სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

პოლიტიკა
სამეფო ოჯახი
თინათინ გურიელი, გურიის მთავარ მამია I გურიელის ასული, კახეთის მეფე ლევანის მეუღლე, (გარდ. 1591) კახეთის დედოფალი, 1529 წლიდან მონაზონი, ააშენა ახალი შუამთა თინათინ გურიელი, გურიის მთავარ მამია I გურიელის ასული, კახეთის მეფე ლევანის მეუღლე, (გარდ. 1591) კახეთის დედოფალი, 1529 წლიდან მონაზონი, ააშენა ახალი შუამთა
ბმულის კოპირება

სამეფო ოჯახი

გვარი გურიელი სია

ყვარელი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

8       ბეჭდვა

თინათინ გურიელი, გურიის მთავარ მამია I გურიელის ასული, კახეთის მეფე ლევანის მეუღლე, (გარდ. 1591) კახეთის დედოფალი, 1529 წლიდან მონაზონი, ააშენა ახალი შუამთა

თინათინ გურიელი (გ. 1591) — კახეთის მეფე ლევანის მეუღლე, გურიის მთავარ მამია I გურიელის შვილი, კახეთის მეფე ალექსანდრე II და აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ნიკოლოზ VIII-ის დედა. ააშენა ახალი შუამთა.

დაბადა დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი წარჩინებული გვარის, გურიელების ოჯახში. იყო გურიის მთავარ მამია I-ის ქალიშვილი. მისი ძმა როსტომ გურიელი მამიას მემკვიდრე და ასევე გურიის მთავარი იყო. 1520 წელს ლევანმა დაამარცხა კახეთში შეჭრილი დავით X-ის ლაშქარი და აღადგინა კახეთის სამეფო. ამაში მას დახმარება სთხოვა მამია I გურიელს, რომელსაც ასევე სთხოვა ქალიშვილის ხელი, რათა განემტკიცებინა ალიანსი. ლევანმა დაამარცხა დავით X მაღაროსთან ბრძოლაში, ხოლო მამია I შეიჭრა ქართლში. დავითმა, მამიამ და ლევანმა ზავი მუხრანში დადეს. მამიამ ქალიშვილი თინათინი ლევანს მიათხოვა.

ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, თინათინ გურიელს ნანახი ჰქონდა წინასწარმეტყველური სიზმარი, რომლის მიხედვით მას წაიყვანდა წარჩინებული ქმარი, გზად კი შინდის ხეს დაინახავდა, სადაც უნდა აეშენებინა ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი. კახეთში ჩასულმა თინათინმა ახალი შუამთის მონასტერი ააშენებინა, ჯვარი კი გრემში დაიწერა.

ლევანი გარყვნილი ცხოვრების მოყვარული ადამიანი იყო, ამიტომ თინათინმა განქორწინება მოითხოვა და მიიღო კიდეც 1529 წელს. ის მის მიერვე აშენებულ ახალი შუამთის მონასტერში აღიკვეცა მონაზვნად, სადაც გარდაიცვალა 1591 წელს.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 15.11.2021
ბოლო რედაქტირება 10.02.2022
სულ რედაქტირებულია 1





150 ყველაზე მომგებიანი კომპანია 2021 წელი

2 0

მდიდარი ქართველები და საქართველოდან სრული სია

2 0

გიორგი (გოგიტა) ფაღავა (1895-1924) საქართველოს პოლიტიკოსი ქუთაისი იმერეთი

5 0


ერასტი ჯამლურიძე (1875-1962) თუშეთის უკანასკნელი მამასახლისი ხისო, ომალო, თუშეთი. ლევან ჯამლურიძისგან (შვილისშვილი)

3 0


ბორია კახიანი(1947-1982) სვანეთის ამაგდარი მულახი, მესტია, სვანეთი. გაბლიანი და სვანეთი სგან

11 1


ეგნატე გაბლიანი (1881-1937). სვანეთის ამაგდარი ზარდლაში, მესტია, სვანეთი.გაბლიანი და სვანეთი სგან

19 0