სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11192

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
ზურაბ მუზაშვილი 1977-2015წწ გარდ. 37 წლის მაშველი, დაბ. სოფ. აღაიანი კასპი ზურაბ მუზაშვილი 1977-2015წწ გარდ. 37 წლის მაშველი, დაბ. სოფ. აღაიანი კასპი

1978-2015 წწ. გარდ. 37 წლის

ბმულის კოპირება



გვარი მუზაშვილი სია

კასპი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

8       ბეჭდვა

ზურაბ მუზაშვილი 1977-2015წწ გარდ. 37 წლის მაშველი, დაბ. სოფ. აღაიანი კასპი

ზურაბ მუზაშვილი დაიბადა 23 აგვისტო 1977 წელს სოფელი აღაიანი კასპი, გარდაიცვალა 13 ივნისი 2015 წელს, თბილისში წყალდიდობის დროს

13 ივნის წყალდიდობისას გარდაცვლილი მაშველი.მან სიკვდილამდე 8 ადამიანის სიცოცხლე იხსნა სიკვდილისგან.შემდეგ კი გაუჩინარდა.მესამე დღეს მაშველებმა მდინარეში გარდაცვლილი იპოვეს.


ეს ჩვეულებრივი გამოძახება იყო - ბუნებრივი აირის მილის დაზიანების გამო. ზურაბი მეწყვილესთან ერთად გამოძახების ადგილზე გავიდა. მანქანაში ოთხი ადამიანი იყო.


დანიშნულების ადგილამდე მისვლა ბრიგადამ ვერ შეძლო. ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე ისინი "საცობში" მოყვნენ - მაშინ ვერავინ აცნობიერებდა, თუ რა უბედურება ელოდა ქალაქს...

წყარო https://vid1.ria.ru/ig/infografika/step/Sputnik/ge/geroy-ge/index.html

"თქეში და თავსხმა წვიმა იყო. ვხედავდით, პატარა მდინარე როგორ დიდდებოდა და გზა წყლით იფარებოდა. ჩვენ მანქანაში ვისხედით, თუმცა, რამდენიმე წუთის შემდეგ დაიწყო... საშინელება, - ჰყვება ზურაბის მეწყვილე ლევან კილაძე. - მდინარე ძალიან სწრაფად მოდიოდა, ჩვენ მანქანიდან გადმოვედით, რათა გვერდით მდგარ მიკროავტობუსში მყოფებს დავხმარებოდით. როდესაც მიკროავტობუსიდან ბოლო ადამიანი გამოვიყვანეთ, მიკროავტობუსი ჩვენ თვალწინ წყალმა წაიღო".აბობოქრებული წყლის დიდი მასის მიღმა მიწის კუნძული სულ უფრო მცირდებოდა. წყალს ყველაფერი თან მოჰქონდა - ხეები, ქვის ლოდები, სარეკლამო ბოძები, სახლის სახურავები.

„ჩვენ აბობოქრებული წყლის შუაგულში აღმოვჩნდით. წარმოუდგენელია იმის გადმოცემა, რაც ხდებოდა. ყველა მხრიდან ხალხის განწირული ხმა ისმოდა, რომლებიც შველას ითხოვდნენ".

ლევან კილაძე, ზურაბის მეწყვილე

ლევანი ჰყვება, რომ ფეხი დაუცდა და წყალში აღმოჩნდა. ზურაბი მის გადასარჩენად გადაეშვა და მეგობარი წყლიდან ამოიყვანა. შემდეგ დანარჩენების გადასარჩენად კვლავ წყალში შევიდა.


დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ის გაყინულ წყალში, რომელიც ტალახის ფაფასავით იქცა, ყვინთავდა და კიდევ შვიდი ადამიანის გადარჩენა მოახერხა. მეწყვილის ჩათვლით რვა ადამიანი გადაარჩინა, მეცხრეს გადარჩენა კი ვერ მოასწრო.


ზურაბის ცხედარი წყალდიდობიდან მესამე დღეს „მზიურის" პარკის ტერიტორიაზე იპოვეს. ის 37 წლის იყო.

იმ საშინელ ღამეს თბილისში 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ მეწყერმა პატარა მდინარე

ჩახერგა, რომელმაც შემდეგ კალაპოტი გაარღვია და ნიაღვრად

წამოვიდა. ადიდებულმა მდინარემ, რომელსაც თან

მოჰქონდა ფესვებიანად მოთხრილი დიდი ხეები,

საძირკველგამოცლილი სახლები, ქალაქის ცენტრი

დატბორა. ოფიციალური ვერსიით, 21 ადამიანი

დაიღუპა, ორი კი ამ დრომდე უგზოუკვლოდ

დაკარგულად ითვლება.

„რაღაც მომენტში წყლის მოვარდნა შეჩერდა... მაგრამ უცებ ჩვენ დავინახეთ, რომ წყალს ჩვენი მიმართულებით საშინელი სიჩქარით ხე მოჰქონდა. ყველა, ვინც იქ ვიყავით, უკან გადავხტით... და ამ დროს დავინახე, რომ ზურაბს, რომელიც წყალში იყო, ეს ხე წამოედო და წყალმა წაიღო... მე ვერ მოვასწარი... ვერ მოვასწარი მისთვის ხელის გაწვდენა, დაყვირებაც კი ვერ მოვასწარი"...

ლევან კილაძე, ზურაბის მეწყვილე


სიკვდილისგან გაქცევა

...და მაინც, ზურაბი არ იყო ჩვეულებრივი ადამიანი. პირველად

მან 10 წლის ასაკში საკუთარი მეგობარი გადაარჩინა.


ზურაბი სოფელ აღაიანში დაიბადა, სადაც დაამთავრა კიდეც საშუალო სკოლა.


