სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
მამა გიორგი (კირკიტაძე) 1950-2022წწ პატიოსანი მღვდელი დაბ. სოფ. ანანაური ლაგოდეხი წარმ. სოფ. მუხურა ტყიბული მამა გიორგი (კირკიტაძე) 1950-2022წწ პატიოსანი მღვდელი დაბ. სოფ. ანანაური ლაგოდეხი წარმ. სოფ. მუხურა ტყიბული

1950-2021 წწ. გარდ. 71 წლის

ბმულის კოპირება



გვარი კირკიტაძე სია

ლაგოდეხი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

329       ბეჭდვა

მამა გიორგი (კირკიტაძე) 1950-2022წწ პატიოსანი მღვდელი დაბ. სოფ. ანანაური ლაგოდეხი წარმ. სოფ. მუხურა ტყიბული

მამა გიორგი რომანოზის ძე კირკიტაძე დაიბადა 21 სექტემბერი 1950 წელს სოფელი ანანაური ლაგოდეხი, გარდაცვალა 26 იანვარი 2022 წელს კოვიდპანდემიით

ვიდეო გადაიღო და დაამუშავა ნატალია დავითის ასული შუბითიძე მამაოს მრევლი

სწორედ პატიოსანი და სამაგალითო მოძღვარი გახლდათ მღვდელი გიორგიც (კირკიტაძე). იგი იყო ლაგოდეხის რაიონის სოფ. ონანაურის მკვიდრი.

ამავე სოფელში დაიბადა 1950 წლის 21 სექტემბერს. მისი მშობლები, გლეხები – რომანოზ კირკიტაძე და მარიამ ახმეტელი, შრომას შეჩვეული, გულმოწყალე და სტუმართმოყვარე ადამიანები იყვნენ. რომანოზი ხელოვანი კაცი გახლდათ ეხერხებოდა ხარატობა, დურგლობა და სხვადასხვა ტექნიკური საქმიანობა, რითიც ფაქტობრივად არჩენდა ოჯახს. მარიამი რუსული ეწის სპეციალისტი და მასწავლებელი იყო.

მამა გიორგის დიდი მწუხარება დაატყდა თავს ჯერ კიდევ ყრმობის ასაკში. სამი წლის იყო, როცა ნაადრევი მშოობიარობის გამო, გარდაეცვალა დედა. ამის შემდეგ მის აღზრდაზე ზრუნვა მისმა დედინაცვალმა იტვირთა, რომელიც პროფესიით ექიმი იყო და განსაკუთრებული სიმკაცრით გამოირჩევოდა. მისმა ასეთმა დამოკიდებულებამ განსაკუთრებულად დიდი როლი ითამაშა ყრმა გიორგის სწორად აღზრდაში. მამა გიორგის ჰყავდა ორი ნახევარ და, რომლებმაც სწავლა თბილისში გააგრძელეს და იქვე დაოჯახდნენ. ის რაც მამა გიორგის მშობლებს ახასიათებდათ და რაც თავიაანთ შვილებს გადასცეს, იყო უბიწო ზნეობა, გულწრფელობა, პატიოსნება და ოჯახის ტრადიციების ერთგულება.


მამა გიორგის ბავშვობის შესახებ ცნობილია რომ ზედმიწევნით წესიერი და ზრდილი ახალგაზრდა. იგი სკოლის ასაკში დიდი მონდომებით დაუფლებია სპორტს, განსაკუთრებით უყვარდა ფეხბურთი იყო კარგი მეკარე. სკოლის დამთავრების შემდეგ (დაამთავრა  აფენის საშუალო სკოლა მე-11 კლასი), თამაშობდა რამოდენიმე მოწინავე გუნდის ლიგაში და აქვს დამსახურება სპორტის ოსტატი. პარალელურად იგი სწავლობდა თბილისის სატყეო ტექნიკუმში. მას მოუწია საბჭოთა კავშირის ჯარში მსახური და ორი წელი იყო ყაზახეთის სარაკეტო ბრიგადაში. ჯარიდან დაბრუნებულმა აღარ გააგრძელა სპორტული საქმიანობა, დაქორწინდა 1976 წელს მეზობელი მსოფლის მკვიდრ ანა ბუზალაძეზე  შეეძინათ ოთხი შვილი რომანოზი, მარიამი, ალექსანდრე და მაია. რომანოზი 19 წლის ასაკში აღიკვეცა ბერად, (მამა დავითი), მარიამის მეუღლეც მღვდელი გახდა (მამა მიქაელი), ალექსანდრე მამისაელ სახლშია დაოჯახებული, ხოლო მაია ტაბახმელაშია გათხოვილი.

