ალიკა ედემის ძე ცაავა დაიბადა 25 დეკემბერი 1981 წელს აფხაზეთში, დევნილობის შემდეგ ცხოვრობდა ჯვარი, წალენჯიხა, სამეგრელო გარდაიცვალა 16 აპრილი 2022 წელს რუბეჟნოე, უკრაინა.
დაიბადა სოფელი აჩიგვარა გალის რაიონი, 1992-93 წლის აფხაზეთის ომის შემდგომ ცხოვრობდა სოფელ ჯვარში. მისი მამის მამა, მამის მამის ძმა და მამა სხვადასხვა დროს არიან გენოციდის მსხვერპლი.
"41 წლის ალექსანდრე ცაავა, გარდაცვლილია ზაზა ბიწაძესთან ერთად. იბრძოდნენ კიევში, რუბეჟნისთან მიმდინარეობდა ბრძოლა, სადაც ალყაში მოაქციეს მებრძოლები რუსმა ოკუპანტებმა. მათ უნდოდათ, რომ ბრძოლის მონაკვეთი სწრაფად გაევლოთ, რათა გამოეყვნათ დაჭრილები, ამ სიჩქარეში სამწუხაროდ მანქანა ამოუყირავდათ.
მამა 242. ცაავა ედემ ჭიჭიკოს ძე - 44 წლის, 1997 წლის თებერვალში დახვრიტეს.
მამის მამა 240. ცაავა ჭიჭიკო გრიგოლის ძე - 60 წლის, 1994 წლის 2 თებერვალს საკუთარ სახლში ძმა მირიანთან ერთად დახვრიტეს და დაწვეს.
241. ცაავა მირიან გრიგოლის ძე - 54 წლის, 1994 წლის 2 თებერვალს საკუთარ სახლში ძმა ჭიჭიკოსთან ერთად დახვრიტეს და დაწვეს.
გალის რაიონის გენოციდი გადადი ლინკზე
წყარო მარინა ნაჭყებია
ალიკა ცაავა ომის დაწყების 58-ე დღეს დაიღუპა – 2022 წლის 16 აპრილს, ედიშერ კვარაცხელია კი – 10 ოქტომბერს. „ბათუმელები“ მათ ახლობლებს ესაუბრა.
„ალიკა უკრაინაში საცხოვრებლად 4 წლის წინ წავიდა. იქ დაქორწინდა. რაღაც პერიოდი გერმანიაში ცხოვრობდა მეუღლესთან ერთად, ომის დაწყებამდე 6 თვით ადრე დაბრუნდნენ უკრაინაში. ხერსონში ცხოვრობდნენ,“ – უყვება „ბათუმელებს“ ლიკა ცაავა, ალიკა ცაავას და.
„ომი რომ დაიწყო, ვეხვეწებოდი ჩამოდი-მეთქი, მაგრამ არ წამოვიდა არაფრით. იქ ქართველი მეგობრები ჰყავდა, იმათთვის დაურეკავს – მეც მინდა ომში მონაწილეობის მიღებაო. სამი დღე ვეხვეწებოდით, ცალკე მე და ცალკე ბიძაშვილები – წამოდი, წამოდი. ეს ომი ჩემი ომი, არსად არ წავალო. კურდღელივით ვერ გავიქცევიო. გოგოებმა იარაღი აიღეს და მე სად უნდა გავიქცეო? 40 წლის კაცი დავდგე ახლა და შვეიცარიაში გავიქცეო? მოვკვდები და მოვკვდე მერეო, – ამბობდა.
58 დღე იომა. ვიღაც ქართველი დაჭრილა, დაურეკავს მიშველე, გამომიყვანეო და იმის გამოსაყვანად გაქცეულა. მაგრამ უკანა გზაზე აფეთქდა თურმე. ჩვენ გვეუბნებოდა ნუ გეშინიათ, კარგად ვარ, ყველაფერი მშვიდობიანად იქნებაო. არადა, სულ ცხელ წერტილებში დადიოდა თურმე,“ – გვიყვება ლიკა ცაავა.
