სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10711

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
გურამ სალია 1957-93წწ გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. დრანდა გულრიფში გურამ სალია 1957-93წწ გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. დრანდა გულრიფში

1957-1993 წწ. გარდ. 36 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი სალია სია

გულრიფში გამოჩენილი ადამიანები სრული სია

43       ბეჭდვა

გურამ სალია 1957-93წწ გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. დრანდა გულრიფში

(1957-1993) - დაიბადა 4 თებერვალს, დაბადების ადგილი: გულრიფშის რაიონი, სოფელი დრანდა. 1993 წლის 24 ივნისს, მტრის მიერ გამოსროლილმა ჭურვმა სიცოცხლეს გამოასალმა.


ჭიდილი მხეცებთან ნუგზარ ქებურია

„გრადის“ რამდენიმე ჭურვი სოხუმის სატელეფონო სადგურის მახლობლად დაეცა... აფეთქების ტალღამ ქალაქი შეაზანზარა. ჰაერში კვამლისა და მტვრის ბუღი ავარდა.
მაღალსართულიანი სახლების სამალავებიდან გულდამძიმებული სოხუმელები დუმილით უმზერდნენ ადრიანი შემოდგომის ტრაგიკულ ფოთოლცვენას.
- ბომბი „მეჟდუგაროდნის“ იქეთ, ორსართულიანი კოხტად ნაგები სახლის ეზოში აფეთქდა... - თმაშევერცხლილი, ახალგაზრდული შესახედაობის მამაკაცი წელზე მოღუნული, უხეირო მწევარივით ისე გამოქანდა, გეგონებოდათ ტროტუარის ქვის ფილებს ყნოსავს, გეშს იღებსო. თვალებს ფოცხვერივით აცეცებდა, საშინლად ამღვრეულსა და შეშლილს. - საბრალო ჩემი მეზობელი თავის ჭიშკართან იდგა, აფეთქების ტალღამ ჰაერში აისროლა, თავის ქალა ახადა...
- სატელეფონო სადგურის წინ ახალგაზრდა პოეტი, გურამ სალია ზღვიდან გამოსროლილ ჭურვის ნაფლეთებს მოუკლავს... - ევკალიფტის ხესთან მოცელილივით ჩაიკეცა სახემოღრეცილი, აქოშინებული შუახნის გულრიფშელი კაცი. - ქალაქს აფხაზები და სოსლანბეკოვის ბოევიკები აკონტროლებენო... - ყოველი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ ჩერდებოდა და სულს ძლივს ითქვამდა.- რკინიგზის სადგურთან ვიღაც ბავშვიანი ქალი საშინლად უწამებიათ აფხაზებს, მკერდი მოუჭრიათ და გაშტერებით ხარხარებდნენო...
გაგრძელება შეგიძლიათ წაიკითხოთ წიგნში „ მხეცებთან ჭიდილი “.