მამა გიორგის ახალგაზრდული წლები, კომუნისტური ეპოქა გახლდათ და შესაბამისად რთული დრო, იდგა რელიგიის მხრივ. სოფლებში არ ფუნქციონირებდა ეკლესია და მოძღვარიც ძნელად სადმე თუ მოიძებნებოდა, მაგრამ ოჯახს ჰქონდა გარკვეული წარმოდგენა ღმერთზე და მართლმადიდებლურ რწენაზე, ეს სარწმუნოება მამა გიორგის ჯერ კიდევ ბავშვობაში ჩაუნერგა თავისმა ბებიამ. ტასო ბებია ასე ეძახდა მას და დიდი სიყვარულით იხსენებდა, სწორედ ამ ადამიანმა მიიყვანა ყრმა გიორგი ლაგოდეხის წმიდა ნიკოლოზის ხის ეკლესიაში და მონათლა. შემდეგ მამა გიორგი იხსენებდა: "მე რუსმა მღვდელმა მომნათლაო" დიახ : 40 წლამდე ის სოფლის მეურნეობით იყო დაკავებული. ოთხმოცდაათიანი წლები იდგა და სოფელ ანანაურში დაიწყო  სექტანტების აქტიური მოძრაობა, რის წინააღმდეგაც ხშირად უწევდა მას და მის ოჯახს დამოსვლა და დაპირისპირება, ამ ყველაფრისთვის საჭირო გახდა რელიგიური განათლება, რაშიც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის მის დისშვილებს. ისინი თბილისიდან უგზავნიდნენ მართლმადიდებლურ ლიტერატურას. ასე დაიწყო მისი პირველი ეკლესიური ნაბიჯები. მერე მოხდა ისე რომ მონასტერშიც მოუწია ცხოვრება, ეს იყო თელეთის წმიდა გიორგის მონასტერი, სადაც მანამდე ბერად იყო აღკვეცილი მისი უფროსი შვილი რომანოზი (მამა დავითი). ამავე მონასტერში, ის გახდა მამა ამბროსის სულიერი შვილი და დაიწყო, მისი მრევლის სტატუსით ცხოვრება. ეზიარებოდა და ხშირად აბარებდა აღსარებებს. სოფელში დაბრუნებულს შეეძლო ეკლესიაში პარაკლისების კითხვა და გალობა, რასაც დიდი გულმოდგინებით ასრულებდა. ამის გამო მან მოკლე დროში, ძალიან ბევრი ადამიანის პატივისცემა მოიპოვა. იგი მალევე შეხვდა ადგილობრივ მღვდელმთავარს მიტროპოლიტ სერგის და მისგანაც მიიღო მრევლთან 

ნატალია შუბითიძესთან ერთად

ერთად (რომლებიც თვითონ მოაქცია) პარაკლისების კითხვის კურთხევა ეკლესიაში.

პარალელურათ შეუდგა წმიდა ნინოს სამლოცველოს შენებას, რადგან ტაძარი სადაც იკრიბებოდნენ ხალხს ვეღარ იტევდა, სწორედ ამ დროს როცა ისინი საძირკველს თხრიდნენ, იმავე საღამოს სამ პიროვნებასთან ერთდ, შეესწრო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის გამოცხადებას. 

როგორც ჰყვებოდნენ გამოცხადება დაახლოვებით 3-5 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. ღვთიმსშობელი ყრმით ხელში გამოცხადდა ტაძარში ტაძრის საკურთხევლის კონქში, რომელსაც ხელში პატიოსანი ჯვარი ეჭირა და მომლოცველებს სახავდა. როგორც ამბობენ ღვთიმშობლი ენითუთქმელი კაშკაშა ნათელში იყო და უთვალავი სხვადასხვა ფერის ციცინათელები უმკობდნენ მას და მის ყრმას ბრწყინვალე გვირგვინებს. ამ გამოცხადების შესახებ დეტალურად ჰყვებოდნენ შემდგომ სატელევიზიო გადაცემებში და იბეჭდებოდა პრესაშიც. აგრეთვე გადმოცემის მიხედვით დაიწერა გამოცხადებაც ანანურის ღვთისმშობელი.

