სულაბერიძე ალექსანდრე სერგოს ძე 16 აპრილი 1916 წელი დაბადების ადგილი: სოფელი ლესა-ჭინათი, ლანჩხუთის რაიონი.
დაამთავრა ბათუმის საფაბრიკო-საქარხნო სკოლა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი 1955 წელს.
მუშაობდა რკინიგზის სავაგონო დეპოში მემანქანის თანაშემწედ. 1937 წელს გაიწვიეს წითელ არმიაში. სსრკ- ფინეთის ომის მონაწილე(1939-1940). არმიიდან დემობილიზაციის შემდეგ მსახურობდა ბათუმში. იყო ქიმიური ქარხნის დირექტორი. საბჭოთა კავშირის გმირი, სერჟანტი (1939).
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9-თბ., 1985.-გვ.598
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1939 - საბჭოთა კავშირის გმირი
სსრკ-ფინეთის ომში გამოჩენილი მამაცობისათვის - ლენინის ორდენი
წყარო-nplg.gov.ge