სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10528

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
ვეტერანი
გელა გელოვანი გოგის (გიორგის) ძე 1966-2022წწ გარდ. 56 წლის ვეტერანი დაბ. თბილისი გელა გელოვანი გოგის (გიორგის) ძე 1966-2022წწ გარდ. 56 წლის ვეტერანი დაბ. თბილისი

1966-2022 წწ. გარდ. 56 წლის

ბმულის კოპირება

ვეტერანი

გვარი გელოვანი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

52       ბეჭდვა

გელა გელოვანი გოგის (გიორგის) ძე 1966-2022წწ გარდ. 56 წლის ვეტერანი დაბ. თბილისი

გელა გელოვანი გოგის (გიორგის) ძე, დაბ. 09 იანვარი 1966-წ. გარდაიცვალა 2022 წ. 101-ე ბატალიონის მეომარი. 


გელა გელოვანი დაიბადა  თბილისში 1966-წლის 9-იანვარს. 7 წლიდან იზრდებოდა მოსკოვში. სკოლის დამთავრების შემდეგ წავიდა ჯარში მსახურობდა საზღვაო ქვეითად. ჯარიდან ჩამოსულმა  ჩააბარა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში.


აფხაზეთში წავიდა მოხალისედ 1992-წლის 29-აგვისტოს. ჩაირიცხა 101-ე ბატალიონის მე-3 ასეულის, მე-3 ოცეულის მებრძოლად. გაგრაში ისროდა ნაღმტყორცნიდან" და ,,agesidan". 1994 წლიდან წავიდა ემიგრაციაში იატალიაში.


2010 -წლიდან დაბრუნდა საქართველოში. გარდაიცვალა ინსულტით 2022 წლის 23 მაისს.  როგორც მისი თანამებრძოლი მიხეილ ცირდავა იგონებს გელა გელოვანი იყო ერთგული და თავგანწირული, ძალიან უყვარდა სამშობლო. ყველა საქმიდან გამოსავალს პოულობდა. ,,ნაღმტყორცნის" ნაღმებს გაფუჭებული ქონდა კაფსულები არ ვარდებოდა. მან მოიფიქრა და თოფის ვაზნის კაფსულები დაუყენა ასევე ,,agesze'' არ იყო სამიზნე და არ გვქონდა სწრაფდამტენი. მან მოახერხა და მაინც ტენიდა და ზუსტად ოსროდა. პერიოდულად ისროდა ყუმბარმტყორცნს. 1992-წლის სექტემბრის შუა რიცხვებში გაგრაში, სოფელ კოლხიდასთან მამზიშხას მთაზე ვიყავით გამაგრებულები, მოწინააღმდეგე ჩვენს წინ უფრო მაღალ მთაზე იყო და ზევიდან დაგვყურებდა. გადაწყვიტეს ჩეჩნებისთვის კოლიდორი გაეკეთებინათ, რომლებიც რუსეთში ნადავლით ბრუნდებოდნენ. ვერ გათვალეს და ზემოთ მთაში მარტო 9 კაცი დავრჩით. აქედან ოთხმა მოინდომა პოზიციის დატოვება ვინაიდან ალყაში ვექცეოდით და წავიდნენ მე კი ბოლო პოსტზე სამი დარჩენილი მეომარი უნდა გამეფრთხილებინა. ავედი და ავუხსენი რაც მოხდა იქ დარჩენილებს გელა გელოვანს, ვოვა ლორთქიფანიძეს და ალეკო აბდუშელიშვილს (სამივე კონსერვატორიაში ერთმანეთის ჯგუფელები იყვნენ). სამივემ უარი განაცხადა პოზიციის დატოვებაზე. მეც მათან დავრჩი. მოწინააღმდეგე მიხვდა, რომ მარტო ჩვენ ვიყავით და დაგვცხო ყველანაირი იარაღით. თან ამ პოზიციაზე ორი დღე და ღამე ვიყავით და შეცვლაც გვეკუთნოდა. ტყიაწამალი, რომ გველეოდა სწორედ მაშინ მოგვისწრო შეცვლამ 102-ე ბატალიონმა. რამდენჯერმე ტანკით გავედით მოწინააღმდეგის მიმართულებით და გელა გელოვანი ფეხით ყუმბარმტყორცნით დაზღვევას მიკეთებდა მტერი ახლოს რომ არ მომპაროდა.


მამა გოგი გელოვანი (ცნობილი მსახიობი), დედა ნელი იაშვილი, და ირინა. შვილები ტყუპები გიორგი და ნოდარი დაბ 1995 წ.


მამა გიორგი გელოვანი (დ. 1 თებერვალი1924თბილისი — გ. 2004) — ქართველი მსახიობი.


ითანამშრომლა მიხეილ ცირდავა ნოდარის ძე დ.1966წ. ვეტერანი, შავი ავაზა ოფიცერი  წარმ. სოფ. მუხური ჩხოროწყუ


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 26.05.2022
ბოლო რედაქტირება 09.01.2023
სულ რედაქტირებულია 1





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0