წინაპრის საუკუნე
მე მახსენდება ზედადგარი და
ქვეშ მოქცეული შეშის ღადარი,
ერთად ნაყარი ღველფის ფარხმალი,
ზედ მოწკრიალე სიმინდის ტარო...
კვამლით ბურვილი ქოხმახის ნისლი.
ციცინათელას ქცეული ალი...
შემწვარ სიმინდებს ბებრულ ღიმილით
კურთხევით მაწვდის ბებიის ლანდი...
( გ. სალია )
ქარიშხალი
მოგონების ძველი ფრესკიდან ნისლისფერ ძრწოლით ამოვიღე
მუქი ფირფიტა,
რომლის ბგერები მეტყველებენ იდუმალ იეროგლიფებს:
ფიქრი ‒ მოუფიქრებელ აჩქარების სავანე...
ვნება ‒ მოუთმენლობის ნულოვანი ხარისხი...
აზრი ‒ დაჩლუნგებული ღაღადისის სიმაღლე...
ნატვრა ‒ აუხდენლობის ქარაფშუტა ჩურჩული...
შიში ‒ მთვრალ სიმამაცეს მილურსმული თხუნელა...
ქუჩა. ცოცხი. მენავე. ხავერდოვან სკამების რიგი...
ჰალსტუხი. ორდენები. კმაყოფილი სახის გრიმები...
იეროგლიფი
იეროგლიფი
იეროგლიფი...
... მუქი ფირფიტა ‒ ვულკანის მოდგმა‒
ამოსახეთქად ემზადება გულის ძარღვებში...
ძველ ფირფიტების მუზეუმებში
აღარ მინახავს აღარასოდეს უთმენი რიგი...
ნაწყვეტები გურამ სალიას ერთ-ერთი პოემიდან „ყინულის სარკოფაგში“.
* * *
...უეცარი გადახვევის ქარაშოტი:
პირველი სიყვარულის აცეკვება.
სიმორცხვის ლოყა პალმის ჩრდილში გატრუნულა
რიდისფერ კდემით...
გაუბედავია სინორჩის ფეთქვა.
ცეცხლი. ცეცხლი. ცეცხლი ‒ ვნების კუნძულზე,
სადაც მხოლოდ თვითაღსარება ცხოვრობდა მარტო.
პირველი ტკივილი ‒ თვალგახელის ლურჯი ზედაშე.
პირველი ბიძგი ‒ ლტოლვისფერი სევდის მარათონი.
პირველი. პირველი. პირველი,
რომელსაც მოსდევს მითაჟამის ყვითელი კითხვა.
სანამდის?..
სანამდის?..
სანამდის?..
*
...ცაზე თითქოს ფეხბურთს თამაშობენ
ვარსკვლავთა პაწაწინა გიგანტები.
შენ ორივე მხარეს ემხრობი.
გული გაქვს
თბილი, ჩვილი, ნაზი ‒ შველივით.
ისევ ვიღაცის მოსალმება.
სანამ შენ უპასუხებ, ის უკვე არ ჩანს.
ქალაქის პროსპექტს
ჩირაღდნების სარკეში ხედავ.
ამჩნევ ‒ ორსახოვან ჩრდილებს.
სამსახოვანს.
ოთხსახოვანს.
ერთ ნათურას კი გაუხლეჩია ათ ნაწილად
ვიღაცის ვეებერთელა სხეულის ფორმა.
შენ გეცინება გუნების ტბაში.
მას ვერ შეამჩნევს
ყბედების ჯოგი...
ღამეული ქარის ციმციმი ევერცხლება
ფერად ტელევიზორის ჭრელჭრულა კადრებს.
უყურებ მშვიდად...
იღებ გიტარას ‒ თვითდამშვიდების ნაღდი წამალი.
იწყებ რუსული რომანსის დაკვრით.
შემდეგ საკუთარ სიმღერებს მღერი
/კმაყოფილება გაცახცახებს სიღრმის ვენაში/.
შენ აყალიბებ
სიმების ორკესტრს:
აკვნესდა პირველი სიმი
‒ ძარღვი ატოკდა.
აკვნესდა მეორე სიმი
‒ ძარღვი აღზევდა.
აკვნესდა მესამე სიმი
‒ ძარღვმა დაიწყო ცახცახი.
აკვნესდა მეოთხე სიმი
‒ უკიდურესი თრთოლის სმარაგდი.
აკვნესდა მეხუთე სიმი
‒ ძარღვი აჟღერდა.
აკვნესდა მეექვსე სიმი
მუსიკის უსაზღვრო და მშვენიერი სართულის
ბოლო ჯადოქრობა და...
აფეთქდა ნაღმი.
გაირღვა ჯებირი.
მუსიკის ოკეანე ზედ გადაენთხა
დარბაზში გატრუნულ მსმენელთა სივრცეს.
ღვთივმშვენიერი სამოთხე იშვა.
სცენის ჯადოქრულ უსაზღვროების
მშვენიერება
მსმენელთა ლურჯმა ოკეანემ შთანთქა მარადის,
... და უსაზღვროა შენი გონების
მერვე ზედაშე.
კომენტარები:
გურამ ოდიშარია.
ომის კაცი არ იყო, არ იბრძოდა. ლექსების კაცი იყო, მეტად უცნაური ლექსების. იმ „უცნაურობის“ გამო არც ბეჭდავდნენ. არც განიცდიდა, რომ არ ბეჭდავდნენ. მხოლოდ „რიწაში“ დაისტამბა მისი რამდენიმე ლექსი, კიდევ ‒ „ნობათში“, ომის დროს.
35‒ის იყო, როცა დაიღუპა.
დღეს ვკითხულობ მის ნაწერებს და გული მტკივა ‒ რა ნიჭიერი მწერალი დაგვეკარგა ‒ მეტად საინტერესო, თავისებური, სიახლის შემომტანი. 15-20 წლის წინათ ისეთ ლექსებს და მოთხრობებს წერდა, ახლახან დაწერილი მგონია.
გენო კალანდია.
ის დაბა, ის სოფელი, სადაც გურამ სალია დაიბადა და გაიზარდა, მხატვრული სიტყვის, სახვითი ხელოვნების ერთგვარი მექა იყო. იქ ერთმანეთის გვერდით ცხოვრობდნენ ნოდარ დუმბაძე და ევგენი ევტუშენკო, კონსტანტინე სიმონოვი და ივანე თარბა, კარლო კალაძე და ოთარ ჯიშკარიანი, ელგუჯა ბერძენიშვილი და ალექსანდრე ბანძელაძე, ზურაბ წერეთელი და გიორგი გულია.
ცოცხალი კლასიკოსების თვალით დანახულ დილას, შუადღეს, საღამოს ცას, ზღვას, მთებს, ღრუბლებს, მზეს და მთვარეს ის სხვანაირად ჭვრეტდა, ფიგურალურად აღიქვამდა.
ის ნამდვილი ავანგარდისტი იყო.
ის ფიჭვისა და ევკალიპტის ხეების ვერცხლისფერ სინათლეში გაზრდილი ქართველი არლეკინი იყო.
Eduard Todua
იმ დღეს ქალაქი რომ დაიბომბა,ოთხნი ვიყავით გურამის ჩათვლით, უკან სამნი დავბრუნდით. ღმერთმა ნათელში ამყოფოს გურამის სული. ჩვენ როგორ გადავრჩით არ ვიცი...
Rusudan Lobjanidze
Eduard Todua გურამ სალია ჩემი თანაკურსელი და უახლოესი მეგობარი იყო.იქნებ მიამბოთ რაიმე მის შესახებ.თუნდაც სულ უმნიშვნელო რამ.რაზე საუბრობდით,რას ამბობდა სიკვდილის წინ.სად არის დაკრძალული...მხოლოდ ნიჭიერი კი არა,იშვიათი მეგობარი და უსპეტაკესი ადამიანი იყო.
Бадри Салуквадзе
გურამი სალია ჩემი დიდი ძმა და მეგობარი . პირველ კლასოდან ერთად ვსწავლობდით . წინადღეს ჩემთან იყო სახლში . მეორე დღეს სოხუმის დაბომბვას ემსხვერპლა. პატიოსანზე პატიოსანი ადამიანი . ღმერთმა აცხონოს მისი სპეტაკი სული.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 05.10.2021
ბოლო რედაქტირება 14.05.2023
სულ რედაქტირებულია 2





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0