დაიბადა ბაღდადში, ქეთხუდა ზადე სულეიმან ბეის ოჯახში, წარმოშობით ქართველი იყო. პაპამისი გადასახლდა ტფილისიდან ერაყში, სადაც რამოდენიმე თაობას ეკავა საპასუხისმგებლო თანამდებობები.
ბაღდადში სკოლის დამთავრების შემდეგ მოეწყო სტამბოლის სამხედრო აკადემიაში.
1882 წლიდან სამხედრო სამსახურში იყო. რამოდენიმე ხანს სწავლობდა სამხედრო საქმეს საფრანგეთში, მსახურობდა კრიტზე, შემდეგ მოღვაწეობდა სამხედრო აკადემიაში. მუშაობდა ფონ დერ გოლცთან ერთად, იყო გერმანიაში იარაღის შესყიდვების კომისიის შემადგენლობაში
1899 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება და დაინიშნა საგამოცდო კომისიის თავმჯდომარედ სამხედრო აკადემიაში.
1905 წელს დაინიშნა კოსოვოს გუბერნატორად.
ახაკგაზრდა თურქთა რევოლუციის შემდეგ დაინიშნა III არმიის სარდლად, რომელიც ბაზირებდა თესალონიკში. პუტჩის ჩახშობის შემდეგ ჩაუდგა სათავეში ,,მოქმედების არმიას,, რომელმაც აიღო სტამბოლი და ჩაახშო ბუნტი.
1910 წელს მაჰმუდ შევქეთი გახდა სამხედრო მინისტრი და I, II, III არმიების გენერალური ინსპექტორი. მას მოუწია ალბანეთსა და არაბეთში აჯანყებების ჩახშობა.
1911 წელს მან შექმნა ოსმალეთის სამხედრო საჰაერო ძალები.
იტალიასთან ომში მარცხის შედეგად 1912 წლის ივლისში მოუწია სამხედრო მინისტრის პოსტის დატოვება, (ეს პოსტი დაიკავა ნაზიმ ფაშამ). ხელისუფლებაში მოვიდნენ ლიბერალები.
ბალკანეთის პირველ ომში ქვეყნის მარცხის შემდეგ, ახალგაზრდა თურქებმა ისევ ჩაიგდეს ხელისუფლების სადავეები ხელში და 1913 წლის 23 იანვარს, მაჰმუდ შევქეთ ფაშა დაინიშნა დიდვაზირად, საგარეო საქმეთა და სამხედრო მინისტრად.
1913 წლის 11 ივნისს იგი მოკლა ნაზიმ ფაშას ერთ ერთმა ნათესავმა.
სახელი გაითქვა მისმა უმცროსმა ძმამ - ჰიქმეთ სულეიმანმა (1889-1964), ერაყის პოლიტიკურმა და სახელმწიფო მოღვაწემ, 1936-1937 წლებში იყო ერაყის პრემიერ-მინისტრი.
ძმა ჰიქმეთ სულეიმანმა (1889-1964), ერაყის პოლიტიკურმა და სახელმწიფო მოღვაწემ, 1936-1937 წლებში იყო ერაყის პრემიერ-მინისტრი.