სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11213

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
კონსტანტინე პატარქალაშვილი 1962-1993წწ  25/09/93წწ გარდ. სოხუმი აფხაზეთი წარმ. სოფ. მეტეხი, კასპი კონსტანტინე პატარქალაშვილი 1962-1993წწ  25/09/93წწ გარდ. სოხუმი აფხაზეთი წარმ. სოფ. მეტეხი, კასპი კონსტანტინე პატარქალაშვილი 1962-1993წწ  25/09/93წწ გარდ. სოხუმი აფხაზეთი წარმ. სოფ. მეტეხი, კასპი

1962-1993 წწ. გარდ. 31 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი პატარქალაშვილი სია

კასპი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

17       ბეჭდვა

კონსტანტინე პატარქალაშვილი 1962-1993წწ 25/09/93წწ გარდ. სოხუმი აფხაზეთი წარმ. სოფ. მეტეხი, კასპი

კონსტანტინე პატარქალაშვილი დაიბადა 1962 წლის 3 იანვარს,



თბილისში. ირიცხებოდა თავდაცვის სამინისტროს მობილური ძალების სამხედრო ნაწილ 43323-ის პირად შემადგენლობაში (სადესანტო-მოიერიშე ბატალიონი) ოცმეთაურის თანამდებობაზე, უფროსი ლეიტენანტის წოდებით. მას მონაწილეობა ჰქონდა მიღებული აფხაზეთში ყველა საომარ მოქმედებაში, სადაც გამოირჩეოდა მამაცობითა და ვაჟკაცობით; 1993 წლის 25 სექტემბერს, დაიღუპა სოხუმში, საბრძოლო ოპერაციის შესრულების დროს... დაკრძალულია საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე...

გოჩა შალამბერიძე_ კოტე პატარქალაშვილის თანამებრძოლი _ ‘’კოტე 1992 წელს გავიცანი, აგუძერაში. ერთი შენაერთის მებრძოლები ვიყავით. უწესიერესი, პატიოსანი,ზრდილობიანი, ძალიან გულთბილი და საყვარელი ბიჭი იყო, ჩვილი ბავშვივით გულწრფელი და ალალი... აფხაზეთში, თითქმის ყველა საბრძოლო ოპერაციაში ერთად ვიყავით_ტამიშში რუსული დესანტთან გამართულ ბრძოლაში, ანუარხუზე განსაკუთრებით დამამახსოვრა თავი...

გოჩა შალამბერიძე დაბადებულია 1965 წელს

სანამ სოხუმი დაეცემოდა, უკვე თითქმის განწირულ ქალაქში,ძალიან ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობდა... 25 სექტემბერს, სადგურთან, ძიძარიას ქუჩაზე, მტერი გააფთრებით გვებრძოდა_ ვინ არ გვიტევდა მაშინ_ აფხაზი, რუსი,ჩრდილო-კავკასიელი, თუ სომეხი.. (ბოლოს, როცა სოხუმი უკვე აღებული იყო, მიწისქვეშა გადასასვლელში, სომხების ალყაში მოყვევით 22 კაცი, დანებებას გვთხოვდნენ, მაგრამ არ დავნებდით...) დაზვერვაზე იყო კოტე და მისი შენაერთის მეომრები გადასულნი ერთ-ერთ ეზოში; იქიდან რომ გამოდიოდნენ, დაღმართში, ფეხში მოხვდა კოტეს ავტომატის ტყვია; მის მისაშველებლად ვახტანგ მინდიაშვილი გაეშურა და ისიც დაიჭრა... დაჭრილი კოტე, ეზოს კუთხეში ჩაგორდა, სწორედ ამ დროს, მასთან ძალიან ახლოს, მოწინააღმდეგემ ყუმბარა ააფეთქა, რომელმაც კოტეს, ფერდი გამოაგლიჯა... ჯერ სოხუმის საავადმყოფოში მიიყვანეს, მაგრამ უკვე ცეცხლის ალში გახვეულ შენობაში აღარავინ იყო. ამიტომ აგუძერას საავადმყოფოში წაიყვანეს; მოგვიანებით მეც იქ მივედი_ დაჭრილი ვახო მინდიაშვილი მივიყვანე, რომლის ბრძოლის ველიდან გამოყვანაშიც გია ყარყარაშვილი მომეხმარა თავისი მეომრებით... კოტე პირდაპირ საოპერაციოში შეიყვანეს, ჯერ კიდევ სუნთქავდა...ძალიან ეცადნენ ექიმები მის გადარჩენას... იქ მყოფმა ბიჭებმა, რომელთაც მეორე ჯგუფის სისხლი გვქონდა, სამჯერ გავიღეთ მისთვის სისხლი; საოპერაციო მაგიდაზე მყოფი ვნახე ბოლოს, ჩემს თვალწინ დალია სული... ახლაც არ ამომდის მეხსიერებიდან მისი ცრემლი, რომელიც მომაკვდავს თვალებიდან გადმოუგორდა და ერთ ადგილზე გაყინულიყო..ასეთი თვალებით მიყურებდა და ასე მიაბარა სული უფალს... სოხუმიდან ბოლო თვითმფრინავი, ‘’იაკ 40’’ რომ გამოფრინდა, მას გამოატანა ცხონებულმა ზაზა დემეტრაშვილმა კოტეს ცხედარი, თავად ისევ ბრძოლას დაუბრუნდა და ჩემს თვალწინ, სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა... მისი გამოყვანა ვერ შევძელით... დღესაც იქაა_ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგული...

