სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
ვეტერანი
ავთანდილ (დავით) ჩიხლაძე 1961-2021წწ ვეტერანი პოლკოვნიკი წარმ. სოფ. ბეთლევი ამბროლაური ავთანდილ (დავით) ჩიხლაძე 1961-2021წწ ვეტერანი პოლკოვნიკი წარმ. სოფ. ბეთლევი ამბროლაური ავთანდილ (დავით) ჩიხლაძე 1961-2021წწ ვეტერანი პოლკოვნიკი წარმ. სოფ. ბეთლევი ამბროლაური ავთანდილ (დავით) ჩიხლაძე 1961-2021წწ ვეტერანი პოლკოვნიკი წარმ. სოფ. ბეთლევი ამბროლაური
ბმულის კოპირება

ვეტერანი

გვარი ჩიხლაძე სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

33       ბეჭდვა

ავთანდილ (დავით) ჩიხლაძე 1961-2021წწ ვეტერანი პოლკოვნიკი წარმ. სოფ. ბეთლევი ამბროლაური

ავთანდილ (დავით) ჩიხლაძე დაიბადა თბილისში 1961 წლის 12 ივნისს. 

პოლკოვნიკი (12.06.1961-03.09.2021) კოვიდპანდემია

1976 წელს  დაამთავრა თბილისის 124-ე საჯარო სკოლა

სწავლობდა  ფიზკულტურის ინსტიტუტში

სწავლობდა  ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიაში

არის  ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი


საქართველოს ტერიტორიალური მთლიანობისტვის წარმოებული ბრძოლების მონაწილე. 

მიღებული ჰქონდა 14 საბრძოლო ჭრილობა მათ შორის თავში.

2011 წლამდე   მახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დავით აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის ეროვნული აკადემიის  ფიზიკური და სამთო მომზადების კათედრის უფროსად. 

2011-13 წლებში სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის  დირექტორის მოადგილედ.


ნატყვიარი ყელსაბამი და ნატყვიარი დანა რომელმაც სიკვდილს გადაარჩინა


თამაშობდა თბილისის დინამოს რიგებში



მაპატიეთ გალმოხდილო „არწივებო“! (მონოლოგი აფხაზეთში. დაღუპულ ბიჭებთან)

დღეს 18 ივლისია... მაპატიეთ ძმებო! ' მაპატიეთ იმიტომ, რომ–მე ცოცხალი ვარ.

მაპატიეთ იმიტომ,  ცოცხალი ვარ. და თქვენს _საფლავებს ვერ დავივლი დღეს,  ისე როგონც, ყოველ 18 ივლისს დავდიოდი... 94-ში 95-ში, 96-ში ..

      მაბატივთ; რომ, თითო ჭიქას ვერ წაგიქცევთ სათითაოდ ყველა თვენგანის საფლავზე.

მაპატიეთ, რომ. იქ დაწეევვლილ ...93 წლის 18 ივნისს გადავრჩი ხომ იცით, „ჩემი. ბრალი“ არ არის, რა ვქნა ალბათ განგებისაგან, ზოგი. თქვენგანი თითო. ტყვიამ გაგაცივათ. სატანას“ 14–მა ვერა. დამაკლო, 14 ჭრილობა ერთ დღეში თქვენს და ამ დროს თქვენს გვერდით არ. ვწევარ!!- ღმერთს და მის ძალას ვფიცავარ თუ არ მერჩიოს  იმ ცხოვრებას. რა ცხოვრებითაც დღეს ვცხოვრობ.

ბედნიერები ართ ჩემო. ვასო, ჩემო. გოჩა, ზაზა, კობა, თამაზ, დათო, ლევან... პაატა, კოტე... ბედნიერები ხართ ყველა ვინც ამ სიბინძურეს არ  ხედავთ–რისთვისაც გვიომია თურმე, ბედნიერები ხართ კიდევ. იმიტომ რომ თვენ ომ წაგებული ბიჭები არ ხართ როგორც ჩვენ ცოცხლები

რას იზავ ზოგი კი იტყვის ხოლმე: სულელები იყვნენ ვინც კვდებოდა აფახაზეთში, ტყუილა იკლავდნენ თავსო, მაგრამ გული არ დაგწყდეთ ძმებო, ვინც ამას ამბობს ისინი ხომ ყველა გრნობას მოკლებული ხალხია. ეს მარტო "ჩვენი" და "ჩვენნაირი ბიჭების ხვდედრია. ვიცოდით ის რომ ჩვენ ტყულად არ ვიკლავდით თავს. " ჩვენნაირი" ბიჭების ხვედრია სამშობლოს სიყვარული, მისი კეთილდღეობა, მისი სიკეთე და თუ საჭირო იქნება მისი გულისთვის თავის გაწირვაც. ასე რომ მოდი ერთად ვაპატიოთ იმ უვიცებს, ვინც სულელებს, გვიწოდება ჩვენ ნაომარ ბიჭებს და თქვენც. ორიგანილი ტექსტი დატანილია ფოტოზე.



როგორც მისმა ოჯახის წევრებმა გვითხრეს, პოლკოვნიკს მეტსახელად „ჩეჩენას“ ეძახდნენ. ვეტერან სამხედროს ორგანიზმში, ომის დროინდელი რამდენიმე ტყვია და მისი ნამსხვრევები აქვს გაჩერებული.

„არ გცოდნია სიტყვის შესრულება მეგობარო… გუშინ შენი წერილი წავიკითხე. აფხაზეთში დაღუპულ შენს ძმებს სწერდი: ,,ჩეჩნურ ქუდს სოხუმში, შავ ზღვაში რომ მოვისვრი, აი მაშინ ამოვალ თქვენთანო…“ ამდენ ნაბრძოლს ეს ვერაგი როგორ მოგერია.. სული გვეწვის შენს მეგობრებს დათო.. დიდება შენ და შენისთანა ქართველებს,“ – წერს სოციალურ ქსელში მისი მეგობარი, ლიანა ფურცელაძე.

აფხაზეთის ომის ვეტერანი, პოლკოვნიკი, სადესანტო – მოიერიშე ბატალიონის მეთაურის მოადგილე, საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი



შვილთან მარიამ ჩიხლაძესთან ერთად.




შვილები მარიამ და ნიკოლოზ (დაბადებულია 18 ივლისი 2006 წელი) ჩიხლაძეები. მარიამს ახურავს მამის ქუდი, რომლის გამოც ეძახდნენ "ჩეჩენას", იქ იპოვა და ამბობდა აფხაზეთს რომ დავიბრუნებთ მაშინ მოვისვრი იქ აფხაზეთშიო.





კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 03.09.2021
ბოლო რედაქტირება 12.10.2021
სულ რედაქტირებულია 10

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 04.09.2021
სულ რედაქტირებულია 4



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0