ამ გამოცხადებამ მრავალი ადამიანი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე ბევრი გზაშეცდომილი მოუბრუნა მართლმადიდებლობას. სექტანტური მოძრაობა კი მართლმადიდებლურმა მოძრაობამ შეცვალა. ამ ყველაფერმა განსაზღვრა მამა გიორგის ახალი ცხოვრების ახალი ეტაპი. იგი თვიდან უარობდა მღვდლობის  პატივს, რადგან მაღალი პასუხიმგებლობის ეშინოდა, მაგრამ შემდგომ დათანმხდა და 2004 წკის ბზობის დღესასწაულზე 53 წლის ასაკში ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის მიერ, ხელდასხმული იქნა დიაკვნად, ხოლო ამავე წლის ნათლისმცემლის შობის დღეს კი მღვლად.


კურთხევის შემდეგ მრევლთან წარდგომისას დალოცა მეუფემ მამა გიორგი და უსურვა ღვთის სადიდებელი მოღვაწეობა, მრევლისა და ერის სიყვარული და საბოლოოდ ცხონება და სასუფეველი მრევლთან ერთად. 

იგი დაადგინეს ამავე ეპარქიის წმიდა გიორგის ახლად აშენებულ ეკლესიაში და კიდევ შეუფარდეს სამი სამრევლო ეკლესია 18 სოფლით. იგი ამავე დროს მორიგეობდა ყაზანის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში წირვა ლოცვებზე. მისი მოღვაწეობიდან გამორჩეული იყო ის რომ ჩვევად ჰქონდა არ გადაედო და გაჭირვებულისათვის და მაშინვე აღმოეჩინა დახმარება. ხშირად სახლში დაბრუნებულს სკამზე დაუპირებია დასვენება, რომ ტელეფონს დაურეკია და საჯანმრთელო პარაკლისი ან პანაშვიდი უთხოვიათ. ის მაშინვე წამოხტებოდა და ტაძარში გარბოდა, როცა ოჯახში ეუბნებოდნენ ჯერ დაესვენა საჭმელი მიეღო და მერე წასულიყო პასუხობდა: "მათ ახლა ვჭირდები მერე ვის რაღათ ვუნდივარო" ხშირად უნახავთ ფეხით მოსიარულე სხვადასხვა წესებზე და საზოგადოებრივი ტრანსპორტიტაც. მას ჰყავდა გაუმართავი ავტომანქანა, რომელიც ხშირად უფუჭდებოდა. არც თკილობდა იმას რომ მანქანა გზაში მიეტოვებია და ფეხით წასულიყო. მისთვის მთავარი ადამიანების ღმერთთან მიყვანა და სულის ცხონება იყო, დანარჩენი მეორეხარისხოვნად მიაჩნდა.

დაუღალავად და ენერგიულად მოღვაწეობდა მღვდლობის ასპარეზზე, იმდენად მონდომებული იყო ეკეთებია ღმერთის საქმე, შესაშური და მისაბაძი მაგალითი იყო ყველასთვის. 18 წელი იმსახურა თავის სამწყსოში. და ძალიან ბევრ ადამიანს შეაყვარა თავი.

მამა გიორგი ბოლო პერიოდის განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა, რადგან კორონავირუსით დაინფოცირებამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოლად დაამძიმა და 71 წლის ასაკში. 2022 წლის 25 იანვარს იქვე გარდაიცვალა. დაკრძალულია სოფელი გიორგეთის წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის ეზოში, იქ სადაც დაიწყო პირველი მღვდელმსახურება.

შვილი მღვდელ მონაზონი დავითი (რომანოზ კირკიტაძე) 03 იანვარი 1977 წელი

მამა მიქაელ, (მამუკა ღუღუნიშვილი ომარის ძე) დაბადებულია 19 აგვისტო 1972 წელი სოფელი ლელიანი. წარმ. დარკვეთი ჭიათურა, შვილის მარიამის მეუღლე



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 27.09.2022
ბოლო რედაქტირება 13.10.2023
სულ რედაქტირებულია 9





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0