ზაზა დემეტრაშვილი 1966-93წწ დაკ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. თბილისი

ძალიან ბევრი,ჩვენზე ბევრად ღირსეული ქართველი ვაჟკაცი შეიწირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულმა ომებმა! ნათელი მათ უდრეკ სულებს!’’


ფოტო გელა ათაქიშვილი 

გელა ათაქიშვილი_თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი_ ‘’კოტე გულრიფშის რაიონის სოფელ ადიუბჟაში გავიცანი, 1993 წლის 22 სექტემბერს, საბრძოლო მოქმედებების დროს; ჩვენს_ შინაგანი ჯარების სამხედრო ნაწილ 2054 ის გარდა იქ, ასევე, იყო კასპის ბატალიონი ტარიელ შარიფაშვილის მეთაურობით, გორიდან შინაგანი ჯარების საბრძოლო შენაერთი. მაშინ, მე, შინაგანი ჯარების საპატრულო პოლკის პირველი ბატალიონის საველე მეთაური ვიყავი... საბრძოლო მოქმედებების დროს, ახალდაბის მხრიდან, მოწინააღმდეგემ შეტევა განახორციელა. ამ შემოტევის დროს, კოტემ, განსაკუთრებული მამაცობა გამოიჩინა_ იგი მტერს ბრძოლით აკავებდა, რომ დანარჩენი პირადი შემადგენლობა_ქართველი მებრძოლები, მშვიდობიანად გასულიყვნენ ბრძოლის არეალიდან. მაშინ, სამწუხაროდ, 3 სამხედრო მოსამსახურე დავკარგეთ_ 2 სადესანტო-მოიერიშე ბატალიონიდან, 1 კი_შინაგანი ჯარებიდან, მაგრამ რომ არა კოტეს განსაკუთრებული მამაცობა და თავგანწირული ბრძოლა, მსხვერპლი გაცილებით მეტი იქნებოდა_ მით უფრო იმ ვითარებაში, როცა 18-20 წლის, ბრძოლაში ჯერ კიდევ გამოუცდელი ბიჭები გვყავდა. კოტე ყველანაირად შეეცადა, რომ ამ ბიჭებისთვის საფრთხე აერიდებინა და მათი სიცოცხლე დაეცვა! 

ტარიელ ვალერიანის ძე შარიფაშვილი 1960-1993წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. ზემო ხანდაკი კასპი

ადიუბჟას მერე, სოფელ ვარჩაში გადავედით და ხიდთან გადაკეტილი გვქონდა მთლიანად კოდორის ხეობის ის პერიმეტრი, რომელიც ჩვენი შტაბის მიერ იქნა მონიშნილი... 

... კოტე გამორჩეული ვაჟკაცი იყო, ახლაც მიჭირს მასზე უემოციოდ საუბარი... მოწინააღმდეგე მხარე, მოულოდნელად დაგვესხა თავს_ ჯავშანტექნიკით, ტანკებით გვიტევდა და მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად, იძულებულნი გავხდით, უკან დაგვეხია, რადგან ჩვენ არც მძიმე ტექნიკა, არც საბრძოლო ქვეითი მანქანები არ გვქონდა, მხოლოდ ყუმბარმტყორცნებით და ავტომატებით ვიყავით შეიარაღებულნი.. კოტეს ეტყობოდა, რომ საბრძოლო გამოცდილება ჰქონდა და ჯარისკაცებს ეხმარებოდა ბრძოლის ველიდან გამოსვლაში... 

სოხუმის დაცემის წინა დღეები იყო, პროდუქტებით მომარაგება ძალიან გართულებული გახლდათ; ჩვენს შენაერთს უკვე აღარ ჰქონდა საკვები და ვარჩაში, ჩვენი მეომრები თავიანთ საკვებს გვინაწილებდნენ.. მე კი, პირადად, კოტემ გამინაწილა თავისი ულუფა...

გარეგნობითაც გამორჩეული ვაჟკაცი იყო და სულიერადაც!..სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრება იმ პურის გემო, რომელიც კოტემ მიწილადა...ნათელი მის უკვდავ სულს!მას შეეძლო, თანამებრძოლისთვის,დაუფიქრებლად გაეწირა სიცოცხლე!..’’

წყარო სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური



მარინა ნაჭყებია დ.1956წ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დ. სოხუმი აფხაზეთი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 19.08.2021
ბოლო რედაქტირება 31.01.2023
სულ რედაქტირებულია 4

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 27.06.2023
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0