დეკანოზი მალხაზ ჭანტურია
დაიბადა 1962 წლის 14 ოქტომბერს აბაშაში.
1979 წელს დაამთავრა ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის ფიზიკამათემატიკის სკოლა-ინტერნატი.
1984 წელს წარჩინებით დაამთავრა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, რადიო-ფიზიკოსის სპეციალობით.
1984-87 წლებში მუშაობდა ილია ვეკუას სახელობის სოხუმის ფიზიკის ტექნიკურ ინსტიტუტში
უმცროს მეცნიერ-მუშაკად.
1984-86 წლებში მოიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახური.
1987-99 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში ზოგადი ფიზიკის კათედრაზე მასწავლებლად.
1974 წლის 8 მარტს მოინათლა სოხუმის ხარების სახელობის საკათედრო ტაძარში.
ეკლესიურ ცხოვრებას შეუდგა 1989 წლიდან, იყო სოხუმის ხარების საკათედრო ტაძრის სტიქაროსანი.
1999 წლის 28 აგვისტოს საქართველოს პატრიარქის ილია II-ის კურთხევით ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა
გერასიმემ (შარაშენიძე) ვლაქერნის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში ხელი დაასხა დიაკვნად, 2000 წლის 19 მარტს
გვ51
კი იმავე ტაძარში აკურთხა მღვდლად. 2001 წლის 15 ივლისს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ აიყვანა
დეკანოზის ხარისხში.
2009 წლის 19 სექტემბერს დააჯილდოეს გამშვენებული ჯვრის, ხოლო 2013 წლის 15 ივლისს _ მიტრის ტარების უფლებით.
დეკანოზი მალხაზ ჭანტურია მსახურობს ზუგდიდის ვლაქერნის ღმრთისმშობლის საკათედრო ტაძარში წინამძღვრის
მოადგილედ და ზუგდიდის მთავარხუცესად. ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.
ქ. ზუგდიდი, ლეონიძის ქ. N6.