ედიშერ კვარაცხელია ომარის ძე დაიბადა 29 იანვარი 1978წელს წალენჯიხაში. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომშიც მონაწილეობდა, ის უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდა. გარდაიცვალა 10 ოქტომბერი 2022
ედიშერ კვარაცხელია 25-ე ცალკეული მოტომსროლელი დივიზიის "КИЇВСЬКА РУСЬ"-ის წევრი იყო.
20 ოქტომბერი 2022 წელს დაკრძალეს წალენჯიხაში
ედიშერ ომარის ძე კვარაცხელია დაიბადა წალენჯიხაში 1978 წ. 29 იანვარს.
დაამთავრა წალენჯიხის მე-2 საშ. სკოლა 1995 წ.
1996 წ. ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 2001 წ.
სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ თბილისის, ვაზიანის სამხედრო ნაწილში კონტრაქტით.
2008 წ. ღებულობდა აქტიურ მონაწილეობას ცხინვალის რეგიონში რუსეთ-საქართველოს ომში.
1914 წლიდან მსახურობდა უკრაინის სამხედრო შენაერთებში. აქტიურად მონაწილეობდა უკრაინაში საომარ მოქმედებებში მოწინავე პოზიციებზე.
2022 წლის 24 თებერვლიდან რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე საომარ მოქმედებებში მუდამ წინა ხაზზე იყო. ბრძოლის ველზე დაჭრილი, ჰოსპიტალიდან პირდაპირ წინა ხაზზე იბრძოდა გმირულად!
დაიღუპა 2022 წ. 10 ოქტომბერს საჰაერო-საარტილერიო დაბომბვების შედეგად.
ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.
საქართველოში სტუდენტობიდან ჩაბმული იყო ეროვნულ მოძრაობაში, აქტიურად მონაწილეობდა აქციებში .
მამა, ომარ (ბულათია) კვარაცხელია ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობი აქტიური წევრი იყო, იბრძოდა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. ამჟამად გარდაცვლილია
2012 წლის ფოტო
შუაში მეუღლე ოფელია კვარაცხელია წყარო https://www.facebook.com/photo?fbid=198613359197592&set=a.198277682564493
ითანამშრომლა მანანა გაბელია დაბადებულია 01 თებერვალი 1960 სოხუმი
დაგვაკავშირა მარინა ნაჭყებია დ.1956წ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დაბ. სოხუმი აფხაზეთი
2022 წლის 10 ოქტომბერს უკრაინაში რუსეთის წინააღდეგ მებრძოლი ედიშერ კვარაცხელია დაიღუპა. პროფესიონალი სამხედრო საქართველოდან უკრაინაში 2014 წელს წავიდა. „დაღუპვამდე რამდენიმე საათით ადრე მქონდა კომუნიკაცია,“ – უყვება „ბათუმელებს“ ედიშერ კვარაცხელიას ძმა ბაკურ კვარაცხელია.
„ჩემი ძმა იყო გამნაღმველი, მეოთხე ქვეითი ბრიგადის წევრი. მან გამოიარა 2008 წელს ოკუპანტთან ომი. 2012 წლამდე მუშაობდა საქართველოში. 2014 წელს, ყირიმის ოკუპაციის მერე, წავიდა უკრაინაში და იქ მოღვაწეობდა მისი პროფესიით. საათობით შემიძლია ჩემს ძმაზე ვისაუბრო. ჩემს ძმას რა ოცნებაც ჰქონდა, იმ ოცნებას შეეწირა. ეს იყო თავისუფლება და ის, რომ საქართველოს ბედი წყდებოდა იქ და ეს ამოძრავებდა ზუსტად. ედიშერი იყო წესიერი ადამიანი, ჩამოყალიბებული ვაჟკაცი, გაწონასწორებული, განათლებული და იცოდა თავისი საქმე კარგად.
პროფესიით იურისტი იყო. უნივერსიტეტის შემდგომ სავალდებულო სამსახური მოიხადა და ჯარში საკონტრაქტო სამსახური გააგრძელა. სხვადასხვა კურსი გაიარა და გამნაღმველი გახდა. შესანიშნავად დაეუფლა თავის პროფესიას და ასე მუშაობდა ბოლომდე,“ – გვიყვება ძმის შესახებ ბაკურ კვარაცხელია.
ედიშერ კვარაცხელიას ორი არასრულწლოვანი შვილი დარჩა – 15 და 17 წლის. ბაკურ კვარაცხელია იხსენებს, რომ მისი ძმა უკრაინაში იდეის გამო იბრძოდა.
„ომში ადამიანი მიდის მოტივაციის გამო. მით უმეტეს ის იყო საქართველოს მოქალაქე, მოგეხსენებათ, იქ წასული ბიჭები ფინანსურ დივიდენდებს არ აგროვებენ, ამის გამო არ მიდიან. თუ სწორად მახსოვს, 2021 წლის დეკემბერში მიიღო უკრაინის მოქალაქეობა. კონტრაქტით დაიწყო მუშაობა და იმ სტანდარტულ ანაზღაურებას იღებდა, რაც იქ აქვს უკრაინელ ჯარისკაცს. იქამდე მას ერთი თეთრი არ ერიცხებოდა, ხშირად მე ვუგზავნიდი აქედან,“ – იხსნებეს ბაკურ კვარაცხელია.
რას აკეთებს სახელმწიფო უკრაინაში დაღუპული მებრძოლების ოჯახებისთვის, ვკითხეთ ბაკურ კვარაცხელიას. მისი თქმით, სახელმწიფომ სრულად დაფარა გადმოსვენების და სამხედრო პატივით დაკრძალვის ხარჯები.