დაიბადა 01 სექტემბერი 1956 წელი , სოფელი ენისელი, ყვარელი.
1990 წლიდან ჩართული იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის გამართულ ყველა ბრძოლაში.
ნოდარ კირკიტაძე (დაბ. 1956) სოფ, ენისელი, ყვარელი, კახეთი
ირაკლი ამირეჯიბი (1963-1992) აფხაზეთის ომის(1992-1993) გმირი თბილისი
ცოცხალი გმირები, ნოდარი კირკიტაძის მონაყოლი
მეთაური და ოპერაციის უშუალო ხელმძღვანელი.
ნოდარ კირკიტაძე ყვარელი ენისელი.
ნოდარ ფრეწუაშვილიყვარელი
ზვიად სეფაშვილი ყვარელი
გია ბაბალაშვილი ყვარელი
ბეემპეს მძღოლი გავრუშა ყვარელი (გარდაცვლილია)
მე ოთხ ჩემს მეომართან ერთად გააფთრებული ბრძოლებით ძლივს გამოვგლიჯეთ დაუნდობელ, პირსისხლიან მტერს ბრძოლის ველიდან ირაკლის ცხედარი ბეემპეზე მაღლიდან დავაკარით,
იმის გამო რომ, შიგ დაჭრილი ჟურნალისტები წამოვკრიფეთ ბრძოლის ველზე მდებარე დიდ იამიდან და ისინი მოვათავსეთ საბრძოლო ტეხნიკაში...
ირაკლის გულიზე შევიჭერ საომრად მაგრამ....
ჩემი პატარა ძმა უკვე მკვდარი დამხვდა...
ვახო ჭუნაშვილი დამეჭრა და დაჭრილმა კიდევ იომა, ყვარლელი გავროშა მეჯდა შოფრათ და....
დაღამდა.
გამიხარდა რომ დაღამდა მაგრამ რუსებმა გაანათეს დედამიწა მაღლიდან პარაშუტზე დაკიდებული მანათობლებით...
დავიწყეთ ბრძოლა ირაკლის გამო, არ უნდოდათ მიცვალებული მეომრის გამოტანება, გეგონება იცოდნენო ვისი შვილიც იყო და მისი ვინაობაც...
გააფთრებულ ბრძოლაში გადაგვეზარდა და მე ვერც გავიგე როგორ მოვიდა ჩვენი ტანკი დახმარებაზე, ერთი სნარიადი უსვრია და ისიც აუცდენია....
შეშინებულები უკან გამობრუნებულან. მეორე დღეს ზვიად სეფაშვილს უნახია ოჩამჩირეში და ასეთი პასუხი გაუციათ;
იქ სერიოზულად ისროდნენო...
ბეემპეზე შალგი გადაგვიძრეს რაღაც უცნაური დიდი სნარიადით და ვეღარ გამოვედით ბრძოლის ველიდან....
ცეცხლი წაეკიდა ჩემ საბრძოლო მანქანას და ისევ ჩამოვხსენ ირაკლი მაღლიდან...დაგვიწყეს დაბომბვა!
მე დავყრუვდი ისეთი ახლოს მოხვდა გრანატამიოტის სნარიადი ბმპეს...კინაღამ ყველა დაგვხოცეს
ვახოს ჭრილობები აწუხებდა, სამნი დავრჩით მაგრამ მაინც მოვახერხეთ და ხოხვა - ხოხვით გამოვედით და ის დაჭრილი ქალბატონი და ფრანგიც გამოვიყვანეთ ნამდვილ ჯოჯოხეთიდან...
თუშიც (კობა ლაგაზიძე) ალყაში ყოფილა და ჩვენ მისვლამ ისიც გადაარჩინა...
მთელი ღამე ვათრიე ჩემი პატარა მეგობარი, ხან ზურგზე ვიკიდებდი და
ხან მოვათრევდით...
როგორც იქნა სამშვიდობოზე გამოვედით...
დაახლოებით ორი კილომეტრის გამოვლას ხუთი საათი მოვუნდით...
დაჭრილები ჟურნალისტი ირა გოგოსაშვილი და ვიღაც ფრანგი ჟურნალისტი ჩემმა მეომრებმა, როგორც იქნა გამოიყვანეს, ირა ფეხს ითრევდა, ეტყობოდა ფეხში იყო დაჭრილი და სავადმყოფოში გააგზავნეს და მე ირაკლი დავმალე ჩაის პლანტაციებში...თუშიც გვერდში მყავდა...
გაის პოსტი იყო და ძირში სეტკა ამოვჭერ, შევახოხე შიგ და მეშვიდე რიადში შევახამე ტოტებით და ბალახებით...
თენდებოდა, სუმთლად დავსველდი,
90 % დაყრუებული ვიყავ დაბომბიდან გამომდინარე და ძირითად შტაბამდე ვეღარ მივაღწიე...თავს ვეღარ ვგრძნობდი ზედ თუ მება, ისე მტკიოდა
ჩემ საცხოვრებელში მივედი და...
თერმომეტრმა 41 გრადუსი უჩვენა...
ბატონი ჯაბა თვითონ მობრძანდა ჩემთან და მთხოვა ნახაზი, თუ სად მყავდა ირაკლი დამალული...
თან ძალიან წუხდა; ჭაბუამ მე ჩამაბარა და მთხოვა მიმეხედა ირაკლისთვის...
ვერ მივხედე და მკვდარი მაინც ჩავაბაროვო...
ჭაბუამდე არ მივსულვარ, მრცხვენოდა კაცის თვალებში შეხედვის, ასე მეგონა მეც დამნაშავე ვიყავი ირაკლის გარდაცვალებაში, არადა ირაკლი თვითონ ჟურნალისტებს და უცხოელებს აცილებდა და მაგ დროს მოკლეს...
რაც მოხდა,
ღმერთმა ზუსტად იცის როგორც მოხდა..
ის კი არა, ვახტანგ გორგასლის ორდენზე ვიყავ წარდგენილი და ის არ ავიღე ჭადრაკის სასახლეში
მეამაყება რომ ირაკლი ამირეჯიბი ჩემი პატარა ძმა, ომის მეგობარი და სანიმუშო ქართველი იყო. შემდგომში ბუჩქებიდან, პროზექტურაში გადაასვენეს რომლის დროსაც მე იქაც ვყოფილვარ და იმდენად ცუდად ვიყავ აღარ მახსოვდა კობა ლაგაზიძემ შემახსენა ( თუში).
ირაკლი რომ ქართულ მიწაშია დამარხული,
ჩემი მეთაურობით მოხდა.
გოჩა ავაზაშვილი ყვარელი, გარდაიცვალა წალენჯიხაში 1992 წელს
ოთარ ფირანიშვილი ყვარელი გარდაიცვალა წალენჯიხაში 1992 წელს
ზაზა სეფაშვილი, დაიბადა ყვარელში გარდაიცვალა წალეჯიხაში 1992 წელს
ბადრი გიორგის ძე გიგაური 1958-1992წწ დაკრძალულია სოფელი აწყური, ახმეტა, გარდაიცვალა წალეჯიხაში 1992 წელს