სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

პოლიტიკა
მდიდარი ადამიანები საქართველოდან მილიარდელი +20 მლნ აშშ დოლარი
შოთა დავითის ძე ბოთერაშვილი დ. 1962წ. 500 მლნ. ექიმი დაბ. ქუთაისი შოთა დავითის ძე ბოთერაშვილი დ. 1962წ. 500 მლნ. ექიმი დაბ. ქუთაისი
ბმულის კოპირება

მდიდარი ადამიანები საქართველოდან მილიარდელი +20 მლნ აშშ დოლარი

ქუთაისი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

9       ბეჭდვა

შოთა დავითის ძე ბოთერაშვილი დ. 1962წ. 500 მლნ. ექიმი დაბ. ქუთაისი

მდიდარი ქართველები და საქართველოდან სრული სია 

150 ყველაზე მომგებიანი კომპანია 2021 წელი

http://www.compromat.ru/page_20210.htm

Shota Boterashvili, Шота Давидович Ботерашвили


Шота Давидович Ботерашвили — российский бизнесмен, совладелец компании «ВТБ-Девелопмент», психиатр.

Состояние оценивалось по данным СМИ, в $500 млн. С Шотой Ботерашвили связан ряд скандалов, также он разыскивался Интерполом по запросу Грузии по обвинениям в мошенничестве.

Шота Ботерашвили родился в 1962 году в грузинском городе Кутаиси[3] в семье грузинских евреев

Шота Ботерашвили с 2005 года был учредителем ЗАО «ВТБ-Капитал». В этом же году он стал учредителем и гендиректором ЗАО «ВТБ-Девелопмент», дочки «ВТБ-Капитала». Но в 2006 году вышел из состава акционеров «ВТБ». Участвовал в помещении здоровой подруги своего бывшего бизнес-партнера Вадима Левина в психиатрическую больницу для принудительного лечения. Разыскивался Интерполом по запросу Грузии за мошенничество.
Подробнее: http://cyclowiki.org/wiki/%D0%A8%D0%BE%D1%82%D0%B0_%D0%94%D0%B0%D0%B2%D0%B8%D0%B4%D0%BE%D0%B2%D0%B8%D1%87_%D0%91%D0%BE%D1%82%D0%B5%D1%80%D0%B0%D1%88%D0%B2%D0%B8%D0%BB%D0%B8


ბოთერაშვილმა დიდი როლი ითამაშა, რომ რუსებს "გაერთიანებული ქართული ბანკი" შეეძინათ

ალბათ ყველას კარგად ახსოვს, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ხმაურიანი განცხადება იმის შესახებ, რომ თითქოს რუსული საბანკო გიგანტები ქართულ ბანკებს ყიდულობდნენ. საუბარი იყო იმის შესახებ, რომ თითქოს რუსული ”სბერბანკი” ”ლიბერთი ბანკს” ყიდულობდა, ხოლო ”ალფა ბანკი” ”თიბისის”. ფინანსურმა ინსტიტუტებმა სააკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყვეს, პოლიტიკურმა ოპონენტებმა კი მისი ეს განცხადება სპეკულაციად შეაფასეს. მედია კი ქართულ ფინანსურ ბაზარზე რუსული კაპიტალის მონაწილეობით დაინტერესდა. როგორც აღმოჩნდა, ადგილობრივ ბაზარზე რუსული კაპიტალის მონაწილეობით ერთადერთი ბანკი - "ვითიბი ბანკი ჯორჯია" ოპერირებს.

ყოფილი "გაერთიანებული ქართული ბანკი" რუსულმა "ვნეშტორგბანკმა" 2005 წელს, ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობის" მოსვლის შემდეგ შეიძინა. საკონტროლო პაკეტის ყიდვა უმაღლეს დონეზე შეთანხმდა. "ვნეშტორგბანკის" პრეზიდენტი ანდრეი კოსტინი მაშინ თბილისში ჩამოფრინდა და პრეზიდენტ სააკაშვილს პირისპირ შეხვდა. "ვნეშტორგბანკი" (2006 წლიდან "ვითიბი ბანკი") რუსეთის სიდიდით მეორე ბანკია და მისი აქციების 75% რუსეთის სახელმწიფო ფლობს. საინტერესოა, რომ მაშინ მოლაპარაკებაში აქტიურად მონაწილეობდა პეტერბურგში მცხოვრები, საქართველოში დაბადებული მილიონერი, კრიმინალური წარსულის მქონე ფსიქიატრი შოთა ბოთერაშვილი, რომელზეც მოგვიანებით რუსეთშიც და საქართველოშიც ძებნა გამოცხადდა. ერთ-ერთი ვერსიით, ბოთერაშვილის ქონება 500 მილიონ დოლარს ითვლის.

