სულ ვიზიტორი : 6983454241
განთავსებული სტატია : 9269

მთავარი იუბილარი/ ხსენება

პოლიტიკა
მდიდარი ადამიანები საქართველოდან მილიარდელი +20 მლნ აშშ დოლარი
მიხეილ მიხეილის ძე მირილაშვილი დ. 1960წ. 500 მლნ ბიზნესმენი დაბ. სოფ. კულაში სამტრედია მიხეილ მიხეილის ძე მირილაშვილი დ. 1960წ. 500 მლნ ბიზნესმენი დაბ. სოფ. კულაში სამტრედია
მდიდარი ადამიანები საქართველოდან მილიარდელი +20 მლნ აშშ დოლარი

სამტრედია გამოჩენილი ადამიანები სრული სია

82       ბეჭდვა

მიხეილ მიხეილის ძე მირილაშვილი დ. 1960წ. 500 მლნ ბიზნესმენი დაბ. სოფ. კულაში სამტრედია

მდიდარი ქართველები და საქართველოდან სრული სია 

150 ყველაზე მომგებიანი კომპანია 2021 წელი

http://www.compromat.ru/page_20210.htm

Mikheil Mirilashvili

Михаи́л Миха́йлович Мирилашви́ли (р. 1 мая 1960, пос. Кулаши Самтредского района, Грузинская ССР) — российско-израильский предприниматель-миллиардер, меценат, общественный деятель. Президент и владелец многопрофильного холдинга «Петро Мир[1]», член Бюро Президиума НО БФ «РЕК»[2], вице-президент Всемирного еврейского конгресса, президент Евроазиатского Еврейского конгресса[3], президент и владелец международного теннисного турнира серии ATP "St Peterburg Open

https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9C%D0%B8%D1%80%D0%B8%D0%BB%D0%B0%D1%88%D0%B2%D0%B8%D0%BB%D0%B8,_%D0%9C%D0%B8%D1%85%D0%B0%D0%B8%D0%BB_%D0%9C%D0%B8%D1%85%D0%B0%D0%B9%D0%BB%D0%BE%D0%B2%D0%B8%D1%87

შვილი ვიაჩესლავ (სლავა) მიხელის ძე მირილაშვილი 850 მლნ წარმ. სოფ კულაში სამტრედია

90-იანების დასაწყისში მიხეილ მირილაშვილმა ბიზნესი კაზინოების ქსელით დაიწყო.

გასული საუკუნის 90-იან წლებში, "ფორბსის" რეიტინგების თანახმად, ის მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა შორის 133-ე იყო. დღეს, მხოლოდ მის წილად რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი მოდის, დაახლოებით მილიარდს მისი ვაჟი ფლობს და ისიც მშვიდად სჯერდება მე-100 პოზიციას რუსეთის უმდიდრეს ადამიანთა შორის...


მიხეილ მირილაშვილი, 1960 წლის 1 მაისს, სამტრედიის რაიონის სოფელ კულაში დაიბადა. სოფელი ცნობილი იყო, როგორც ქართველი ებრაელების დასახლება. 1977 წელს ლენინგრადის პედიატრიულ ინსტიტუტში ჩაირიცხა. სტუდენტობის წლებში მირილაშვილის გვარ-სახელმა ვლადიმირ ფეოქსისტოვის კრიმინალურ დაჯგუფებასთან კავშირში გაიჟღერა. სხვათა შორის, სწორედ ეს დაჯგუფება მიიჩნეოდა იმდროინდელ ლენინგრადში ორგანიზებული დანაშაულის ფუძემდებლად. ფეოქსისტოვის სასამართლო პროცესზე მირილაშვილი მოწმის სტატუსით დაიკითხა. საქმე ეხებოდა ინციდენტს, რომელიც 1979 წელს ლენინგრადში, რესტორან "ბაქოში", ფეოქტისტოვსა და მის მეგობარ მერაბ ყურაშვილს შორის მოხდა. მეგობრები რესტორანში სტალინის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. 20 წლის სტუდენტი მირილაშვილიც მათ სუფრასთან იმყოფებოდა. თვითმხილველების თქმით, ჩხუბი ფეოქსისტოვსა და ყურაშვილს შორის ყოფით ნიადაგზე დაიწყო, რომლის დროსაც ფეკამ, იგივე ფეოქსისტოვმა ყურაშვილი დანით ზურგში დაჭრა. დაკითხვაზე მირილაშვილმა თქვა, რომ წაჩხუბებული მეგობრების გაშველებას ცდილობდა, სხვა თვითმხილველების თქმით კი, ის ფეოქსისტოვს ეხმარებოდა.



