სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

პოლიტიკა
ევროპა ამერიკაში მოღვაწე პოლიტიკოსები
გიორგი ზაზას ძე ჯავაშვილი დ. 1987წ. ყველაზე ახალგაზრდა ელჩი 25წლის, სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, წარმ. სოფ. ასანური სიღნაღი გიორგი ზაზას ძე ჯავაშვილი დ. 1987წ. ყველაზე ახალგაზრდა ელჩი 25წლის, სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, წარმ. სოფ. ასანური სიღნაღი
ბმულის კოპირება

ევროპა ამერიკაში მოღვაწე პოლიტიკოსები

გვარი ჯავაშვილი სია

სიღნაღი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

41       ბეჭდვა

გიორგი ზაზას ძე ჯავაშვილი დ. 1987წ. ყველაზე ახალგაზრდა ელჩი 25წლის, სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, წარმ. სოფ. ასანური სიღნაღი

გიორგი ზაზას ძე ჯავაშვილი, დაიბადა ქ. თბილისში 1987 წლის 19 თებერვალს. 2012 წლის 20 ივნისს (25 წლის ასაკში) შეასრულა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში და საქართველოს ისტორიაში არ მოიძებნება ანალოგია, რომ 25 წლის პირს შესრულებული ქონდეს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და კონსულის მოვალეობა დიპლომატიურ მისიაში. ასევე აღსანიშნავია, რომ გიორგი ჯავაშვილის მიერ აღიმართა პირველად საზეიმო ვითარებაში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს დიპლომატიურ მისიაზე ოფიციალურად საქართველოს დროშა. ბ-ნ ილია იმნაძესთან ერთად, იგი იყო უშუალო მონაწილე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს დაარსებისა და ქ-ნ მაია ფანჯიკიძის მიერ (2012-2014 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი) გამოცხადებული აქვს მადლობა გაწეული სამსახურისათვის.


გიორგი ჯავაშვილის განათლება:

1993 -1997 წლებში სწავლობდა ქ. თბილისის მეორე ექსპერიმენტულ სკოლაში, პედაგოგი გახლდათ ქ-ნი მადლენა თევდორაძე.

1997 წელს ქ. თბილისის მეორე ექსპერიმენტულმა სკოლამ შეიცვალა დასახელება და გადაკეთდა ქ. თბილისის N 122-ე საჯარო სკოლად. 1997 – 2000 წლებში გიორგი სწავლობდა ქ. თბილისის N 122-ე საჯარო სკოლაში.

2000-2004 წლებში ოჯახური პირობებიდან გამომდინარე (საცხოვრებელი სახლის შეცვლა) სწავლა განაგრძო ქ. თბილისის 192-ე საჯარო სკოლაში, რომელიც დაამთავრა 2004 წელს (11 კლასი) და მიიღო საშუალო განათლების ატესტატი.

2004 წელს წარმატებით გაიარა მისაღები გამოცდები და ჩაირიცხა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტის სამოქალაქო სამართლის მიმართულების სტუდენტად. 2008 წელს მიიღო სამოქალაქო სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

2005-2010 წლებში ეუფლებოდა უცხოენების სწავლების ცენტრში ინგლისურ ენას, წარმატებით აქვს გავლილი კემბრიჯის უნივერსიტეტის სასერტიფიკატო გამოცდა ინგლისურ ენაში და მიღებული აქვს სათანადო სერთიფიკატი.

2007-2008 წლებში გავლილი აქვს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული რეზერვისტების გადამზადების სრული კურსი, დაბა კოჯრის 109-ე ქვეითი მსროლელი ბატალიონის რიგებში. არის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე, როგორც რეზერვისტი.

2007-2008 წლებში გავლილი აქვს ასევე პროფესიული გადამზადების კურსი „იტვეტ“-ში (ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი), ქ. თბილისში, კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების მიმართულებით, რომლის დამთავრების შემდეგ მიენიჭა ტექნიკოს ოპერატორის ხარისხი.

2009 წელს სწავლობდა ACCA-ში (ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის) 1 დონეზე. 

