ბერი მიქაელი (მიხეილ ტეტებოშვილი) (1947 – 2015)
შეუპოვარი და მებრძოლი ბერი
ჩვენი თაობის ხალხისათვის ბერმონაზვნობა უცხო ხილი იყო. მის შესახებ მეტად არაერთგვაროვანი შეხედულებები არსებობდა. მადლობა უფალს, რომ
63
კვლავ მომრავლდნენ ადამიანები, რომლებმაც თავი უფალს მიუძღვნეს, ზრუნავენ საკუთარი და მოყვასის ცხონებისათვის, ლოცვით შეეწევიან ახლობლებს, სამშობლოს და სრულიად საქრისტიანოს. ერთ-ერთი ასეთი მლოცველი ბერი გახლდათ მამა მიქაელიც (ტეტებოშვილი).
ბერი მიქაელი, ერისკაცობაში მიხეილ ტეტებოშვილი დაიბადა 1947 წლის 1 იანვარს, სოფელ ენისელში, მიხეილ ტეტებოშვილისა და სირანა ვარდოშვილის ოჯახში. მამა მიქაელს ჰყავდა ხუთი დედმამიშვილი – ერთი ძმა და ოთხი და. უყვარდა გაჭირვებულების შემწეობა და ხშირად ეხმარებოდა მათ. როდესაც პატარა იყო, სოფლის ეკლესიიდან აიღო ფული. რამოდენიმე წლის შემდეგ, ჯარში მსახურებისას, ყაზახეთში გამოეცხადა ანგელოზი და უბრძანა, უკანვე დაებრუნებინა ეკლესიიდან აღებული თანხა რის შემდეგაც, წამოვიდა საქართველოში, დააბრუნა ფული ტაძარში და ისევ უკან დაბრუნდა.
2005 წლის 26 აგვისტოს, მეუფე სერგის ლოცვა-კურთხევით, იღუმენმა გაბრიელმა (ჯმბაზიშვილი) ბერად აღკვეცა გრემის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიაში და სახელად უწოდა წმიდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელი.
მამა მიქაელმა დიდი ხნით ადრე იცოდა თავისი ბერობის შესახებ, რადგან სიზმარში ნახა საკუთარი თავი შავ სამოსში გამოწყობილი. ის იყო შეუპოვარი და მებრძოლი ბერი. იმის მიუხედავად, რომ უამრავი დაავადება ჰქონდა, არასდროს ჯდებოდა მსახურების დროს. მას აწუხებდა დიაბეტი, პროტრომბინი, რევმატიზმი, კოლიტი, განგრენა, გულ-სისხლ-ძარღვთა დაავადებები, მაგრამ ყოველთვის მოუკლებლად ასრულებდა თავის პირად კანონებს. იყო პატიოსანი და მშრომელი, მოწყალე და სამართლიანი. ბერი ვერ იტანდა
64
მამა გაბრიელი (იოსებ ჯამბაზიშვილი) დ. 1972წ. არქიმანდრიტი დაბ. ბორჯომი
ტყუილს, ორპირობას, ორგულობას და ყოველთვის მტკივნეულად რეაგირებდა ასეთ საქციელებზე.
თავი უდიდეს ცოდვილად მიაჩნდა და სიკვდილის წინ დატოვა წერილი, სადაც ყველას შენდობას და პატიებას სთხოვდა.
ბერი მიქაელი 2015 წლის 4 მარტს გაარდაიცვლა. დაკრძალულია მთავარანგელოზთა სახელობის გრემის მამათა მონასტერში.
მისი ლოცვა შეეწიოს, ზესთასოფლიდან, გრემის საძმოს, ნეკრესის ეპარქიას და სრულიად საქართველო