გიორგი დარბაიძე 1961-81წწ გარდ. ავღანეთი დაბ. ბორჯომი
გიორგი დარბაიძე ბიკენტის-ძე
რიგითი, იარაღის დამმიზვნელი. (23.05.1961-10.08.1981)
სწავლობდა სატყეო ტექნიკუმში ქ.ბორჯომში.
დაიბადა ქ. ბორჯომში.
1980 წლის 16 ოქტომბერს გაწვეულ იქნა ნამდვილ სავალდებულო სამხედრო სამსახურში ხაშურის რაიონის სამხედრო კომისარიატის მიერ. ავღანეთში მსახურობდა 1981 წლის მაისიდან.
«1981 წლის 10აგვისტოს საბრძოლო დავალების შესრულებისას გარდაიცვალა ავადმყოფობის გამო.,,
მამაცობისა და თავდადებისათვის დაჯილდოვდა «წითელი ვარსკვლავის» ორდენით (სიკვდ. შემდეგ).
ავღანეთის ომი (1979–1989) — სამხედრო კონფლიქტი ავღანეთის დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე 1979-1989 წლებში. მიმდინარეობდა სამთავრობო ძალებისა და ავღანეთში საბჭოთა ძალების შეზღუდული კონტინგენტის ერთობლივი მოქმედებით ავღანელი მოჯაჰედების მრავალრიცხოვანი შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ. სამხედრო კონფლიქტს ფინანსურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებდა ისლამური სამყაროსა და ნატოს წამყვანი ქვეყნები.
წიგნი "სადაურსა სად წაიყვან" 1992 გამოცემა ავტორი ბონდო მაცაბერიძე
ბონდო მაცაბერიძე, მწერალი. დაბადებულია 20 მარტი 1959 წელს, სამტრედია
მადლობა მხარდაჭერისათვის: გურამ ნოდარის ძე ალავიძე დაბადებულია 13 მარტი 1959 წელი ქალაქი ამბროლაური, ავღანეთისა და სხვა ომების მეომართა დახმარების საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი, საქართველოს ავღანელთა კავშირის ვიცე პრეზიდენტი
მადლობა მხარდაჭერისათვის ალექსანდრე ქობელაშვილი (ავღანელი)