ალიკა ცაავა უკრაინაში, ლუგანსკის ოლქში, ქალაქ რუბეჟნოესთან დაიღუპა. მასთან ერთად დაიღუპა ქართველი მებრძოლი ზაზა ბიწაძეც. ზაზა და ალიკა იმ დროს დაიღუპნენ, როდესაც ცდილობდნენ თავიანთი თანამებრძოლის – არკადი კასრაძის ცხედარი გამოეტანათ ცხელი წერტილიდან.
როგორც ალიკას და, ლიკა ცაავა „ბათუმელებს“ უყვება, 39 წლის ალიკა ცაავამ მთელი ცხოვრება სამხედრო საქმეს მიუძღვნა. 2003 წელს სავალდებულო ჯარში წავიდა, საიდანაც ქვეით ბატალიონ „კომანდოსში“ ჩაირიცხა. ალიკა ცაავა იბრძოდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, სადაც დაიჭრა. ომში მიღებული ტრავმები კი მთელი ცხოვრება გაჰყვა. ალიკა ცაავა უკრაინაში საბრძოლველად პირველად 2014 წელს წავიდა. 2018 წელს კი ხერსონში დასახლდა, სადაც დაქორწინდა.
„ომი რომ დაიწყო და ალიკა საბრძოლველად წავიდა, პირველი სამი დღე ვუმალავდი დედას. მერე ვკითხე ალიკას, რა ვუთხრა დედას-მეთქი, ალიკამ, დავრეკავ, სამხედრო ფორმას დავმალავ და ვეტყვი, რომ შვეიცარიაში ვარო. მაგრამ დედა მაინც მიხვდა – შენ რა არის, ბიჭო, ომში წახვედიო? კი, დედა, ომში ვარო. ნუ გეშინიაო.
დედამ ტირილი დაიწყო.
ნუ გეშინია, მე აქ ობოლი ბავშვები მყავს შეფარებული, იცი, როგორი იმედით მიყურებენ, ჩემი იმედი აქვთო. ისინი გადამყავს საზღვარზეო. არაფერს არ ვაკეთებ მეტსო. კიევში ვარ და აქ არაა საფრთხეო. ნუ გეშინია, მე დავბრუნდებიო.
დედას სულ ერთი თხოვნა ჰქონდა – დაელაპარაკეთ, დაელაპარაკეთ. ალიკა თვითონაც ურეკავდა ღამე, როცა ახერხებდა. ნუ გეშინია, მე კიევში ვარ, უსაფრთხოდ ვარო, – ეუბნებოდა.
მაგრამ ბოლოს ასე მოხდა. ჩემი შვილი გმირიაო – ახლა ასე ამბობს დედაჩემი. ახლაც, როცა თქვენ გესაუბრებით, დედა სასაფლაოზეა. ძალიან თბილი იყო ალიკა. განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა დედასთან. ბავშვივით ექცეოდა, ეფერებოდა დედას. 39 წლის იყო. 25 დეკემბერს 40 წლის გახდებოდა,“ – გვიყვება ლიკა ცაავა.
ლიკა ამბობს, რომ როდესაც ძმას საქართველოში დაბრუნებას სთხოვდა, ალიკას სულ ერთი პასუხი ჰქონდა, რომ ეს ომი ისევე იყო მისი, როგორც უკრაინელების.
„აქ რუსები თუ არ შევაჩერეთ, მანდ მოვლენ და ჩემს დისშვილს, ძმისშვილს მომიკლავენო. გგონია, საქართველოში არ მოვაო? რა მნიშვნელობა აქვს, უკრაინაში ვიბრძოლებ თუ საქართველოშიო. რუსი ჩვენი საერთო მტერიაო. ხშირად ვსაუბრობდით. როგორც კი ახერხებდა, მირეკავდა. ან მესიჯს მივწერდი, როგორ ხარ ალიკა? ნუ გეშინია, კარგადო – მწერდა.
მისი გარდაცვალება ფეისბუქით გავიგე. მესიჯი მივწერე, მერე დავურეკე, ზარი არ გადიოდა. ფეისბუქზე შევედი და იმ წუთის დადებული პოსტი ვნახე – კიდევ ორი ქართველი დაეცა ბრძოლაში – ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავაო. გადმოსვენებაში სახელმწიფო დაგვეხმარა. სახელმწიფომ აანაზღაურა ყველაფერი.