სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდა სინოდი
პეტრე კონჭოშვილი (ინწობელი) 1836-1909წწ მიტროპოლიტი დაბ. სოფ. საბუე ყვარელი პეტრე კონჭოშვილი (ინწობელი) 1836-1909წწ მიტროპოლიტი დაბ. სოფ. საბუე ყვარელი

1836-1909 წწ. გარდ. 73 წლის

ბმულის კოპირება

წმიდა სინოდი

გვარი კონჭოშვილი სია

ყვარელი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

446       ბეჭდვა

პეტრე კონჭოშვილი (ინწობელი) 1836-1909წწ მიტროპოლიტი დაბ. სოფ. საბუე ყვარელი

ეგზარქოსის პირველი ვიკარი პეტრე კონჭოშვილი (1836 – 1909)


ამონარიდი წიგნიდან წიგნი ნეკრესელები წარსულიდან ავტორი დეკანოზი ბენიამინი (ჩიხორლიშვილი)


ითანამშრომლა მამა ზურაბ ჭინჭარაშვილი ლომგოს ძე  (მამა პეტრე ინწობელზე დაწერილი აქვს სადიპლომო ნაშრომი გრემის სასულიერო სემინარიაში) დაბადებულია  09 მარტი 1971 წელი, საბუე, ყვარელი

ნახატი შეუკვეთა (დააფინანსა) საბუის მკვიდრი დავით ვალერიანის ძე ბერიაშვილი (ბიზნესმენი) და დავით მევულის ძე ფეიქრიშვილი (mematiane.ge პროექტის ავტორი)

XIX ს-ის II ნახევრისა და XX ს-ის დასაწყისის ქართველ საეკლესიო მოღვაწეთა შორის აღსანიშნავია თბილისის ნიკოლოზ I-ის სახელობის ამიერკავკასიის კეთილშობილ ქალთა სასწავლებლის სჯულის მოძღვარი, ალავერდის, იმერეთისა და გორის ეპისკოპოსი, ეგზარქოსის პირველი ვიკარი, ნაშრომის ,,წმინდა ქალაქ იერუსალიმისა და წმინდა ათონის მთაზედ მოგზაურობის” ავტორი, რომელსაც მადლიერმა ხალხმა, მისი მშობლიური კუთხის პატივსაცემად, ,,პეტრე ინწობელი” უწოდა.


პეტრე კონჭოშვილი დაიბადა 1836 წელს ყვარლის რაიონის სოფელ საბუეში, რომელიც მდებარეობს ყადორის უღელტეხილის კალთაზე, მდინარე ინწობის მარცხენა სანაპიროზე. ეს ულამაზესი სოფელი მდიდარია ეკლესია-მონასტრებით.

მამისი - მღვდელი დავითი სოფელ საბუის წმიდა იოანე ნათლისმცემლის ტაძრის მღვდელმსახური იყო, ხოლო მისი უფროსი ძმა მათე კი, ამავე ტაძრის მედავითნე გახლდათ.

პეტრე 10 წლის იყო მამა რომ გარდაიცვალა და ოთხი მცირეწლოვანი შვილის აღზრდა – მათესი, პეტრესი, სოლომონისა და მელანიასი მათ დედას – მარიამ გოგიტიშვილს დააწვა მხრებზე. ფოფოდიაც ცდილობდა,

28


არაფერი მოეკლო თავისი შვილებისთვის, წერა-კითხვა ოთხივეს ოჯახში შეასწავლა და მათ პატრიოტ და პატიოსან ადამიანებად ზრდიდა.

ოჯახში მიღებული განათლება პეტრე კონჭოშვილმა ჯერ თელავის სასულიერო სასწავლებელში გააღრმავა, შემდეგ კი თბილისის სასულიერო სემინარიაში. სემინარიის დამთავრების შემდეგ, იგი თელავის სასულიერო სასწავლებელში განამწესეს დაბალი კლასების მასწავლებლად. თანდაყოლილი ნიჭის წყალობით პეტრემ შესანიშნავად შეისწავლა წმინდა წერილი, წმიდა მამათა ნაწერები, კარგად ფლობდა რუსულ და ფრანგულ ენებს.


