სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

პოლიტიკა
საქართველოში მოღვაწე პოლიტიკოსები
ჯემალ (ჯუანშერ) სილაგაძე 1939-2002წწ პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე, დაბ.თბილისი წარმ. სოფ. წილამიერი ცაგერი ჯემალ (ჯუანშერ) სილაგაძე 1939-2002წწ პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე, დაბ.თბილისი წარმ. სოფ. წილამიერი ცაგერი

1939-2002 წწ. გარდ. 63 წლის

ბმულის კოპირება

საქართველოში მოღვაწე პოლიტიკოსები

გვარი სილაგაძე სია

ცაგერი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

8       ბეჭდვა

ჯემალ (ჯუანშერ) სილაგაძე 1939-2002წწ პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე, დაბ.თბილისი წარმ. სოფ. წილამიერი ცაგერი

ჯემალ (ჯუანშერ) სილაგაძე 



დაბადების თარიღი: 5 დეკემბერი, 1939

გარდაცვ. თარიღი: 27 იანვარი, 2002  (62 წლის ასაკში)

დაკრძალვის ადგილი: საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი

კატეგორია: ეკონომისტი, პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე, სამოქალაქო უფლებების დამცველი

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი.

1956 წლიდან ეროვნული მოძრაობის წევრი. პირველ სკოლაში, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას კლასელი, ამ კლასის დაშლამდე. 1956-1987 წლებში რამდენჯერმე იყო დაკავებული ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას თანადგომისთვის. წლების მანძილზე ეკავა მნიშვნელოვანი თანმდებოები ეკონომიკის დარგში, 1975-1990 წლებში, თანმიმდევრულად იყო: თბილისის ქაღალდის ფაბრიკის დირექტორის მოადგილე, თბილისის პურპროდუქტების საწარმოს დირექტორის მოადგილე, საქართველოს ყრუ-მუნჯთა საზოგადოების დირექტორის მოადგილე, თბილისის ხილბოსტანვაჭრობის დირექტორის მოადგილე, საქართველოს ცეკავშირის დირექტორის მოადგილე. მისი დირექტორობა, გასაგები მიზეზების გამო, კომუნისტების დროს არ შეიძლებოდა. 1988 წლიდან, ზვიადის და მერაბის თხოვნით ლეგალურად დაიწყო აქტიურობა; 1990 წელს ჯერ აირჩიეს მთაწმინდის რაიონის საკრებულოში რიგით წევრად, შემდეგ იმავე საკრებულოს თავმჯდომარედ, 1991 წლის 31 მარტს არჩეულ იქნა თბილისის პირველი საკრებულოს პირველ თავმჯდომარედ; 1992 წელს შევრდნაძის საქართველოში დაბრუნების შემდეგ აკრძალული ჰქონდა მუშაობა მას და მის წრეს; 1993 წელს, ზუგდიდში, მოუწყვეს ავტო ავარია, რის შედეგადაც მოტყდა ლავიწის ძვალი. სავადმყოფოში, სისხლის გადასხმისას, მოხდა მისი დასნევნოვნება ცე ჰეპატიტით (რაც გახდა, საბოლოოდ გარდაცვალების მიზეზი 2002 წელს). 1992 -2002 წლებში ატქიურად მონაწილეობდა ეროვნული ხელისუფების აღდგენის და პუტჩის წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო პროცესებში და აქციებში. თბილისის პირველი საკრებულოს პირველი თავმჯდომარე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო, წევრი (1990-2002)
  • საქართველოს ჰელსინკის ჯგუფი, ლეგალური წევრი (1989-2002)
  • საქართველოს ჰელსინკის ჯგუფი, არალეგალური წევრი (1976-1988)
  • ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი, გამგეობის წევრი (1990-2002)

http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00016366/?fbclid=IwAR3c3JdzxyZrEY2VXbCr6LpSurOdRHvXlz5nK-4bGgYcDWHd3EBSZqfKVyo

წამოშობით ლეშკედური შტოს სილაგაძეებს ვეკუთვნით

მისი მამა (ჩემი ბაბუა ) რაჟდენი დიმიტრის ძე ექვთიმეს მოსწავლე იყო

მისი მამა დიმიტრი სიმონის ძე წილამიერის ცხეთის ეკლესიის მახვში

დიმიტრია წამოსული ლეშკედიდან და წილამიერში დასახლებული


ფოტო მოგვაწოდა შვილმა კახა სილაგაძემ



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 26.09.2022
ბოლო რედაქტირება 26.09.2022
სულ რედაქტირებულია 1





150 ყველაზე მომგებიანი კომპანია 2021 წელი

2 0

მდიდარი ქართველები და საქართველოდან სრული სია

2 0

გიორგი (გოგიტა) ფაღავა (1895-1924) საქართველოს პოლიტიკოსი ქუთაისი იმერეთი

5 0


ერასტი ჯამლურიძე (1875-1962) თუშეთის უკანასკნელი მამასახლისი ხისო, ომალო, თუშეთი. ლევან ჯამლურიძისგან (შვილისშვილი)

3 0


ბორია კახიანი(1947-1982) სვანეთის ამაგდარი მულახი, მესტია, სვანეთი. გაბლიანი და სვანეთი სგან

11 1


ეგნატე გაბლიანი (1881-1937). სვანეთის ამაგდარი ზარდლაში, მესტია, სვანეთი.გაბლიანი და სვანეთი სგან

19 0