დაიბადა 1967 წლის 20 ივლისს სოფელ აჩიგვარაში.
იბრაგიმ იყო თავდადებული, უშიშარი მებრძოლი. მას არავითარი სხვა რეგალიები არ ამკობდა, გარდა კარგი და მართალი კაცისა.
ჭანტურია იბრაგიმ ბოჩიას ძე იყო მეორე საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 245-ე ბატალიონის შემადგენლობაში, ირიცხებოდა რიგით მსროლელად 1992 წლის 14 ნოემბრიდან 1993 წლის 4 მარტამდე.
აქტიურ მონაწილეობას იღებდა გამართულ ბრძოლებში სოფელ ბედიაში. საბრძოლო მოქმედების დროს 1993 წლის 4 მარტს დაიღუპა. დაკრძალულია სოფელ ბედიაში.