ორგანოებში 10,15 და 20 წლის უმწიკვლო მუშაობისათვის მედლებით და ქების სიგელებით. აფხაზეთში საომარი კონფლიქტის დაწყებისთანავე ბეგული ვაჩეიშვილი უყოყმანოდ ჩადგა სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა რიგებში, იბრძოდა გმირულად, ვაჟკაცურად. საბრძოლო მოკვლევაში აღნიშნულია: „ომის დაწყებისთანავე იბრძოდა სოხუმის რაიონის სხვადასხვა უბანზე. იგი პოლიციელთა 25-კაციან ჯგუფს ხელმძღვანელობდა. აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა ყველა საბრძოლო ოპერაციაში. მან თავი გამოიჩინა, როგორც საქართველოს ერთიანობისა და მთლიანობისათვის თავგანწირულმა მებრძოლმა.


1993 წლის 28 სექტემბერს სოფ. ბაბუშერასთან მტრის შემოტევის დროს იგი გმირულად დაიღუპა მათთან ბრძოლაში“. ბეგული ვაჩეიშვილის მეუღლე იგონებს: „ბეგული იყო საოცრად თბილი, მაგრამ ამავე დროს ძლიერი და მტკიცე ნებისყოფის ადამიანი. უზომოდ იყო შეყვარებული ქალაქ სოხუმზე, თავის პროფესიაზე და საერთოდ საქართველოზე. 26 წელი იმსახურ შს სამინისტროს სისტემაში და ერთი დღეც კი არ დაუსვენია, მისთვის არ არსებობდა შვებულება და არც უქმე დღე, უამრავი ახლობელი, მეგობარი და ნათლულები ჰყავდა აფხაზებში, ვერასოდეს ვერ წარმოედგინა, რომ მასზე რომელიმე აფხაზი იარაღს აღმართავდა, მაგრამ… ვერასოდეს დავივიწყებ სოხუმში გატარებულ ბოლო დღეებს, როცა ქალაქი ტყვიების და ჭურვების ქარცეცხლში იწვოდა, სახლები დაცარიელდა, ხალხი გარბოდა… ჩემს მეუღლეს სოხუმის დატოვება ერთი წუთითაც არ უფიქრია. ბოლო დღემდე საბრძოლო პოზიციებზე იბრძოდა, ის ჯიუტად იმეორებდა, რომ აფხაზეთი არ ჩაბარდებოდა. შვილები ნათესავებთან ერთად სვანეთში გავუშვი, მე კი მეუღლესთან ერთად ცეცხლმოდებულ ქალაქში დავრჩი. 28 სექტემბერს დავრწმუნდით, რომ საშველი არსაიდან იყო, სოხუმი დაეცა. სოფელ ბაბუშერასთან ჩემი მეუღლე აფხაზებმა შეიპყრეს, რა დამავიწყებს მის თვალებს და სახეს. იგი იმდენად იყო განრისხებული, რომ აფხაზების შეკითხვაზე, რომლებიც შეკითხვებს რუსულად უსვამდნენ, ჯიუტად პასუხობდა ქართულად, დაუნდობლად ურტყამდნენ ავტომატის კონდახს, მაგრამ ის მაინც „ქართველი ვარო!“ იმეორებდა. აფხაზი ბოევიკების მიერ ჩემი მეუღლე სადისტურად იქნა დახვრეტილი, მისი ცხედარი სოფელ ბაბუშერაში იქნა დაკრძალული ახლობლების და ნაცნობების მიერ“… ბეგული ვაჩეიშვილს დარჩა ოჯახი, მეუღლე და ორი შვილი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის სამართლის სამძებროს ოთხმოც წლისთავთან დაკავშირებით ბეგული ვაჩეიშვილი შს მინისტრის ბრძანებულებით დაჯილდოვდა სამკერდე ნიშნით. ოცდამეერთე საუკუნეს ვერ მოესწრო სამშობლოზე და თავის ხალხზე უსაზღვროდ შეყვარებული ვაჟკაცი. მან მოწამეობრივი სიკვდილით დაასრულა თავისი სიცოცხლე სამშობლოს წმინდა საკურთხეველზე. ჩვენ გვჯერა, მისი სახელის და სულის უკვდავების. ღმერთო, დაუმკვიდრე მის ლამაზ სულს ადგილი იქ, სადაც მართალნი განისვენებენ.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 06.08.2021
ბოლო რედაქტირება 25.10.2021
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 06.07.2023
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0