სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
სერგო სილაგაძე 1954-1993წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ცაგერა, ოჩამჩირე, აფხაზეთი. სერგო სილაგაძე 1954-1993წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ცაგერა, ოჩამჩირე, აფხაზეთი. სერგო სილაგაძე 1954-1993წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ცაგერა, ოჩამჩირე, აფხაზეთი.

1954-1993 წწ. გარდ. 39 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი სილაგაძე სია

ოჩამჩირე გამოჩენილი ადამიანები სრული სია

32       ბეჭდვა

სერგო სილაგაძე 1954-1993წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ცაგერა, ოჩამჩირე, აფხაზეთი.

მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-2 ბატალიონი "წიგნიდან საქართველოსთვის"

სერგო პლატონის  ძე  სილაგაძე  დაიბადა  1954  წლის  13  ივნისს ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  ცაგერაში.


წინაპრები სოფელი მახაში ცაგერი, აფხაზეთში დასახლება მოხდა 1934-იან წლებში


დაამთავრა  ქუთაისის  პროფესიულ-ტექნიკური  სასწავლებელი.მუშაობდა  სოხუმის  გემთმშენებელ  ქარხანაში.

ვახტან გორგასალის პირველი ხარისხის ორდენი



     აფხაზეთში  საომარი  მოქმედებების  დაწყებისთანავე  სერგო  სამშობლოს  დამცველთა  რიგებში  ჩადგა.  1992  წლის 23  სექტემბრიდან  ირიცხებოდა   საქართველოს  რესპუბლიკის   თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  23-ე  მექანიზირებული  ბრიგადის მე-2  მოტომსროლელი  ბატალიონის  პირად  შემადგენლობაში-სადაზვერვო  ოცეულის  მეთაურად.  მოგვიანებით , ასმეთაურად  დაინიშნა  სანაპიროს  დაცვის  ბატალიონში. 1993  წლის  15  თებერვალს  უფროსი  ლეიტენანტის  სამხედრო  წოდება  მიენიჭა.

აქტიურად  მონაწილეობდა  ბატალიონის  მიერ  განხორციელებულ  საბრძოლო   მოქმედებებში. სერგო  სილაგაძე  1993  წლის  25   სექტემბერს ,ქალაქ  სოხუმში  აფხაზ  სეპარატისტთა  და  რუს  ბოევიკთა  შემოტევის დროს  გმირულად  დაიღუპა.

   საქართველოს  პრეზიდენტის  განკარგულებით  სამშობლოს  ტერიტორიული  მთლიანობისთვის  ბრძოლაში  გამოჩენილი  გმირობის,ვაჟკაცობისა  და  თავგანწირვისათვის  სერგო  სილაგაძე,სიკვდილის  შემდეგ  დაჯილდოვდა  მედლით  „ მხედრული მამაცობისთვის“, საბრძოლო დამსახურებისამებრ  და  ვახტანგ  გორგასლის პირველი ხარისხის  ორდენით.

  სერგო  სილაგაძის  ცხედარი  2018  წლის  მაისში   გადმოასვენეს  და  დაკრძალეს თბილისში,საძმო  სასაფლაოზე.

მარჯვნიდან მამა პლატონ ფილიპეს ძე სილაგაძე (დაბ. 12/01/1922 წ. სოფ მახაში, გარდ. 2007 წელი თბილისი), ბავშვი შვილი თემურ სილაგაძე, ძმა, ვეტერანი, რომან სილაგაძე (დაბ. 04/01/1959 წ.სოფ, ცაგერა ოჩამჩირე, გარდ. 2003 წელს წყალტუბო) სერგო სილაგაძე, 1983 წლის ფოტო

აფხაზეთიდან გადმოსვენებული გმირები დიღმის სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული გმირების პანაშვიდსა და დიღმის ძმათა სასაფლაოზე მათ დაკრძალვას დაესწრნენ.


