სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12260

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ბადრი გურჩიანი 1966-1992წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. აჟარა გულრიფში, აფხაზეთი. ბადრი გურჩიანი 1966-1992წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. აჟარა გულრიფში, აფხაზეთი. ბადრი გურჩიანი 1966-1992წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. აჟარა გულრიფში, აფხაზეთი.

1966-1992 წწ. გარდ. 26 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი გურჩიანი სია

გულრიფში გამოჩენილი ადამიანები სრული სია

27       ბეჭდვა

ბადრი გურჩიანი 1966-1992წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. აჟარა გულრიფში, აფხაზეთი.

ბადრი ვლადიმერის ძე გურჩიანი დაიბადა 1966 წლის 28 ივნისს გულრიფშის რაიონის სოფ. აჟარაში.

 საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ გაიწვიეს სამხედრო-სავალდებულო სამსახურში ქ. ტამბოვში. 

ბადრი იყო ალალ-მართალი, ბეჯითი, შრომისმოყვარე, სიმართლისმოყვარული, არ უყვარდა ადამიანის დამცირება. თუ ვინმეს გაუჭირდებოდა იყო პირველი დამხმარე შემწე და მეოხი.  სიყვარულსა და სიკეთეს დაუნანებლად უნაწილებდა.

მობილიზაციის შემდეგ ბადრი გურჩიანი  მუშაობას იწყებს აფხაზეთის შსს გულრიფშის რაიონის დრანდის განყოფილების რიგით პოლიციელად.  შსს ორგანოში მუშაობის დაწყებისთანავე თავი გამოიჩინა  როგორც კეთილსინდისიერი და მაღალპროფესიონალური კადრი. მან მასზე დაკისრებული დავალება შეასრულა   მაღალ  დონეზე.  უმოკლეს დროში დაიმსახურა ავტორიტეტი ხელმძღვანელ პირებს შორის. დაჯილდოებული იყო ფასიანი საჩუქრებით. 


ახალგაზრდა პოლიციელი სწავლასა და მუშაობას უთავსებდა. იგი პარალელურად სწავლობდა ქ. ლენინგრადის მილიციის  სკოლაში. 

როცა ქვეყანას გაუჭირდა ბ. გურჩიანი უყუყმანოდ  დადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში, სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად.

1992 წლის 14 აგვისტოს პოლიციის სერჟანტი ბ. გურჩიანი მორიგეობდა აგუძერის დასახლების ცენტრალიზებული  დაცვის პულტში, იმავე დასახლებაში აგუძერის საშუალო სკოლისა და მშენებარე სახლის შენობაში დისლოცირებული იყო ე.წ. „აფხაზეთის შინაგანი ჯარი“, „აფხაზური გვარდია“.


„აფხაზური გვარდის“ მებრძოლებმა ცეცხლი გაუხსნეს საქართველოს პოლიციისა და გვარდიის ნაწილებს, რის შედეგადაც ერთ-ერთი საბრძოლო  მანქანა ააფეთქეს და  ცეცხლი  წაეკიდა. პოლიციის რიგითი ბადრი ვლადიმერის ძე  გურჩიანმა, აფეთქებულ საბრძოლო მანქანაში დარჩენილი პოლიციელებისწ გადარჩენის მცდელობისას მიიღო სასიკვდილო ჭრილობა თავის არეში, რის შედეგადაც ადგილზევე გარდაიცვალა.

ბადრი ვლადიმერის ძე გურჩუიანი დაკრძალულია გულრიფშის რ-ში, სოფ. ქვემო ფშავში.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 10.08.2021
ბოლო რედაქტირება 08.06.2022
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 05.07.2023
სულ რედაქტირებულია 1


გურჩიანი

1 0

ლევან გურჩიანი 1961-1993წწ გარდ. 32 წლის, სოფ. აჩადარა სოხუმი დაბ. გულრიფში

3 0


ჯოყოლა (ჯოტო) გურჩიანი 1960-92წწ. გარდ. სოფ. ოხურეი ოჩამჩირე დაბ. სოფ. ოხურეი ოჩამჩირე აფხაზეთი

3 0


მაიზერ გურჩიანი 1969-1993წწ. გარდ. სოფ. ოხურეი ოჩამჩირე დაბ. სოფ. ოხურეი ოჩამჩირე აფხაზეთი.

2 0


ვახტანგ გურჩიანი ნოდარის ძე დაკარგულია აფხაზეთის ომი 1992-1993წწ ფონდი მოლოდინი

2 0

ზურა გურჩიანი 1971-1993წწ. გარდ. კამანი აფხაზეთი დაბ. სოფ.ეცერი, მესტია, სვანეთი

3 0


სპარტაკ გურჩიანი 1965-1993წწ გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ეცერი მესტია სვანეთი.

2 0


ზაურ გურჩიანი 1952-1993წწ გარდ. აფხაზეთი დაბ. გენწვიში, კოდორის ხეობა.

3 0

ერეკლე გურჩიანი დ.1964წ. მსოფლიო ჩემპიონი მკლავჭიდი სოფ. ეცერი მესტია სვანეთი

3 0

12 7 7