2010 წელს წარმატებით ჩაირიცა ქ. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებაზე. ერთიანი ეროვნული გამოცდების შეფასების სისტემით მიღებული ქონდა სახელმწიფოს 50%-იანი გრანტი. 2011 წელს დაამთავრა აღნიშნული სასწავლებელი და მიღებული აქვს ბუღალტრული აღრიცხვის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

2010 წლის თებერვალში წარმატებით გაიარა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსი სტაჟიორის პოციზიაზე და 2011 წლის 17 აგვისტოს დაასრულა 18 თვიანი უხელფასო სტაჟირება.


სტაჟირების პროცესში მონაწილეობდა სხვადასხვა აქტივობებში: 

2010 წლის თებერვალი-აპრილი (სამი თვე) სტაჟირება გაიარა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ბიუჯეტის დაგეგმვისა და მართვის სამსახურში. აღნიშნულ სამსახურში სტაჟირების დროს გაწერილი აქვს არგენტინაში საქართველოს საელჩოს, სამხრეთ კორეაში საქართველოს საელჩოს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ავსტრალიაში საქართველოს საელჩოს დაარსებისათვის საბიუჯეტო სახსრების გამოყოფის პროექტები.

2010 წლის მაისი-ივლისი (სამი თვე) სტაჟირება გაიარა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურში.

2010 წლის აგვისტო-ოქტომბერი (სამი თვე) სტაჟირება გაიარა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სამსახურში. აღნიშნულ სამსახურში სტაჟირების დროს შედგენილი აქვს საბიუჯეტო კლასიფიკატორის შესაბამისად საქართველოს დიპლომატიური კორპუსისათვის განკუთვნილი საბიუჯეტო პროგრამული ჩაშლა ანგარიშგებების მოსამზადებლად. ასევე, პირველად ჩაატარა საგარეო საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული აქტივების სრული ინვენტარიზაცია ელექტრონულად, რომელიც მანამდე სრულდებოდა ხელით. შესაბამისად მოახდინა სრული პროგრამული უზრუნველყოფა ინვენტარიზაციის ელექტრონული ფორმით (სკანერებით და შტრიხკოდებით) შესასრულებლად.

2010 წლის ნოემბრიდან - 2011 წლის იანვრის ჩათვლით (სამი თვე) სტაჟირება გაიარა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის საერთო საქმისწარმოების განყოფილებაში. აღნიშნულ სამსახურში სტაჟირების პერიოდში სრულად განაახლა საგარეო საქმეთა სამინისტროში არსებული არქივი, მოაწესრიგა არქივში დოკუმენტის მოძიების შესაძლებლობა და არქივი მოიყვანა საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში, რაც გულისხმობს საგარეო საქმეთა სამინისტროს არქივიდან კანონმდებლობის შესაბამისად, დოკუმენტაციის საქართველოს ეროვნული არქივისათვის გადაცემას.

2011 წლის თებევრალი-აპრილი (სამი თვე) სტაჟირება გაიარა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურში.

2011 წლის მაისი-ივლისი (სამი თვე) სტაჟირება გაიარა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტი სამმართველოში.  აღნიშნულ სამსახურში სტაჟირების დროს ჩატარებული აქვს უკრაინაში საქართველოს საელჩოს გეგმიური რევიზია, ასევე კატარში საქართველოს საელჩოს აუდიტი. აღნიშნულ სამსახურში მიიღო შემოთავაზება შტატიანი თანამშრომლის პოზიციაზე დატოვებასთან დაკავშირებით, თუმცა მან კარიერა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში განაგრძო.

