სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
ვეტერანი
ალექსანდრე გოგიაშვილი დ.1974წ ვეტერანი დაბ. გორი ალექსანდრე გოგიაშვილი დ.1974წ ვეტერანი დაბ. გორი
ბმულის კოპირება

ვეტერანი

გვარი გოგიაშვილი სია

გორი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

10       ბეჭდვა

ალექსანდრე გოგიაშვილი დ.1974წ ვეტერანი დაბ. გორი

ინფორმაცია მოგვაწოდა ნუგზარ ქებურიამ

ალიკა გოგიაშვილი დაიბადა 1974 წ. 28 ივლისს გორში.

რუსეთ საქართველოს ომის ვეტერანი.

                       ალექსანდრე გოგიაშვილი

                                   

                   1992 წლის  26 დეკემბერს შეტევითი ოპერაციები ოჩამჩირის რაიონის სოფლების გასანთავისუფლებლად დაგეგმილ იქნა თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მიერ.  ოპერაცია დაიგეგმა, მას შემდეგ, რაც, აფხაზურმა მხარემ   მყარად მოიკიდა ფეხი ოჩამჩირის   სტრატეგიულად მნიშვნელოვან სოფლებში...  (ტამიში, ლაბრა, კოჩარა, კინდღი, ათარა სომხური...)

                   26 დეკემბერს ქართველებს აფხაზური მხარისთვის ქართულ სოფლებში ჩარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობა, ქალები და მოხუცები უნდა გადაეცათ. ეს ხელსაყრელი მომენტი ჩვენმა სარდლობამ  სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენა. მშიდობიანი მოსახლეობის მაგივრად, აფხაზური საგუშაგოებისკენ, ქალის ფორმაში გადაცმული გვარდიელები გააგზავნეს,  მაგრამ აფხაზური მხარის შენაერთებმა იმავე წამს მიიღეს საიდუმლო ინფორმაცია რუსეთის  უშიშროების სამსახურის მზვერავებისგან  და მაშინვე ინტენსიური ცეცხლი გახსნეს. ქართველმა მებრძოლებმა ჭურვების მიერ ამოჩიჩქნულ ორმოებში ჩაწოლა  მოასწრეს და მოწინააღმდეგეს საპასუხო  ცეცხლი გაუხსნეს.  მათ დასახმარებლად რამდენიმე ტანკი და ერთი ბტრ-ი გაიგზავნა, მაგრამ აფხაზური მხარის დაქირავებულმა ბოევიკებმა ორი ტანკი ზედი-ზედ ააფეთქეს და ცოტა ხანში „ბმპ“-ც ზედ მიაყოლეს,  რომელსაც მეთაურობდა დაზვერვის ოფიცერი გიორგი ბეგაშვილი. გიორგი როგორღაც გადარჩა, ეკიპაჟის სამი წევრი კი სამწუხაროდ დაიღუპა.     

                                                                         

             ბოლოს 110 ვაზიანის სატანკო ბატალიონის ტანკიც აუფეთქეს ქართველებს, რომელსაც მეთაურობდა პაატა ნოზაძე. მემიზნე ოპერატორი იყო ალექსანდრე გოგიაშვილი, ჭუირვების დამტენი კახა ჩხაიძე, მძღოლი მექანიკოსი გოჩა საბიაშვილი.  ქართველი ტანკისტები გადარჩნენ, მაგრამ კანტუზირებული იყო ყველა, ალექსანდრე ხელშიც იყო დაჭრილი...


         ამ ოპერაციის შედეგად ორი სოფელი - ტამიში და ათარა-აფხაზური მაინც დაიბრუნეს ქართველმა მეომრებმა. გაამაგრეს პოზიციები ლაბრას ქვედა ზონაში, ბედიის და ბესლახუბას მიმართულებით არსებული პოზიციებიც... ამ ბრძოლის შემდეგ ალექსანდრე დაჯილდოვებულ იქნა მედლით „მხედრული მამაცობისთვის“...

    მეორედ კინდღში აუფეთქეს ალექსანდრე  გოგიაშვილს ტანკი 1993 წლის აპრილში რიცხვი არ ახსოვს... საბედნიეროდ გადარჩა...