1859 წელს პეტრე კონჭოშვილი დაქორწინდა მართა მახვილაძეზე. მალე იგი ჯერ დიაკვნად აკურთხეს, შემდეგ კი მღვდლად დაასხეს ხელი და საინგილოში გააგზავნეს კახის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად და ზაქათალის ოლქის მთავარუხუცესად. იმ პერიოდში, იქ მცხოვრებ ქრისტიანებსა და მაჰმადიანებს შორის მეტად რთული და დაძაბული სიტუაცია იუო. იქ მსახურების სამი წლის განმავლობაში მამა პეტრემ შეძლო დაძაბული სიტუაციის განმუხტვა და მდგომარეობის დასტაბილურება. მისი მეუღლე მართა მახვილაძე კი ნამდვილი მაგალითი იყო ქრისტიანი მისიონერი დედებისა. მთელი თავისი ხანმოკლე სიცოცხლე (გარდაიცვალა 1896 წელს) მან, მეუღლესთან ერთად, ქართულ საქმესა და ქრისტიანობის გავრცელებას შესწირა. საინგილოში მას ,,დედა მართას” ეძახდნენ პატარა ბავშვები, რომელთაც იგი ასწავლიდა პირჯვრის გამოსახვას, ლოცვას, ქართულ ენასა და ლიტერატურას, გეოგრაფიას, ისტორიას, არითმეტიკას, სამშობლოს სიყვარულს.

1865 წლიდან მამა პეტრე შიდა ქართლის მთიან

29


რეგიონში-ჯავაში გადაჰყავთ წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად და ამ ოლქის-ლიახვის ხეობის მთავარუხუცესად.

რელიგიური მდგომარეობა ჯავაში და საერთოდ მთიან ქართლში ძალზე რთული იყო. ქრისტიანებთან ერთად, ჯავის რაიონში ცხოვრობდნენ მაჰმადიანები და წარმართობის მიმდევარნი. მიუხედავად ასეთი მძიმე პირობებისა, მამა პეტრემ კარგად გაართვა თავი შიდა ქართლის ამ რეგიონში მოღვაწეობასაც, სადაც მან შვიდი წელი დაჰყო.

1872 წლიდან მამა პეტრე გადმოჰყავთ თბილისში სიონის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად და, ამავე დროს, იგი ინიშნება ამიერკავკასიის ქალთა ინსიტუტის სჯულის მოძღვრად, სადაც დიდხანს, 37 წლის განმავლობაში იმუშავა ღირსეულად.

მამა პეტრე დიდხანს იყო აგრეთვე თბილისის სასულიერო სემინარიის საბჭოს წევრად. აქაც და საქალებო ინსტიტუტშიც იგი მარტო საღვთო სჯულს კი არა ასწავლიდა მოსწავლეებს, არამედ საქართველოს სიყვარულსაც და მტკიცედ იბრძოდა ქართველი მოწაფეების რუსიფიკატორი ბერების ,,მზრუნველობისაგან” დასაცავად მისი ცხოვრების კრედოს, მისსივე სიტყვები წარმოადგენდნენ: ,,მშობლიურ ენაზე უტკბესი, ხომ არა რომელიმე სხვა იქმნების” და ისიც, თავდაუზოგავად იბრძოდა მშობლიური ენის უფლებების აღსადგენად და დასაცავად, ქართულ ენაზე სახარების ქადაგებისა და წირვა-ლოცვების აღსრულებისათვის.

1880 წელს მამა პეტრეს დეკანოზის წოდება მიანიჭეს და ამ პერიოდიდან დაიწყო მისი უანგარო ქველმოქმედებაც. პირველ რიგში, დეკანოზმა პეტრემ საბუის ეკლესიას ძვირფასი საეკლესიო ინვენტარი შესწირა, აწყურის

30

წმინდა გიორგის ეკლესიას – სახარება და ბარძიმ-ფეშხუმი. ამავე სოფელში ააგო ეკლესია და დაარსა სახალხო ბიბლიოთეკა (სამკითხველო). უშურველად ზრუნავდა თავისი მეუღლის ნათესავებზე თუ სხვა მოყვასთა ბედზეც საინგილოს სოფელ კახის ქალთა სკოლას, სადაც მისი ძმისშვილი-სოფიო კონჭოშვილი-ყულოშვილისა მოღვაწეობდა, ათეულობით ძვირფასი წიგნი შესწირა. მან ანდერძშიც არ დაივიწყა მშობლიური სოფელი საბუე და იქ ეკლესიის ასაგებად 6 000 მანეთი დატოვა. მის ანდერძში საგანგებოდ იყო გამოყოფილი თანხები ყველა ეროვნული საქმისათვის: მოსწავლეთა სტიპენდიებისათვის, საისტორიო და საეთნოგრაფო საზოგადოებისათვის, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისათვის და ა.შ.