სამების საკათედრო ტაძარში დაღუპულების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გადაიხადა. პანაშვიდს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

ითნამშრომლა შვილმა თემურ სილაგაძემ

საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული 25 გმირიდან 20-ის ნეშტი დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს, მამია ალასანიას ნეშტი ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში, ხოლოდ დანარჩენი ოთხი სხვადასხვა ადგილზე დაკრძალეს.


24 წლის წინ სოხუმში დატრიალებული ტრაგედიის დროს დაღუპულთა ნეშტების იდენტიფიცირება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მოხდა.


დღესვე ვეტერანთა დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ გვირგვინით შეამკო საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი.


1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, სეპარატისტების მიერ დახვრეტილი 25 გმირი:


1. გაბესკირია გურამ ნიკოლოზის ძე - მინისტრთა საბჭო/სოხუმის მერი;


2. ალასანია მამია გიორგის ძე - მინისტრთა საბჭო/სახელმწიფო საინფორმაციო-სადაზღვევო სამსახურის რეგიონული კურატორი;


3. შენგელია არშაველი ფილიპეს ძე - მინისტრთა საბჭო/ ჟიული შარტავას მოადგილე და მინისტრთა საბჭოს სამდივნოს წევრი;


4. გეგელაშვილი ვახტანგი ვახტანგის ძე - მინისტრთა საბჭო/მინისტრთა საბჭოს მოადგილე;


5. პაპუაშვილი გივი არჩილის ძე - სოხუმის რკინიგზის სადგური/მებრძოლი;


6. ბერუაშვილი ბადრი - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი (მოადგილე);


7. მაჩაიძე გოჩა იოსების ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი;


8. ფარცვანია ალექსანდრე დავითის ძე - მინისტრთა საბჭო/ აფხაზეთის ვაჭრობის მინისტრის-რაულ ეშბას პირადი დაცვა;


9. თათრიშვილი გოჩა გურამის ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი;


10. ლიპარტელიანი გენადი ვალიკოს ძე - მებრძოლი;


11. ჯორბენაძე თეიმურაზი ზურაბის ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი;


12. კვინიკაძე მერაბი კარლოს ძე - მინისტრთა საბჭო/პირადი მცველების "იუპიტერის" დანაყოფის განყოფილების უფროსი (ჟიული შარტავას დაცვა);


13. სილაგაძე სერიოჟა პლატონის ძე - სოხუმი/ახალი რაიონი/მებრძოლი;


14. სოფრომაძე ბესიკი მამიას ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი;


15. გოჩიაშვილი დავითი მიხეილის ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი;


16. აბსანძე თენგიზი გივის ძე - მინისტრთა საბჭო/ჟიული შარტავას დაცვის წევრი, დანაყოფი "იუპიტერი";


17. ფარცვანია ვახტანგი კონსტანტინეს ძე - მინისტრთა საბჭო/ აფხაზეთის ვაჭრობის მინისტრის-რაულ ეშბას პირადი დაცვა;


18. გიგოლაშვილი ომარი ოთარის ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი;


19. ხახიაშვილი ნოდარი ვლადიმერის ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი;


20. ჭუჭულაშვილი ნუგზარი როლანდის ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი;


21. ნადირაძე შალვა მერაბის ძე - მებრძოლი;


22. მირზაშვილი კობა ნიკოლოზის ძე - მინისტრთა საბჭო/ჟიული შარტავას დაცვა, დანაყოფ "იუპიტერის" წევრი;


23. შარტავა ელგუჯა გივის ძე - მინისტრთა საბჭო/ჟიული შარტავას დაცვა, დანაყოფ "იუპიტერის" წევრი;


24. შალვაშვილი ხვიჩა იოსების ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი


25. მოსიძე მარია ვასილის ასული - მშვიდობიანი მოქალაქე;



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 20.08.2021
ბოლო რედაქტირება 23.10.2022
სულ რედაქტირებულია 8

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 26.06.2023
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0