სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
იური სიორიძე 1939-92წწ გარდ. ჩოლოქი შსს დაბ. ოზურგეთი იური სიორიძე 1939-92წწ გარდ. ჩოლოქი შსს დაბ. ოზურგეთი

1939-1992 წწ. გარდ. 53 წლის

ბმულის კოპირება



გვარი სიორიძე სია

ოზურგეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

337       ბეჭდვა

იური სიორიძე 1939-92წწ გარდ. ჩოლოქი შსს დაბ. ოზურგეთი

იური სიორიძე დაიბადა 04 მარტი 1939 წელ ოზურგეთში  გარდაიცვალა 30 დეკემბერი 1992 წელს ჩოლოქის პირას ბანდიტებთან ბრძოლაში


გასული საუკუნის 90-იანი წლები რთული იყო საქართველოში. 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის სამოქალაქო ომის შემდეგ ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ამ დროს ოზურგეთის პოლიციას გამოცდილი იური სიორიძე ხელმძღვანელობდა. ბევრ ოზურგეთელს ახსოვს იმჟამინდელი პოლიციის წინ,სკვერში ასეულობით ოზურგეთელის წინ პოლიციის უფროსის სიტყვები: `ან წესრიგს დავამყარებთ ოზურგეთში,ან შევეწირები ამ ბრძოლას.. მართლაც ძალიან მალე,1992 წლის 30 დეკემბერს,მდ. ჩოლოქის პირას ბანდიდეტბთან ბრძოლას შეეწირა მისი სიცოცხლე. მასთან ერთად დაიღუპა მისი თანამებრძოლი, ოფიცერი ნუკრი სეფერთელაძე და მძიმედ დაიჭრა რამდენიმე პოლიციელი.

მისი და მისი თანამებრძოლების პატივსაცემად ყოფილი პოლიციის წინ, სკვერში გაკეთდა მემორიალი. სიკვდილის შემდეგ დააჯილდოეს ვახტანგ გორგასლის მედლით. ტარდება მისი სახელობის საერთაშორისო ტურნირები ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში და ა.შ. მისი თანამებრძოლები, მეგობრები და ახლობლები წლების მანძილზე იკრიბებიან მის საფლავთან დაღუპვისა და დაბადების დღეს.

4 მარტს იური სიორიძე 75 წლის გახდებოდა. მის საფლავთან კვლავ შეიკრიბნენ იური სიორიძის მეგობრები და ახლობლები.მოვიდნენ მხარისა და მუნიციპალიტეტის, ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელები, რიგითი ოზურგეთლები და ერთხელ კიდევ პატივი მიაგეს სამშობლოსათვის თავგანწირული ვაჟკაცის ხსოვნას.


როგორც მისმა ვაჟმა,ზაზა სიორიძემ გვითხრა,წელს მაისში, ოზურგეთში იური სიორიძის მორიგი მემორიალური ტურნირი გაიმართება ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. რამდენიმე ხნის წინ ჩვენი გაზეთის არქივში მივაკვლიეთ ვ. ფატრიძის (ვ. ჭანუყვაძის) სტატიას, რომელიც იური სიორიძის ცხოვრების ადრეულ წლებს ეძღვნება. გთავაზობთ ამონარიდებს ამ წერილიდან:


`სურათზე თქვენ ხედავთ იური სიორიძეს. ხომ არ გეცნობათ? ბევრს ალბათ არც გაგიგონიათ მისი სახელი. ყველა ადამიანი ერთბაშად არ გამხდარა ცნობილი. მოვა დრო და ამ თავმდაბალ ახალგაზრდასაც უფრო მეტად გამოაჩენს მისი შრომა და საქმიანობა.

მაღალი, წარმოსადეგი ტანის ყმაწვილია იური. მასში დაკვირვებული კაცი ადვილად შეამჩნევს ფიზიკურ ძალასაც და იმ დიდ სულიერ გულკეთილობას, რომელიც ცისფერი თვალების სიღრმიდან გამოსჭვივის. იგი შეიყვარეს კონჭკათელმა მშრომელებმა და ახალგაზრდებმა საერთო საქმის ერთგულებისთვის, შრომისმოყვარეობისთვის, ნდობა გამოუცხადეს და საკოლმეურნეო პირველადი კომკავშირული ორგანიზაციის მდივნად აირჩიეს.

მას შემდეგ ერთი წელი გავიდა... ჩაუდგა თუ არა იური ახალგაზრდობას სათავეში, მუშაობაც გამოცოცხლდა. იგი პირადი მაგალითით უჩვენებს სხვებს, თუ როგორ უნდა საერთო საქმისთვის ბრძოლა, დადებული პირობების პირნათლად შესრულება.. თვით იურიმ, რომელსაც 0,5 ჰექტარი საყანე ფართობი ჰქონდა მოსავლელად გაპიროვნებული, ჰექტარზე გადაყვანით 75 ცენტნერი სიმინდი მოიყვანა.

შემდეგ კონჭკათელმა ახალგაზრდებმა საინტერესო ინიციატივის აღება გადაწყვიტეს _გამოუყენებელი არ დაეტოვებინათ არც ერთი ჰექტარი მიწის ფართობი. დაამუშავეს 3 ჰექტარი ყამირი და ნასვენი მიწა. მასზე დარგეს 1500 ძირი კაიფერას ჯიშის მსხლისა და 500 ძირი თუთის ნერგი... `კონჭკათში ახალი ძალით აჩქეფდა სპორტული მუშაობა,

რასაც ერთი მხრივ იმანაც შეუწყო ხელი, რომ თვით ახალგაზრდობის ხელმძღვანელია სპორტზე შეყვარებული. იური პირველთანრიგოსანი მოჭიდავეა. 1960 წელს დაიწყო სპორტის ამ სახეში მეცადინეობა და მალე საუკეთესო შედეგებსაც მიაღწია. იგი რაიონის მოჭიდავეთა ნაკრები გუნდის წევრია. ხშირად საუკეთესო

შედეგით გამოსულა რესპუბლიკურ შეჯიბრებებშიც...~ (გაზ. `ლენინის დროშა,~15 აპრილი, 1962 წ. #46).

იური სიორიძემ სწავლაშიც და სპორტშიც მალე დიდ წარმატებებს მიაღწია. თსუ-ს სტუდენტი საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების წევრი იყო და სოფლის სპირტსმენთა საკავშირო პირველობაზე სპორტის ოსტატი ჩემპიონი გახდა. ამას არერთი გამარჯვება მოჰყვა თანაგუნდელებთან ერთად სხვადასხვა ტურნირზე.…

1992 წელს იგი საქართველოს ნაკრებთან ერთად თურქეთში დიდ საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრა. მისი თავკაცობით დამოუკიდებელი საქართველოს ნაკრებმა გუნდმა პირველ დიდ წარმატებას მიაღწია...

ასე იცხოვრა, სამმაო ხანი გავიდა მისი ტრაგიკული დაღუპვიდან. წავიდა და დატოვა კარგი სახელი, ლამაზი ოჯახი და მაგალითი იმისა,თუ როგორ უნდა განვლოს ადამიანმა უფლის მიერ ნაბოძები ცხოვრების მონაკვეთი და თუ საჭირო გახდა, როგორ ღირსეულად დატოვოს წუთისოფელი.

ნუგზარ ასათიანი




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 02.06.2022
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0