სულ ნახვა : 8 384 577
სტატია : 54 608
ფოტო: 78 455

მთავარი იუბილარი/ ხსენება

პოლიტიკა
საქართველოში მოღვაწე პოლიტიკოსები
ჯემალ (ჯუანშერ) სილაგაძე 1939-2002წწ პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე, დაბ.თბილისი წარმ. სოფ. წილამიერი ცაგერი ჯემალ (ჯუანშერ) სილაგაძე 1939-2002წწ პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე, დაბ.თბილისი წარმ. სოფ. წილამიერი ცაგერი

1939-2002 წწ. გარდ. 63 წლის

ბმულის კოპირება

საქართველოში მოღვაწე პოლიტიკოსები

გვარი სილაგაძე სია

ცაგერი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

122       ბეჭდვა

ჯემალ (ჯუანშერ) სილაგაძე 1939-2002წწ პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე, დაბ.თბილისი წარმ. სოფ. წილამიერი ცაგერი

ჯემალ (ჯუანშერ) სილაგაძე 



დაბადების თარიღი: 5 დეკემბერი, 1939

გარდაცვ. თარიღი: 27 იანვარი, 2002  (62 წლის ასაკში)

დაკრძალვის ადგილი: საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი

კატეგორია: ეკონომისტი, პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე, სამოქალაქო უფლებების დამცველი

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი.


1956 წლიდან ეროვნული მოძრაობის წევრი. პირველ სკოლაში, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას კლასელი, ამ კლასის დაშლამდე. 1956-1987 წლებში რამდენჯერმე იყო დაკავებული ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას თანადგომისთვის. წლების მანძილზე ეკავა მნიშვნელოვანი თანმდებოები ეკონომიკის დარგში, 1975-1990 წლებში, თანმიმდევრულად იყო: თბილისის ქაღალდის ფაბრიკის დირექტორის მოადგილე, თბილისის პურპროდუქტების საწარმოს დირექტორის მოადგილე, საქართველოს ყრუ-მუნჯთა საზოგადოების დირექტორის მოადგილე, თბილისის ხილბოსტანვაჭრობის დირექტორის მოადგილე, საქართველოს ცეკავშირის დირექტორის მოადგილე. მისი დირექტორობა, გასაგები მიზეზების გამო, კომუნისტების დროს არ შეიძლებოდა. 1988 წლიდან, ზვიადის და მერაბის თხოვნით ლეგალურად დაიწყო აქტიურობა; 1990 წელს ჯერ აირჩიეს მთაწმინდის რაიონის საკრებულოში რიგით წევრად, შემდეგ იმავე საკრებულოს თავმჯდომარედ, 1991 წლის 31 მარტს არჩეულ იქნა თბილისის პირველი საკრებულოს პირველ თავმჯდომარედ; 1992 წელს შევრდნაძის საქართველოში დაბრუნების შემდეგ აკრძალული ჰქონდა მუშაობა მას და მის წრეს; 1993 წელს, ზუგდიდში, მოუწყვეს ავტო ავარია, რის შედეგადაც მოტყდა ლავიწის ძვალი. სავადმყოფოში, სისხლის გადასხმისას, მოხდა მისი დასნევნოვნება ცე ჰეპატიტით (რაც გახდა, საბოლოოდ გარდაცვალების მიზეზი 2002 წელს). 1992 -2002 წლებში ატქიურად მონაწილეობდა ეროვნული ხელისუფების აღდგენის და პუტჩის წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო პროცესებში და აქციებში. თბილისის პირველი საკრებულოს პირველი თავმჯდომარე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო, წევრი (1990-2002)
  • საქართველოს ჰელსინკის ჯგუფი, ლეგალური წევრი (1989-2002)
  • საქართველოს ჰელსინკის ჯგუფი, არალეგალური წევრი (1976-1988)
  • ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი, გამგეობის წევრი (1990-2002)

http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00016366/?fbclid=IwAR3c3JdzxyZrEY2VXbCr6LpSurOdRHvXlz5nK-4bGgYcDWHd3EBSZqfKVyo

წამოშობით ლეშკედური შტოს სილაგაძეებს ვეკუთვნით

მისი მამა (ჩემი ბაბუა ) რაჟდენი დიმიტრის ძე ექვთიმეს მოსწავლე იყო

მისი მამა დიმიტრი სიმონის ძე წილამიერის ცხეთის ეკლესიის მახვში

დიმიტრია წამოსული ლეშკედიდან და წილამიერში დასახლებული


ფოტო მოგვაწოდა შვილმა კახა სილაგაძემ





სილაგაძე - გვარის 15 ღვთისმსახური

1 0

ისიდორე სილაგაძე ანდრიას ძე (1898-1970) საბჭოთა გენერალი დაბ. სოფ. ნალეფსაო მარტვილი სამეგრელო

1 0


ავთანდილ სილაგაძე 1992წ. გარდ. აფხაზეთი

3 0


თენგიზ სილაგაძე 1951-93წწ. გარდ. სოფ. ახალდაბა ოჩამჩირე დაბ. სოფ. კინდღი ოჩამჩირე აფხაზეთი

3 0


გოჩა სილაგაძე დაკარგულია. აფხაზეთი 1992-93წწ

2 0

ჯეირან სილაგაძე 1966-16/03/93წწ. გარდ. გუმისთა, აფხაზეთი დაბ. სოფ. მახა ცაგერი რაჭა-ლეჩხუმი

3 0


სერგო სილაგაძე 1954-1993წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ცაგერა, ოჩამჩირე, აფხაზეთი.

3 0

ელვარდ(ვლადიმერ) სილაგაძე 1950-93წწ. გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

2 0


ნუგზარ სილაგაძე 1963-92წწ. გარდ. ძველი კინდღი ოჩამჩირე დაბ. სოფ. ტამიში ოჩამჩირე აფხაზეთი

2 0


ნოდარ დავითის ძე სილაგაძე ვეტერანი დაბ. 1969წ. სოფ. ტამიში ოჩამჩირე აფხაზეთი

3 0


ვალერი სილაგაძე 1944-92წწ გარდ. დაბა განთიადი აფხაზეთი. დაბ. ლესელიძე (გაგრა)

2 0


მერაბ სილაგაძე 1992წ. გარდ. აფხაზეთი

3 0

რომეო სილაგაძე 1975-1993წწ. გარდ. სოფ. ცაგერა ოჩამჩირე დაბ. ქ. ოჩამჩირე აფხაზეთი.

2 0


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 26.09.2022
ბოლო რედაქტირება 28.04.2026
სულ რედაქტირებულია 4