ბოთერაშვილი, ქართველი ებრაელების ოჯახში, 1962 წელს დაიბადა. საქართველო ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში დატოვა და საცხოვრებლად ლენინგრადში გადავიდა. პროფესიით ექიმი-ფსიქიატრია, ჰყავს ძმა ილია, რომლის მეუღლეც ფარმაცევტული კომპანია "ლინკს"-ის დამფუძნებელია. ლენინგრადის სამედიცინო ინსტიტუტში სწავლისას ბოთერაშვილმა ასევე საქართველოდან ჩასული ორი ძმა, ახლა მასავით მულტიმილიონერები, მიხეილ და გაბრიელი (კონსტანტინე) მირილაშვილები გაიცნო. სწორედ ძმებ მირილაშვილებთან პარტნიორობისას იშოვა მან თავისი პირველი მილიონი, დააფუძნა რა სამედიცინო კვლევითი ცენტრი "ნეოქიმია".

შოთა ბოთერაშვილი ბიზნესკარიერის ყველაზე წარმატებული ეტაპი "ვითიბის" სისტემაში შეღწევა იყო. მას შემდეგ, რაც სააკაშვილი მოვიდა საქართველოს ხელისუფლებაში, ბოთერაშვილმა დიდი როლი ითამაშა, რომ რუსებს "გაერთიანებული ქართული ბანკი" შეეძინათ. ფინანსური დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ჯერ კიდევ 2007 წელს, ბოთერაშვილი და მისი მეგობარი და პარტნიორი, ვადიმ ლევინი, "ვითიბი ბანკი ჯორჯია"-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრები იყვნენ. ანალოგიური თანამდებობები გაინაწილეს პარტნიორებმა "ვითიბის" სომხეთის ფილიალშიც.

ბოთერაშვილი სხვადასხვა დროს იყო "ვითიბის" სხვადასხვა შვილობილი კომპანიების დამფუძნებელი და აქციების მფლობელი. 2007 წლის მონაცემებით, მისი კაპიტალი დაახლოებით ნახევარ მილიარდ დოლარს ითვლიდა. ბოლოს მისი სახელი "ვითიბის" ფინანსურ ანგარიშებში 2006 წელს ფიგურირებდა.

ბოთერაშვილი საკმაოდ სკანდალური ფიგურაა. პირველად ის მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ყურადღების ცენტრში მაშინ მოექცა, როცა მისი ძმა, ილია ძალიან საეჭვო ისტორიაში გაეხვა. პრესა წერდა, რომ სანკტ-პეტერბურგელმა სამართალდამცავებმა, ილია ბოთერაშვილი დააკავეს, როგორც ეჭვმიტანილი 191 ათასი დოლარის მითვისებაში. სამართალდამცავთა ვერსიით, დაკავებამდე სამი წლით ადრე, ილია ბოთერაშვილმა პოტენციური პარტნიორებისგან მიიღო დასახელებული თანხა და სანაცვლოდ გარკვეული პროდუქციის გადაცემას დაპირდა. ამის შემდეგ ამ ხალხს აღარც ბოთერაშვილი უნახავთ და აღაც თავისი ფული. დაკავების დროს ილია ბოთერაშვილი სამი კომპანიის დამფუძნებელი იყო, რომლის ძირითად საქმიანობას ბითუმად ვაჭრობა წარმოადგენდა.