აზარტული ბიზნესმენი


90-იანების დასაწყისში მირილაშვილმა ბიზნესი კაზინოების ქსელით დაიწყო. ამბობს, რომ ძალიან აზარტულია და სათამაშო ბიზნესიც საქმისა და ჰობის ერთგვარი სინთეზი იყო. ლას-ვეგასში ყოფნისას კაზინოში დიდი ფული წააგო თურმე, მაგრამ ამან დიდი სიამოვნება მიანიჭა - მიხვდა, რომ სხვებისთვის ამ სიამოვნების მინიჭებით თავად დიდი ფულის შოვნა შეეძლო. ასე გაჩნდა ჰოლდინგი "კონტი", რომელიც სანქტ-პეტერბურგში ექვს კაზინოს აერთიანებდა.


მიხეილ მირილაშვილი სხვადასხვა დროს იყო კომპანია "რუსკი ვიდეოს" თანამფლობელი, ჰოლდინგ "პეტრომირის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც თავის მხრივ კომპანია "ლუკოილის" მენეჯმენტში შედიოდა. რაც შეეხება "რუსკი ვიდეოს" ამასთან დაკავშირებით მირილაშვილის ცხოვრებაში ერთი საინტერესო ეპიზოდი იყო. "რუსკი ვიდეოს" შემადგენლობაში სანქტ-პეტერბურგის მე-11 არხიც შედიოდა, რომლის ყიდვაც მირილაშვილისგან ბორის ბერეზოვსკის სურდა. რამდენჯერმე ბერეზოვსკიმ მირილაშვილს ხალხიც მიუგზავნა, კოლოსალურ თანხას სთავაზობდა, მაგრამ მირილაშვილი მაინც ვერ დაითანხმა, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი ამ არხის გაყიდვით დაინტერესებული იყო. უწინ უფასოდ მივცემ ვინმე სხვას ამ არხს, ვიდრე ბერეზოვსკის ჩავუგდებ ხელშიო - უთქვამს მირილაშვილს. მას დღემდე ორმაგი მოქალაქეობა აქვს, ისრაელის და რუსეთის მოქალაქეა, მაგრამ მამის გარდაცვალების შემდეგ, დროის უმეტეს ნაწილს ისრაელში დედასთან ატარებს.


2001 წლის 23 იანვარს მიხეილ მირილაშვილი სანქტ-პეტერბურგის პროკურატურამ ორი ქართველის გატაცებაში დაადანაშაულა. თავის მხრივ კი ამ ორ ადამიანს მირილაშვილის მამის, მიხეილ მირილაშვილი-უფროსის გატაცებაში ედებოდათ ბრალი. ბიზნესმენი მირილაშვილი დამნაშავედ სცნეს და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, სასჯელის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით. მსჯავრდებულმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართა, რომელმაც მისი სარჩელი დააკმაყოფილა და უდანაშაულოდ ცნო. მოგვიანებით მირილაშვილს პატიმრობის ვადა 8 წლამდე შეუმცირეს. 2009 წლის 11 თებერვალს მირილაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა და ისევ სათავეში ჩაუდგა თავის ბიზნესს, რომელსაც მანამდე მისი მეგობრები და პარტნიორები მართავდნენ.