        შემდეგ გორის ცალკეულ ჯავშანსატანკო ბატალიონში მსახურობდა (მეთაური მამუკა გორგიაშვილი) მმართველობის სერჟანტ-ინსტრუქტორად. 8 აგვისტოს გამთენიისას შევიდნენ ცხინვალში. ალექსანდრე  სამეთაურო ტანკზე იყო მემიზნე ოპერატორად. ოთხი ტანკი შევიდა, მათ შორის ძმები რომელაშვილები, რომლებიც ცოცხლები აღარ არიან. გოგიაშვილის მეგობრებიდან რუსეთის იმპერიის საჯარისო ნაწილებთან ბრძოლაში დაიღუპნენ სუხიტაშვილი ოთო, ბირთველიშვილი ზაზა, ჩონიშვილი ოლეგი... მძიმედ დაიჭრა ლომიძე ჯონი...                                 

      რუსებმა ოთხივე ტანკი ალყაში მოაქციეს, საიდანაც მხოლოდ სამი ქართველი მებრძოლი გამოვიდა ცოცხალი... გოგიაშვილმა, როგორც ლაბრაში აქაც მიიღო კანტუზია, თანაც უფრო მძიმე ფორმებში ვიდრე აფხაზეთში და კიდევ ყბა-სახის და გულმკერდის დეფორმაცია...   

                                                                                                                                       

          მძიმედ დაჭრილი ბიჭი მშობლებმა სწრაფად გადააფრინეს საზღვარგარეთ, ჯერ ლიტვაში, ერთ პატარა ქალაქში, ვილნიუსთან ახლოს კერძო კლინიკაში, მაგრამ ექიმების დიაგნოზით ტრავმები იმდენად სერიოზული იყო, რომ აუცილებელი გახდა მისი გერმანიაში, სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა, კერძოდ    ramshtein meisenbaxia სადაც ამერიკული  ბაზები იყო განლაგებული...

მარჯვნიდან მეორე

               ალექსანდრე ამჟამადაც გერმანიაშია და განაგრძობს მკურნალობას...



გარდაიცვალნენ ერთად გელა რომელაშვილი მურაზის ძე 1983-08 გარდ. 25 წლის, სამაჩაბლოში დაბ. ცხინვალი

ოლეგ ჭონიშვილი სერგოს ძე 1977-08 გარდ. 31 წლის სამაჩაბლოში სოფ. ბეთლემი (ახალხიზა) გორი ქართლი

„ ჭ ი დ ი ლ ი  მ ხ ე ც ე ბ თ ა ნ - 2 “ ავტორი ნუგზარ ქებურია

სამაჩაბლო. ცხინვალი. 2008 წ. 8 აგვისტო. „ დაჭრილი ტანკისტის ნაამბობი: “

ალექსანდრე გოგიაშვილი

                 ...რვა აგვისტოს, დაახლოებით დილის შვიდ საათზე გორის ჯავშანსატანკო ბატალიონის შვიდი  ტანკი ვახორციელებდით გადაადგილებას სოფ. ზემო ნიქოზიდან სოფ. თამარაშენის მიმართულებით.  ცხინვალი თითქმის დაცლილი იყო  მოსახლეობისგან და ჩვენი შესვლის პერიოდში არ შეგვხვედრია არცერთი სამოქალაქო პირი.

          ჩვენს მიერ წამოწყებული სატანკო რეიდი რუსეთის ე. წ. სამშვიდობო ძალების განლაგების ადგილას შეფერხდა, რადგან რუსი მეომრებისგან მოხდა ცეცხლის გახსნა ჩვენი სატანკო კოლონის მიმართ. არც ჩვენ დავიხიეთ უკან, საპასუხო ცეცხლი გავხსენით და მათი  პირველი იერიში სწრაფად მოვიგერიეთ, რამაც გამოიწვია ჩვენი საბრძოლო მარაგის ამოწურვა... დაგვჭირდა ხელმეორედ დაბრუნება სოფ. ნიქოზში და საბრძოლო მარაგის შევსება...

        ამის შემდეგ, ოთხი ტანკით შევბრუნდით ცხინვალში და გადავადგილდებოდით სოფ. თამარაშენის მიმართულებით...