შოთა ბოთერაშვილის სახელს კიდევ რამდენიმე ხმაურიანი საქმე უკავშირდება: გრანდიოზული სამშენებლო პროექტის მითვისება, კორუფციულ სქემებში მონაწილეობა, წილების უსამართლოდ მითვისება და ა.შ. თუმცა, ყველაზე უცნაური მაინც ის ამბავია, რომელიც ბოთერაშვილის ბიზნესპარტნიორისა და მეგობრის, "ვნეშტორბანკის" ყოფილი მმართველის, ვადიმ ლევინის მეუღლის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გამოკეტვას უკავშირდება. ანა ასტანინამ და ვადიმ ლევინმა ერთად 10 წელი იცხოვრეს. როცა დაშორდნენ, შვილების გამო კამათი ჰქონდათ. თავიდან მცირეწლოვანი ბავშვები, ფიოდორი და მარია დედასთან ცხოვრობდნენ. შემდეგ, ვადიმმა ყოფილ ცოლს ვაჟი წაართვა და მასთან ურთიერთობა შეწყვიტა. ყოფილი მეუღლეები ერთმანეთთან მხოლოდ ბოთერაშვილის შუამავლობით ურთიერთობდნენ. ერთხელაც ანა ბოთერაშვილთან შესახვედრად გაემგზავრა და სწორედ იმ დღეს ახალგაზრდა ქალი უგზოუკვლოდ გაუჩინარდა. მოგვიანებით ახლობლებმა მას ფსიქიატრიულ კლინიკაში მიაკვლიეს. შემდეგ ანა იხსენებდა, რომ ბოთერაშვილმა ის მის კუთვნილ რესტორან "არაგვში" მიიყვანა, უყვიროდა, უშვერი სიტყვებით ლანძღავდა. შემდეგ დაცვას გამოუძახა: ამ ქალმა თავი მომაბეზრაო. დაცვის წევრებმა ქალს ძალით დაალევინეს დიდი რაოდენობით არაყი, შემდეგ კი ჭურჭელი დალეწეს და ფსიქიატრიული დახმარება გამოიძახეს... ქალმა ფსიქიატრიულ კლინიკაში 15 დღე გაატარა. ამასობაში მისმა ქმარყოფილმა მეორე შვილიც წაართვა.

სწორედ ამ ამბის გამო გამოცხადეს ბოთერაშვილზე ძებნა სამართალდამცავებმა, თუმცა... 2012 წლის იანვარში პეტერბურგის ცენტრში, საგზაო პოლიციის თანამშრომლებმა "ბენტლი" გააჩერეს, რომლის მძღოლსაც ღვედი არ ჰქონდა შეკრული. საბუთების შემოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ საჭეს რუსეთსა და საქართველოში კარგად ცნობილი ბიზნესმენი და ძებნილი შოთა ბოთერაშვილი მართავდა. როგორც რუსული პრესა იუწყება მას ჯარიმაც კი არ გამოუწერეს დარღვევისთვის და შინ მშვიდობით გაუშვეს(?!).

ბოლო ცნობებით, ქუთაისში დაბადებული ბოთერაშვილი, რუსეთისა და ბელგიის მოქალაქეა. 2008 წლამდე მისი სახელი ”ვითიბი დეველოპმენტის” აქციონერთა შორისაც ფიგურირებდა, თუმცა იქიდანაც ”გაუჩინარდა”. დღემდე რუსული პრესა მას მოიხსენიებს როგორც ”ვითიბი ჯგუფის” მთავარ მრჩეველს.


Подробнее: 



Подробнее: http://cyclowiki.org/wiki/%D0%A8%D0%BE%D1%82%D0%B0_%D0%94%D0%B0%D0%B2%D0%B8%D0%B4%D0%BE%D0%B2%D0%B8%D1%87_%D0%91%D0%BE%D1%82%D0%B5%D1%80%D0%B0%D1%88%D0%B2%D0%B8%D0%BB%D0%B8


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2022
ბოლო რედაქტირება 10.01.2022
სულ რედაქტირებულია 1





150 ყველაზე მომგებიანი კომპანია 2021 წელი

2 0

მდიდარი ქართველები და საქართველოდან სრული სია

2 0

გიორგი (გოგიტა) ფაღავა (1895-1924) საქართველოს პოლიტიკოსი ქუთაისი იმერეთი

5 0


ერასტი ჯამლურიძე (1875-1962) თუშეთის უკანასკნელი მამასახლისი ხისო, ომალო, თუშეთი. ლევან ჯამლურიძისგან (შვილისშვილი)

3 0


ბორია კახიანი(1947-1982) სვანეთის ამაგდარი მულახი, მესტია, სვანეთი. გაბლიანი და სვანეთი სგან

11 1


ეგნატე გაბლიანი (1881-1937). სვანეთის ამაგდარი ზარდლაში, მესტია, სვანეთი.გაბლიანი და სვანეთი სგან

19 0