სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10609

მთავარი იუბილარი/ ხსენება

პოლიტიკა
მდიდარი ადამიანები საქართველოდან მილიარდელი +20 მლნ აშშ დოლარი
ზურაბ ნოღაიდელი დ. 1964წ. 100 მლნ. პოლიტიკოსი დაბ. ქობულეთი ზურაბ ნოღაიდელი დ. 1964წ. 100 მლნ. პოლიტიკოსი დაბ. ქობულეთი
ბმულის კოპირება

მდიდარი ადამიანები საქართველოდან მილიარდელი +20 მლნ აშშ დოლარი

ქობულეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

51       ბეჭდვა

ზურაბ ნოღაიდელი დ. 1964წ. 100 მლნ. პოლიტიკოსი დაბ. ქობულეთი

მდიდარი ქართველები და საქართველოდან სრული სია 

150 ყველაზე მომგებიანი კომპანია 2021 წელი

http://www.compromat.ru/page_20210.htm

Zurab Noghaideli, Зураб Ногаидели

ზურაბ ნოღაიდელი (დ. 22 ოქტომბერი1964ქობულეთი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2005 წლის თებერვლიდან 2007 წლის ნოემბრამდე.

1988 წელს დაამთავრა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. 1988-1989 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი. 1989-1990 წლებში ესტონეთის მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტის სტაჟიორი. 1989-1992 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბათუმის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროს მეცნიერ თანამშრომლად, მეცნიერ-თანამშრომლად, ლაბორატორიის ხელმძღვანელად.1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ საქართველოს მწვანეთა პარტია “, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 1996-1997 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი. 1999 წლის ნოემბრიდან — 2000 წლის მაისამდე იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“, გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარე. 2000მაისი - 20011 ნოემბერი — საქართველოს ფინანსთა მინისტრი2002-2003 წლებში სააქციო საზოგადოების „სახალხო ბანკი“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. 2003აპრილი - ნოემბერი — სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების „დამენია, ვარშალომიძე, ნოღაიდელი და ქავთარაძე“ პარტნიორი. 2003ნოემბერი - 2005თებერვალი —- საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

2005 წელს ზურაბ ჟვანიას მოულოდნელი დაღუპვის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ნოღაიდელი დანიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრად. ამ პოსტზე ნოღაიდელმა 2007 წლის 16 ნოემბრამდე იმუშავა.

ამის შემდეგ ის დროებით ჩამოშორდა პოლიტიკას და კახა კალაძის ბიზნესს ჩაუდგა სათავეში. 2008 წლის შემოდგომაზე ნოღაიდელმა პოლიტიკაში დაბრუნება გადაწყვიტა და დაიწყო პარტიის - მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის - ჩამოყალიბება. ნოღაიდელის პარტიის მიზანი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება იყო. ის განსაკუთრებით აქტიურობდა აჭარასა და გურიაში2010 წლის 23 დეკემბერს პარტიის რიგგარეშე ყრილობამ[1][2][3] ზურაბ ნოღაიდელი პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან გადააყენა ფინანსური პრობლემის გამო, თუმცა დავალიანების გასტუმრებამდე გამგეობის რიგით წევრად დატოვა[4][5]. მოგვიანებით ზურაბ ნოღაიდელმა განცხადება გააკეთა ახალი მოძრაობის დაფუძნებასთან დაკავშირებით




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.01.2022
ბოლო რედაქტირება 10.01.2022
სულ რედაქტირებულია 2





150 ყველაზე მომგებიანი კომპანია 2021 წელი

2 0

მდიდარი ქართველები და საქართველოდან სრული სია

2 0

გიორგი (გოგიტა) ფაღავა (1895-1924) საქართველოს პოლიტიკოსი ქუთაისი იმერეთი

5 0


ერასტი ჯამლურიძე (1875-1962) თუშეთის უკანასკნელი მამასახლისი ხისო, ომალო, თუშეთი. ლევან ჯამლურიძისგან (შვილისშვილი)

3 0


ბორია კახიანი(1947-1982) სვანეთის ამაგდარი მულახი, მესტია, სვანეთი. გაბლიანი და სვანეთი სგან

11 1


ეგნატე გაბლიანი (1881-1937). სვანეთის ამაგდარი ზარდლაში, მესტია, სვანეთი.გაბლიანი და სვანეთი სგან

19 0