XIX ს-ის 80-იანი წლებიდან იწყება აგრეთვე დეკანოზ პეტრეს მთარგმნელობითი საქმიანობა, პრესასთან თანამშრომლობა და ბიბლიის თარგმანთა სწორება. ბიბლიის სწორება ურთულეს სიძნელეებთან იყო დაკავშირებული. ჯერ არ არსებობდა ქართული ბიბლიოგრაფია, არ არსებობდა აგრეთვე, კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც მოხდებოდა ტექსტის გამართვა. ამიტომ, დეკანოზ პეტრეს მხოლოდ საკუთარი ალღოთი და ინტუიციით უნდა ეხელმძღვანელა. მან მრავალი წელი მოანდომა ქართული ხელნაწერი და ნაბეჭდი ბიბლიების შედარებასა და სწორებას. 1896 წელს, ჟურნალ ,,მოამბეში,” ამ მუშაობის ანგარიში გამოქვეყნდა. იგი პირველი იყო XVII – XIX სს-ის განმავლობაში, ვინც ბიბლიის ტექნოლოგიური სწორების წერილობითი შედეგები წარმოადგინა და ეგზარქოსმა ამისათვის მას მადლობა გამოუცხადა.

ბიბლიის სწორებასთან ერთად, დეკანოზ პეტრე კონჭოშვილს XIX ს-ის მიწურულს რუსეთიდან

31

უთარგმნია კითხვა-პასუხი მართლმადიდებლობის ძირითად საკითხებზე, ე.წ. კატეხიზმო. გამოსცა ბროშურა ,,კითხვანი აღსარებასა ზედა.” იერუსალიმში ყოფნისას, ქრისტეს აღდგომის ეკლესიაში სლავურიდან პირდაპირ ქართულად უთარგმნია იოსებ მშვენიერისადმი მიძღვნილი საგალობელი, რადგან იგი ქართულად არ მოიპოვებოდა. ამ პერიოდის პრესაში, კერძოდ ,,კვალში” გამოქვეყნდა მისი სტატია ,,საყურადღებოდ მედავითნეთა და მეფსალმუნეთა,” სადაც იგი კონკრეტულ რჩევებსა და მითითებებს აძლევდა მედავითნეებს. მისი სტატიები ქვეყნდებოდა ,,შრომაში,” ,,მოამბეში,” ,,ივერიაში,” ,,კვალსა” და ,,დროებაში” ,,ინწობელის” ფსევდონიმით, რომელიც მისი მშობლიური მხარის მდინარის სახელიდან არის ნაწარმოები; აგრეთვე ,,პეტრე იერუსალიმელით” (იერუსალიმში მისი მოგზაურობის აღსანიშნავად); 1905 წლიდან კი, მისი ეპისკოპოსად ხედსახმის შემდეგ - ,,იერუსალიმელ – ალავერდელი.” ,,ივერიის” 234-ე ნომერში გამოაქვეყნა სტატია ,,ივერიის ქართველთა მონასტერი ათონს,” რომელსაც ხელს აწერს ფსევდონიმით ,,მცხოვანი.”


1899 წლის 16 მარტს დეკანოზმა პეტრემ თავის ბავშვობის ოცნებას შეასხა ხორცი და მოსალოცად იერუსალიმისაკენ გაემგზავრა, ხოლო შემდეგ ათონის მთაზე. მოგზაურობა რამოდენიმე თვეს გაგრძელდა და იმავე წლის აგვისტოს ბოლოს ისევ საქართველოში დაბრუნდა. თავისი შთაბეჭდილებები ჯერ გაზეთ ,,ივერიაში” დაბეჭდა (1899 წლის ,,ივერიის” 11 ნომერი), ხოლო მოგვიანებით კი, 1901 წელს, ეს შთაბეჭდილებები ცალკე წიგნადაც გამოსცა.

გზად ნახულ ყველა ღირსშესანიშნაობას ავტორი დაწვრილებით და საქმის ცოდნით აღწერს, განსაკუთრებით ეხება ქრისტიანულ სიწმინდეებს

32

და ქართულ ეკლესია-მონასტრებს. ყოველი ტაძრის ან წმინდა ადგილის აღწერას წინ უმძღვანებს მოკლე ისტორიულ ექსკურსს, ცნობებს ისტორიიდან და ლიტერატურიდან და მხოლოდ ამის შემდეგ გვაწვდის ის საკუთარ შთაბეჭდილებებს.

