გოჩა დარბაიძე დაიბადა 1970 წლის 3 ოქტომბერს ქ. თბილისში.
მისი სამომავლო გეგმები და ოცნებები აუხდენელი დარჩა, რადგან მის საყვარელ სამშობლოს საფრთხე დაემუქრა და გოჩას შინ რა დასვამდა ან რა გული მოუთმენდა შორიდან ეცქერა ქვეყნის გასაჭირისათვის.
1992 წლის 4 დეკემბრიდან გოჩა ჩაირიცხა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში.ყველა საქმე გადადო და ავტომატით ხელში წავიდა აფხაზეთში. იცოდა, გრძნობდა, სიკვდილის გზით მიდიოდა, მაგრამ ასე ახლოს თუ იყო სიკვდილი ჩასაფრებული, ვინ მოიფიქრებდა!
1992 21 დეკემბერს ის გმირულად დაიღუპა ოჩამჩირის რეგიონის სოფელ ტამიშში.
გაივლის წლები და სასიქადულო მამულიშვილების თაბდადება კვლავაც სამშობლოს დაცვის ჟინით აღანთებს ქართველთა თაობებს.
მარინა ნაჭყებია დ.1956წ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დ. სოხუმი აფხაზეთი
ფოტო მოგვაწოდა ლევან ჟვანიამ დაბადებულია სოხუმი აფხაზეთი გადაღებულია თბილისში კუკიას სასაფლაო