ნოდარ ხოხაშვილი (დ. 28 სექტემბერი, 1940, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე. ასპარეზობს პირველ ქვესაშუალო და ქვემსუბუქ წონით კატეგორიებში (68 კგ). ტოკიოს ოლიმპიური თამაშების (1964) და მსოფლიოს ჩემპიონატის (1969) მესამე პრიზიორი, ევროპის ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1969), სსრკ ჩემპიონი (1969), მეორე (1962) და მესამე (1972) პრიზიორი, სსრკ ხალხთა V სპარტაკიადის მეორე პრიზიორი (1971). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ღირსების ორდენის კავალერი.
ტიტულები:
ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი - 1964 (ტოკიო; 63კგ)
მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 1969 (68კგ; მარ დელ პლატა, არგენტინა)
ევროპის ვიცე-ჩემპიონი - 1969 (68კგ; სოფია, ბულგარეთი)
სსრკ ჩემპიონი - 1969 (68კგ; ლუგანსკი)
სსრკ ვიცე-ჩემპიონი - 1962 (63კგ; რიგა)
სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 1972 (68კგ; მინსკი)
სსრკ საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი - 1966
სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი - 1972
*-ნოდარ ხოხაშვილის შედეგები 1964 წელს, ტოკიოს ოლიმპიადაზე:
I წრე: მუჰამედ ახტარი (პაკისტანი) - მოგება
II წრე: ჰაირულ საჰინქაია (თურქეთი) - მოგება
III წრე: ტაუნო იასკარი (ფინეთი) - მოგება
IV წრე: ბობი დუგლასი (აშშ) - მოგება
V წრე: მოჰამედ ებრაჰიმ სეიფპური (ირანი) - მოგება
ფინალური ჯგუფი, I წრე: ოსამა ვატანაბე (იაპონია) - წაგება
ფინალური ჯგუფი, II წრე: სტანჩო კოლევი (ბულგარეთი) - ფრე*
*-შედარებით მძიმე წონის გამო მესამე ადგილი დაიკავა
მესამე ადგილი(1-ლი ქვესაშუალო წონა)
თავისუფალი ჭიდაობა - სსრკ ჩემპიონატი 1972, მინსკი, ბელარუსი
პირველი ადგილი(1-ლი ქვესაშუალო წონა)
თავისუფალი ჭიდაობა - სსრკ ჩემპიონატი 1969, მინსკი, ბელარუსი; ლუგანსკი, უკრაინაი
მეორე ადგილი(ქვემსუბუქი წონა)
თავისუფალი ჭიდაობა - სსრკ ჩემპიონატი 1962, რიგა, ლატვია; ვლადიკავკაზი, რუსეთი
მეორე ადგილი(-68 კგ)
თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 1969, სოფია, ბულგარეთი
მესამე ადგილი(-68 კგ)
თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1969, მარ-დელ-პლატა, არგენტინა
მესამე ადგილი(-63 კგ)
ზაფხულის XVIII ოლიმპიური თამაშები 1964, ტოკიო, იაპონია