1905 წლის 6 ოქტომბერს უკვე მხცოვანი მოძღვარი წმინდა სინოდმა ალავერდის ეპარქიის მღვდელმთავრად გამოარჩია. ამავე წლის 13 ნოემბერს (საინტერესოა, რომ მამა პეტრეს წმინდა სინოდისა და პეტერბურგისა და ლაგოდეხის მიტროპოლიტ ანტონისათვის (ვადკოვსკი) პირადად უთხოვია, რომ გამონაკლისის სახით, ძველი ტრადიციის თანახმად, ბერად აღკვეცის გარეშე, ეკურთხებინათ ეპისკოპოსად, მხოლოდ ანაფორის კურთხევით სიონის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის, საკათედრო ტაძარში ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. ქიროტონიის წესი შეასრულეს: საქართველოს ეგზარქოსმა, მთავარეპისკოპოსმა ნიკოლოზმა (ნალიმოვი), იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძემ) და გორის ეპისკოპოსმა ექვთიმემ (ელიაშვილი).

აღსანიშნავია, რომ სინოდისა და მიტროპოლიტის დიდი დათმობის მიუხედავად, ეპისკოპოსად ხელდასხმიდან სამი დღის შემდეგ (1905 წლის 16 ნოემბერს) მეუფე პეტრემ ხელი მოაწერა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის პეტიციას (სამ ქართველ ეპისკოპოსთან ერთად), რითაც ყველას მია-ნიშნა, რომ მიუხედავად ოფიციოზის კათილგანწყობისა, იგი არ აპირებდა ქართული საქმის ღალატს.

1906 წელს მეუფე პეტრე დროებით ასრულებს იმერეთის ეპარქიის მმართველის მოვალეობას, რადგან ეპისკოპოსი ლეონიდე პეტერბურგში გაემგზავრა ავტოკეფალიის საკითხებზე მსჯელობისათვის.

33

ქუთაისში ჩასვლისთანავე მეუფეს გუბერნატო-რისათვის მოუთხოვია, შეეწყვიტათ ქუთაისის აწიოკება და გადაწვა, რაც ახლად გაჩაღებულ რევოლუციას უკავშირდებოდა. იმერეთში ყოფნისას აღსანიშნავია აგრეთვე ის, რომ მეუფე პეტრემ პერსონალურად გასცა ნებართვა, დაბეჭდილიყო მელიტონ კელენჯერიძის პოლემიკური წიგნი ,,სიმართლე ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ” (რუსულ ენაზე). ავტორმა ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა და წიგნი დაიბეჭდა ,,ტონკმელისის” ფსევდონიმით. ამ გვარად, მთელი პასუხისმგებლობა წიგნზე, რომელშიც დასამარებული იყო რუსული ოფიციოზის საეკლესიო პოლიტიკა საქართველოს მიმართ, ცენზორმა, ე.ი. მეუფე პეტრემ, აიღო თავის თავზე.

1907 წლის 6 აპრილს ეპისკოპოსი პეტრე კონჭოშვილი გორის ეპისკოპოსად დაინიშნა, ანუ ეგზარქოსის პირველ ვიკარად (ქორეპისკოპოსად). გორში მისი მოღვაწეობის შესახებ, თითქმის არაფერია ცნობილი. ერთი რამ კი დანამდვილებით უნდა ვივარაუდოდ: 1908 წელს, გორში, მტკვარზე აიგო ახალი ქვის ხიდი, რომელიც გამოირჩეოდა სიმტკიცით და შესანიშნავი არქიტექტურული გაფორმებით. ხიდის გახსნას დაეს-წრო მთელი იმდროინდელი ელიტა, მეფისნაცვლის მეთაურობით. სავარაუდოა, რომ მეუფე პეტრეც ესწრე-ბოდა და ხელმძღვანელობდა ხიდის კურთხევის ცერე-მონიალს.

1908 წელს მეუფე პეტრემ კიდევ ერთ დიდ საქმეს შეასხა ხორცი. მან შეასწორა და საკუთარი სახსრებით გამოსცა დიდტანიანი ხუცურად ნაბეჭდი ,,სამღვდელმთავრო კონდაკი,” რომლის შესავალშიც ეპისკოპოსი პეტრე მადლობას უხდის თანამშრომლობისათვის იმხანად დეკანოზ კორნელი კეკელიძეს და მღვდელ კალისტრატე ცინცაძეს.