საბრძოლო ტაქტიკის მიხედვით, ლეიტენენტ გია რომელაშვილის ტანკი წავიდა წინ, რათა მოეხდინა იქ არსრბული საბრძოლო მდგომარეობის დაზვერვა.

 მე ვმართავდი სამეთაურო ტანკს N 401, რომლის მემიზნე - ოპერატორიც ვიყავი, მეთაური - გია სამადალაშვილი, ხოლო მძღოლ - მექანიკოსი ჯონი აკოფაშვილი (მეტსახელად "სტარიკი"). დაცვის მიზნით წინ მიმიძღოდა კაპრალ ჯონი ლომიძის ტანკი N 408, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ: მძღოლი - მექანიკოსი ჯონი ლომიძე, მეთაური სპარტაკ ნიორაძე, მემიზნე- ოპერატორი ოლეგ ჭონიშვილი.

           უკან მომყვებოდა კაპრალ გელა რომელაშვილის ტანკი - N 404,  რომლის ეკიპაჟს  მეთაურობდა რამაზ ნიორაძე ( მეტსახელად " ფირუზა"), მძღოლი - მექანიკოსი ალიკა კურტანიძე.

          ჩემთან კავშირზე გამოვიდა ლეიტენანტი გია რომელაშვილი, რომელიც იმყოფებოდა სადაზვერვო ტანკით - N 406, რომლის მეთაურიც თვითონ იყო. მემიზნე - ოპერატორი ოთარ სუხიტაშვილი, მძღოლი - მექანიკოსი ზაზა ბირთველიშვილი ( მეტსახელად „მიმინო “ ასე დაარქვა თავის ტანკსაც.  ასე მომმართავდნენ მეც).                                                                  

          - „მიმინო!“ უკან და მარჯვნივ!“ - გია რომელაშვილისგან მივიღე შეტყობინება, რაც ნიშნავდა, რომ ალყაში ვიყავით მოქცეული. ამის შემდეგ გაწყდა კავშირი მის ეკიპაჟთან...

          ამ დროს დავინახე ჩემს წინ მავალი ტანკის აფეთქება, შემდეგ უკან მავალი ტანკის და ბოლოს ჩემს ტანკზეც მოიტანეს იერიში, ოთხი გასროლა და  ოთხივეჯერ კოშკურაზე  მომახვედრეს ჭურვები. ტანკს გაუჩნდა ცეცხლი, მივიღე მძიმე დაზიანებები ყბა-სახის და გულმკერდის არეში, ასევე კანტუზია, მაგრამ მაინც ვცდილობდი თანამებრძოლის, გია სამადალაშვილის ამოყვანას ცეცხლმოკიდებული ტანკიდან, რადგან მე მქონდა გამოცდილება აფხაზეთის ომის დროს ბრძოლებში მიღებული, სადაც დამაჯილდოვეს კიდეც მედლით  „მხედრული მამაცობისთვის“.

        რუსული საინფორმაციო საშუალებებით შემდგომში ცნობილი გახდა, რომ პირადად გენერალი ბარანკევიჩი ახორციელწბდა ჩვენი სატანკო ოთხეულის დაბომბვას, ეს მან პირადად განაცხადა...

      როდესაც ტანკიდან ამოვიწიე, დავინახე კაპრალი გელა რომელაშვილი და ოლეგ ჭონიშვილი გარბოდნენ გია  რომელაშვილის ტანკისკენ, რომელიც აფეთქების შედეგად სრულად განადგურდა. ამ დროს შეიპყრეს ორივე ჩასაფრებულმა მტრის ბოევიკებმა და ადგილზე დახვრიტეს...

    მოპირდაპირე ქუჩაზე შევამჩნიე ჯავშანმანქანა „ კობრა,“ რომელმაც ცეცხლი გაუხსნა რუსებს, როგორც მოგვიანებით გაირკვა, იმ მანქანით მოხდა მძიმედ დაჭრილი ჯონი ლომიძის გაყვანა ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე. დაველოდე მტრის წასვლას და ჩემი აფეთქებული ტანკით, რომელიც დაქოქილი დავტოვე შევძელი უკან გამოსვლა...



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 13.10.2021
ბოლო რედაქტირება 27.03.2022
სულ რედაქტირებულია 4





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0