ამასობაში შვილიც წამოეზარდა, თანაც მირილაშვილმა-უმცროსმა შესაშური ბიზნეს-ალღო გამოავლინა - რუსეთში ერთ-ერთი პოპულარული საიტი "ვ კონტაქტე" შექმნა და ლამის მამაზე მეტი ფული იშოვა. ახლა მის წილად 950 მილიონი დოლარის კაპიტალი მოდის, მაშინ როცა მიხეილ მირილაშვილის ქონება 780 მილიონ დოლარად ფასდება. საქმე ის არის, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთში სათამაშო ბიზნესის არეალი შეიზღუდა და კაზინოების გახსნა მხოლოდ სპეციალურ ზონებში გახდა შესაძლებელი, მირილაშვილის კაზინოებმა ჩაილურის წყალი დალია. ბიზნესმენი იძულებული გახდა კაზინოები დაეხურა, მაგრამ შენობებს, სადაც ეს კაზინოები მდებარეობდა მეპატრონესთვის შემოსავალი მაინც მოაქვთ. მირილაშვილის სახელს უკავშირდება ასევე საკონცერტო დარბაზი "გიგანტ-ჰოლი", კაბარე "ოლიმპია", თეატრ-კაბარე "ასტორია", რესტორნები "კოლხიდა" და ებრაული რესტორანი "7.40-ს", ანუ "სემ სოროკი". მირილაშვილის ყველაზე მსხვილი აქტივია რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დეველოპერული ჰოლდინგი "პეტრომირი".


ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ბიზნესმენი პრესასთან თითქმის არ ურთიერთობს, რადგან არ უყვარს საჯაროდ გამოჩენა. ფიქრობს, რომ ყველაფერი რაც ხდება, ღვთის ნებაა და ის რაც მას შეემთხვა, ღმერთისგან მოვლენილი განსაცდელი იყო, რამაც ის სულიერად კიდევ უფრო გააძლიერა. დღეს მისი ბიზნესი სხვადასხვა მიმართულებით ვითარდება - სამშენებლო სექტორი, სასტუმრო ბიზნესი, ფარმაცევტული კომპანიები, სავაჭრო კომპანიები. აქვს პროექტები ევროპაში, ამერიკაში, აზიაში და აფრიკაშიც კი. მაგრამ ბიზნესის ყველაზე დიდი წილი მაინც რუსეთის ფედერაციაში აქვს კონცენტრირებული.


ქართული წარმოშობის ებრაელ ბიზნესმენს ჰობიც აქვს, ჩოგბურთი იტაცებს, რომლის დროსაც დაღლას ვერ გრძნობს, თურმე. თამაში 35 წლის ასაკში ისწავლა და 5 წელში ისეთ სიმაღლეებს მიაღწია, რომ სპორტის ოსტატებსაც კი ამარცხებს.


კითხვაზე - ებრაელია თუ ქართველი, პასუხობს, რომ ის საქართველოში დაბადებული ებრაელია, ანუ ებრაელი ქართული აქცენტით.

https://www.bpn.ge/article/5477-multimilioneri-kartuli-akcentit




საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

კონტაქტი Facebook

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2022
რედაქტირება 01.01.2022, 10.01.2022, 10.01.2022





150 ყველაზე მომგებიანი კომპანია 2021 წელი

2 0

მდიდარი ქართველები და საქართველოდან სრული სია

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

გიორგი (გოგიტა) ფაღავა (1895-1924) საქართველოს პოლიტიკოსი ქუთაისი იმერეთი

5 0


ერასტი ჯამლურიძე (1875-1962) თუშეთის უკანასკნელი მამასახლისი ხისო, ომალო, თუშეთი. ლევან ჯამლურიძისგან (შვილისშვილი)

3 0


ბორია კახიანი(1947-1982) სვანეთის ამაგდარი მულახი, მესტია, სვანეთი. გაბლიანი და სვანეთი სგან

11 1


მდიდარი ადამიანები საქართველოდან მილიარდელი +20 მლნ აშშ დოლარი


საიტზე mematiane.ge ძებნის ინსტრუქცია

2 0

გამოგვიგზავნეთ თქვენი ქალაქის სოფლის გამოჩენილი ადამიანები ავტვირთავთ თქვენი სახელით

1 1


ქალიშვილების და ჭაბუკების ხარკად აკრძალვა 1774 წელი ქუჩუკ-კაინარჯის ზავის 23-ე მუხლი

1 0


შეიძლება დაგაინტერესოთ ნიმუში

1 0


გურიის რესპუბლიკა, გურიის მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკა 1905-1906 წლები

1 0


ქართლი 141-ი, წმიდა გიორგის ტაძარი

2 0

ერეკლე მეორე (1720-1798) ძირითადი ბრძოლების სია

1 0


ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც მოკლეს. 6 ღვთისმსახური

3 0


აფხაზეთი 10-ი, წმიდა გიორგის გიორგის ტაძარი

2 0

თბილისის დაცემა 523-1921 წლები 25 ბრძოლა

1 0