„მდინარე ქსანში ბავშვები ბანაობდნენ. ერთი წყალში ჩავარდა და ზურაბმა გადაარჩინა. მაშინ ის სულ რაღაც ათი წლის იყო", - გაიხსენა ზურაბის მამამ გიორგი მუზაშვილმა.

დღეს ზურაბის მამა შვილის მოგონებებით ცხოვრობს. ზურაბის ოთახში ყველა ნივთი უცვლელად დევს... მამა არავის აძლევს უფლებას, შვილის ნივთებს შეეხოს და გადააადგილოს.


ყველაფერი ისე დარჩა, როგორც ზურაბის სიცოცხლეში იყო - ტანსაცმელი, წიგნები, სპორტში მიღებული ჯილდოები, რომლებსაც ბოლოს ერთი მედალი დაემატა - მუზაშვილი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა მედლით „სამოქალაქო თავდადებისთვის".


მის ოთახში ბევრი ხატია - ძველები, რომელთანაც ზურაბი ლოცულობდა და ახალი ხატები - რომლებსაც ოჯახს მთელი საქართველოდან უგზავნიან. ხატების ნაწილი


ქსანში მდებარე კოლონიიდან მსჯავრდებულებმა გამოაგზავნეს...


და კიდევ, ახლობლები ჰყვებიან, რომ სიკვდილის აჩრდილი ზურაბს მთელი ცხოვრება უკან დაჰყვებოდა...


რამდენიმე წლის წინ ექიმებმა მისი გადარჩენა ძლივს მოახერხეს - ზურაბი ველოსიპედიდან გადმოვარდა და თავი დაარტყა. საჭირო გახდა მრავალსაათიანი ოპერაციის ჩატარება და იმპლანტის ჩასმა.


შემდეგ სამი თვე კომაში იყო, მაგრამ გონებაზე მოსვლა შეძლო. ფეხზე დადგა და სამუშაოდ სახანძრო სამსახურში წავიდა.


მშობლებსა და მის დას ყოველთვის ეშინოდათ, ფიქრობდნენ, რომ ზურაბის ბედისწერა ცეცხლი იქნებოდა - მაგრამ მისი სიცოცხლე წყალმა წაიღო.

„შაბათი იყო, ტელევიზორი გამოირთო. ზურაბთან დავრეკე, მან ამიხსნა, რა უნდა გამეკეთებინა... შემდეგ კიდევ დავრეკე და ზურამ მითხრა, რომ თბილისში ძლიერი წვიმაა და ტელევიზორი გამომერთო. ამის შემდეგ მასთან დაკავშირება ვეღარ შევძელი".

ლენა მუზაშვილი, ზურაბის დედა.

ახლობლებს პანიკა წყალდიდობიდან მხოლოდ ერთი დღის შემდეგ დაეწყოთ - ზურაბი მორიგეობის დროს ადრეც ხშირად

იკარგებოდა ხოლმე.

„როგორ არ მინდოდა, რომ მეხანძრე გამხდარიყო, - ამბობს ზურაბის და მედეა მუზაშვილი, - მაგრამ სხვა სამსახური არ იყო, ხოლო თავად ძალიან უყვარდა მისი სამუშაო. მე ყოველთვის ვეხვეწებოდი, სამსახურიდან წამოსულიყო, მაგრამ ვერაფრით დავიყოლიე".


ზურაბმა საკუთარი ოჯახის შექმნა ვერ მოასწრო, მშობლებთან, დასთან და დისშვილებთან ერთად ცხოვრობდა. საკმაოდ წარმატებული მოჭიდავე იყო, ბევრი ჯილდო ჰქონდა მოპოვებული, ფიზკულტურის ინსტიტუტი დაამთავრა და მწვრთნელობისთვის ემზადებოდა, მაგრამ ვერ მოასწრო ბავშვებისთვის სპორტული დარბაზის გახსნა.


ის მუდამ ჩქარობდა, ყოველთვის ვიღაცას სჭირდებოდა. საკუთარი თავის გაადრჩენა კი ვერ მოასწრო.


მარადიული ხსოვნა

ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმ ადამიანისთვის, რომელიც გმირი ხდება. სიკვდილის შემდეგ ზურაბი დააჯილდოვეს მედლით „სამოქალაქო თავდადებისთვის", ხოლო თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ნუცუბიძის პლატოზე ზურაბის სახელი ეწოდა.


მეგობრებმა კი მოიფიქრეს და ყოველ წელს, 23 აგვისტოს - ზურაბის დაბადების დღეს სოფელში ჭიდაობაში შეჯიბრებას ჩაატარებენ.


მალე სოფელში ზურაბ მუზაშვილის სახელობის სპორტული დარბაზი გაიხსნება და მემორიალი დაიდგმება - თავდადებისა და გმირობის სიმბოლო.


ზურაბი მშობლიურ სოფელშია დაკრძალული. საფლავის ქვაზე აწერია - „მადლობა, ზურა". მისი საფლავიდან მშვენიერი ხედი იშლება, ყველა მხრიდან მოჩანს საქართველოს დროშა... აქ ყველამ იცის, ვისი საფლავია ეს - გმირის საფლავი.

თბილისის ერთ-ერთ სკოლაში სტენდზე ბავშვების ნამუშევრებია გამოფენილი, რომლებშიც ისინი შეეცადნენ გაეგოთ იმის ფასი, რაც ზურაბმა ადამიანების

გადასარჩენად გაიღო. „ჩვენ გვახსოვს", - წერია სტენდზე.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 13.06.2022
ბოლო რედაქტირება 13.06.2022
სულ რედაქტირებულია 2





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0