ვაჟა გიორგის ძე სიხარულიძე დაბ. 1958 წლის 23 მარტს. თბილისში - გარდაიცვალა 2022 წლის 3 მარტს.
უმაღლესი განათლება . პრიფესია- რუსული ენის ფილოლოგი/ისტორიკოსი.
უკრაინის მოვლენებმა ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა მის ისედაც განადგურებულ ჯანმრთელობას. 24 თებერვალს ინსულტმა გამოიწვია კომა და 1 კვირაში, 3 მარტს გარდაიცცალა.
ავღანეთგამოვლილი ვაჟა სიხარულიძე 1992 წლის 1 დეკემბრიდან 1993 წლის ბოლომდე ირიცხებოდა ეროვნული გვარდიის ბატალიონ ,,ავაზას" შემადგენლობაში.
I ასეულის მეთაურად.
1992 წლის დეკემბრიდან 1993 წლის აგვისტომდე ექვემდებარებოდა ოჩამჩირეს 24 -ე ბრიგადის შტაბს.
როგორც ასეულის მეთაური, მონაწილეობდა მრავალ საბრძოლო ოპერაციაში. მათ შორის ტამიშთან, ცაგერაში, ლაბრაში, ქ. სოხუმში....
მიღებული აქვს ორი ჭრილობა: 1992 წ. 23 დეკემბერს, ლაბრაში, ფეხის არეში. და 1993 წლის 21 სექტემბერს სოხუმისთვის ბრძოლებისას მკერდის არეში.
1993 წლის ივნისში ლაბრა-ტამიშის ხაზზე მოწინააღმდეგის დესანტის განადგურებისას გამოჩენილი მამაცობისთვის, 24- ე ბრიგადის მეთაურის ვ/პოლკოვნიკ ე.თოხაძის წარდგინებით, თავდაცვის მინისტრის გენერალ-მაიორის გ.ყარყარაშვილის მიერ საერთო მწყობრის წინ, მიენიჭა სამხედრო წოდება ,,მაიორი".
1995 წლიდან, მონაწილეობდა აფხაზეთის ტერიტორიაზე წარმოებულ პარტიზანულ მოძრაობაში. შინაგანი ჯარის ტყიბულის ბატალიონის შემადგენლობაში.
2002-2004 წლებში მსახურობდა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტში.
ასევე, 2004 წელს, შ/ჯ შემადგენლობაში, ცხინვალის რეგიონში, მონაწილეობას იღებდა, სამხედრო ოპერაციებში.
ვაჟა სიხარულიძე ყოველთვის, საბჭოთა საქართველოშიც კი განსაკუთრებით ამაყობდა თავისი პატრიოტი, გმირი ბაბუებით, რომლებიც 1924 წელს წითელარმიელებმა დახვრიტეს. შვილებს ამაღლებული ემოციებით უყვებოდა საქართველოს ისტორიას და მხოლოდ ერთს სთხოვდა, გმირი ბაბუების სახელი არ შეერცხვინათ.
თავადაც, ეროვნული მოძრაობის გაცოცხლების პირველივე დღიდან, მერაბ კოსტავას ჯგუფის განუყოველი წევრი, მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა აქციებში, რის გამოც არაერთხელ გახდა საბჭოთა სადამსჯელო რაზმების თავდასხმის სამიზნე.
,,ქართველ შევარდენთა ლეგიონის" შექმნის პირველივე დღიდან ემზადებოდა მომავალი ომებისთვის.
კოჯრის ტყის მიმდებარედ, ლეგიონთან ერთად ააშენა წმ. გიორგის სახელობის ტაძარს.
1989 წლის 9 აპრილი, ფოტო ამერიკული გამოცემიდან.
ვაჟას დიდი ბაბუა გიორგი სიხარულიძე, წარმოშობით ჩოხატაურის რაიონი სოფ. კოხნარი. ოჯახთან და ძმასთან ერთად ცხოვრობდა ქ. სამტრედიაში. ეწეოდა ბიზნეს და საზოგადოებრივ საქმიანობას . აფინანსებდა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მშობლიურ გურიაში, საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის არმიას და სხვა საზ. გაერთიანებებს.
ოკუპაციის შემდეგ აჯანყებულებს ფინანსურად ეხმარებოდა იარაღის შეძენაში.
ოჯახმა არ ითანამშრომლა ოკუპანტებთან. ამის გამო, 1924 წელს გიორგი საკუთარ ეზოში დახვრიტეს, მისი ძმა და ძმისცოლი კი გადასახლებაში.
გიორგის ცოლ-შვილმა, როგორც ,,ხალხის მტრის" ოჯახმა, ყველანაირი კავშირი გაწყვიტა ნათესავებთან, სამტრედიასთან და გურიასთან და ცხოვრება გააგრძელა თბილისში.
1. გიორგი მახარობლის ძე სიხარულიძე.
2. ტიტე სიხარულიძე
ინფორმაცია მოგვაწოდა სერგო ემზარის ძე სულხანიშვილმა დაბადებულია18 ივნისი 1973 წელი სიღნაღში. ვეტერანი შავნაბადას ბატალიონი