34

მეუფე პეტრე აქტიურად თანამშრომლობდა ქართული გალობის აღმდგენ კომიტეტთან, ახალი კრიტიკული გამოცემისათვის ასწორებდა ძველი აღთქმის ტექსტსაც, იყო საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრი, საოლქო სასწავლო საბჭოს თავჯდომარე. მოღვაწეობის ბოლო წლებში კი აირჩიეს საქართველოს საეპარქიო-საეკლესიო მუზეუმის და სვეტიცხოვლის რესტავრაციის კომიტეტის თავჯდომარედ.

1908 წლის 28 მაისს საქართველო-იმერეთის სინო-დალური კანტორის კიბეებზე მოკლეს ეგზარქოსი ნიკონი. მისმა მკვლელობამ რუსული შავრაზმული ორგანიზაციები ძლიერ ააღელვა და მათ ქართული სამღვდელოების დაუფარავი დევნა-შევიწროება დაიწყეს. ეგზარქოსის მკვლელობიდან ერთი წლის შემდეგ არქიმანდრიტი ამბროსი ხელაია რუსეთში, რიაზანის სამების მონასტერში გადაასახლეს, რადგან იგი ნიკონის ბოიკოტირების აქტიური მომხრე იყო და ნიკონიც ,,წითელ არქიმანდრიტს” უწოდებდა მას.

ამბროსის გადასახლებამ ზარდამცემი გავლენა იქონია მეუფე პეტრეზე და ფაქტობრივად ამის შემდეგ იგი აღარც გამოკეთებულა. მეუფე პეტრე ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, 1909 წლის 5 თებერვალს გარდაიცვალა და ანდერძისამებრ დაკრძალეს ალავერდის ტაძარში, საკურთხევლის წინ, მარჯვენა მხარეს. თეთრი მარმარილოს საფლავის ქვაზე, შემდეგი ორენოვანი (ქართულ-რუსული) წარწერაა ამოკვეთილი: ,,აქ განისვენებს გვამი გორის ეპისკოპოსის ყოვლად უსამღვდელოესის პეტრესი (კონჭოშვილისა).”

მეუფემ ქართველ ხალხს ანდერძად დაუტოვა ტკივილიანი სიტყვები: ,,სამწუხარო იქნება, თუ საქართველოს მამულები სხვა ტომთა ხელში გადავა

35

და ჩვენი ერი კი შემდეგ ბოგანოდ დარჩება. . . უკეთუ ჩვენმა ერმა დაცვა თავისი არსებობა აქამდის, ეს სხვათა მიზეზთა შორის იმისათვის, რომ თავის მამულზედა, მის წინაპართა სისხლით მორწყულზედ, იყო იგი მტკიცდ დამკვიდრებული,” და კიდევ: ,,დროა გამოვიღვიძოთ და განვიფრთხოთ ღრმა ძილი!” ამ ყველაფერს აფიქრებინებდა გონიერი მტერი და უგუნური მოყვარე სამშობლოსი და მშობლიური ეკლესიისა.

მეუფე პეტრე ეკლესიაში ერთგული და დამსახუ-რებული მოღვაწეობისათვის სხვადასხვა დროს დაჯილდოვებულ იქნა წმინდა ვლადიმერის III და IV ხარისხის ორდენებით, წმინდა ანნას II და III ხარისხის ორდენებით, სამკერდე ოქროს ჯვრით, წმინდა ნინოს ვერცხლის მედლით, იმპერატორ ალექსანდრე III-ის სამახსოვრო ვერცხლის ჯვრით, იმპერატორ მარიამის სახელზე მოჭრილი საიუბილეო მედლით და სხვა.

ადამიანი ფასდება იმისდამიხედვით, თუ როგორი სულით და გულით ემსახურა უფალს და მამულს. რწმენისა და მამულისათვის დამაშვრალი კაცი შთამომავლობისათვის მისაბაძ მაგალითად იქცევა ხოლმე და დიდ გავლენას ახდენს მომავალი თაობის სარწმუნოებითა და მამულიშვილური სულისკვეთებით აღზრდაზე. ასეთი ჭეშმარიტი მამულიშვილი გახლდათ ყოვლადუსამღვდელოესი გორის ეპისკოპოსი-პეტრე ინწობელიც.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 06.12.2022
ბოლო რედაქტირება 18.06.2024
სულ რედაქტირებულია 5





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0