2011 წლის 17 აგვისტოს გიორგი ჯავაშვილი დაინიშნა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე. გიორგის მიერ შემუშავებული იქნა საელჩოს დაარსებასთან დაკავშირებული ხარჯების გაწერის პროექტი, რომელიც მუხლობრივად შეთანხდმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და ახალ საელჩოს დაუმტკიცდა მისთვის გამოყოფილი ასიგნება. 2011 წლის 3 ოქტომბერს გიორგი როტაციის წესით გაემგზავრა გრძელვადიან მივლინებაში ქ. პრეტორიაში, საელჩოს დაარსების მიზნით. 2014 წლის 19 მაისამდე ქ. პრეტორიაში მოღვაწეობდა და იქ ყოფნის პერიოდში როგორც ზევით უკვე ავღნიშნეთ შესრულებული აქვს როგორც საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის ფუნქცია, ასევე შესრულებული აქვს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობა, აგრეთვე საქართველოს კონსულის მოვალეობა. კადრების სიმცირის გამო, გიორგის უწევდა ასევე საელჩოს ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ტექნიკური სამუშაოების განხორციელება, ასევე საკანცელარიო საქმისწარმოება, საბუღალტრო საქმისწარმოება, შესყიდვების განხორციელება, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ნებართვებისა და კურატორ საჯარო მოხელეებთან შეხვედრების ორგანიზება.

2014 წელს გიორგიმ დაასრულა საჯარო მოხელის კარიერა და ბრაზილიის ქალაქ სან პაოლოში გადავიდა კერძო სექტორში სამოღვაწეოდ. იქ მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაცია „წითელი ჯვრის“ ეგიდით, ამაზონიაში და ბრაზილიის მეჩხერად დასახლებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბორიგენი ადამიანებისათვის ჰუმანიტარული და პირველადი სამედიცინო დახმარების მიწოდების მიმართულებით. ჯანრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო აღნიშნული სამსახური ვადაზე ადრე შეწყვიტა და საცხოვრებლად გადავიდა ბელგიის სამეფოში. 

2014 -2017 წლებში ცხოვრობდა ქ. სინტ-ტრუიდენში თუმცა ხშირი სამუშაო მივლინებებიდან გამომდინარე საცხოვრებელ ადგილს თითქმის ყოველთვიურად იცვლიდა, შესაბამისად იცხოვრა ბელგიის არაერთ ქალაქში, როგორიცაა: ოსტენდე, კნოკე, ნიუპორტი, ანტვერპენი, ჰასელტი, ბრიუსელი.

ბელგიაში ცხოვრების დროს ასევე დაეუფლა ჰოლანდიურ ენას. ბელგიაში ცხოვრების პერიდში დასაქმებული იყო კარფურის, სპარისა და დელჰაიზის ჰიპერმაკეტების ქსელების საფინანსო აღრიცხვის სამსახურში, სადაც მისი ფუნქცია იყო კანონმდებლობის მიერ დადგენილი წესით, პროდუქტების აფასება, ჩამოფასება და საჭიროების შემთხვევაში სხვა რომელიმე სამთავრობო უწყებებისათვის მიწოდება (მოხუცთა თავშესაფრებისათვის, ბავშვთა სახლებისათვის, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის გამოყოფილი კვების ობიექტებისათვის და ა.შ).

2017 წლის შემდეგ გიორგი ჯავაშვილი დაბრუნდა სამშობლოში. დღემდე იმყოფება და ცხოვრობს საქართველოში, უფრო კონკრეტულად კი კახეთში, ქ. წნორში, საგვარეულო სახლში.




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 07.12.2021
ბოლო რედაქტირება 03.03.2022
სულ რედაქტირებულია 2





150 ყველაზე მომგებიანი კომპანია 2021 წელი

2 0

მდიდარი ქართველები და საქართველოდან სრული სია

2 0

გიორგი (გოგიტა) ფაღავა (1895-1924) საქართველოს პოლიტიკოსი ქუთაისი იმერეთი

5 0


ერასტი ჯამლურიძე (1875-1962) თუშეთის უკანასკნელი მამასახლისი ხისო, ომალო, თუშეთი. ლევან ჯამლურიძისგან (შვილისშვილი)

3 0


ბორია კახიანი(1947-1982) სვანეთის ამაგდარი მულახი, მესტია, სვანეთი. გაბლიანი და სვანეთი სგან

11 1


ეგნატე გაბლიანი (1881-1937). სვანეთის ამაგდარი ზარდლაში, მესტია, სვანეთი.გაბლიანი და სვანეთი სგან

19 0