სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

სპორტი, გამოჩენილი ადამიანების საიტი
ოლიმპიური ჩემპიონი, პრიზიორი
ომარ ფხაკაძე 1944-93წწ ოლიმპ.მედალოსანი ველოსპორტი დაბ.  ქუთაისი წარმ. სოფ. ფარცხანაყანები წყალტუბო იმერეთი

1944-1993 წწ. გარდ. 49 წლის

მაქს.წარმატება 28 წლის

ბმულის კოპირება

ოლიმპიური ჩემპიონი, პრიზიორი

გვარი ფხაკაძე სია

ქუთაისი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

626       ბეჭდვა

ომარ ფხაკაძე 1944-93წწ ოლიმპ.მედალოსანი ველოსპორტი დაბ. ქუთაისი წარმ. სოფ. ფარცხანაყანები წყალტუბო იმერეთი

საიტის შესახებ: გამოჩენილი ადამიანები, რეგიონის, ქალაქის მიხედვით. დღის იუბილარი/ხსენება
1
1
2

ომარ ფხაკაძე წარმომავლობით სოფ. ფარცხანაყანები წყალტუბო იმერეთი


2.08.1944, ქუთაისი - 23.05.1993, თბილისი. 1972 მიუნხენი , გერმანია - ბრინჯაო 

ველოსპორტი, ტრეკი, სპრინტი. მსოფლიოს ჩემპიონი (1965), მეორე (1969) და მესამე პრიზიორი (1966), XX ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1972, მიუნხენი), XVIII და XIX ოლიმპიადების მონაწილე (1964, ტოკიო - მეოთხედფინალი; 1968, მეხიკო - IV ადგილი). სსრკ ათგზის ჩემპიონი (1963, 64, 66-73),


ორგზის მეორე (1965, 67 - ჰიტი 1000 მ ადგილიდან) და მესამე (1968 - გიტი 1000 მ სვლით) პრიზიორი, სსრკ თასის ოთხგზის მფლობელი (1963-65, 69), გდრ-ის, კოპენჰაგენის, ამსტერდამის, ტულის საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებული. მსოფლიოს ორგზის რეკორდსმენი: ჰიტი 200 მ სვლით - 10,69 წმ და 10,61 წმ (1967). სსრკ და საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1965). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, სსრკ და საქართველოს სპრინტერთა ნაკრები გუნდების მწვრთნელი (1974-93), საქართველოს ველოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტი (1986-93). მისი სახელი მინიჭებული აქვს თბილისის ცენტრალურ ველოდრომს. გადაღებულია ქართულ ფილმში "ხარება და გოგია", რომელშიც ასრულებს ერთ-ერთი მთავარი გმირის - ხარებას როლს.


ველოსპორტი (სპრინტი)

ტიტულები:

ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი: 1972 (მიუნხენი)

მსოფლიოს ჩემპიონი: 1965 (სან-სებასტიანი, ესპანეთი)


მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი: 1969 (ბრნო, ჩეხოსლოვაკია)

მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 1966 (ფრანკფურტი, გფრ)


სსრკ ხალხთა III სპარტაკიადის ჩემპიონი: 1963

სსრკ ჩემპიონი: 1963, 1964, 1966, 1967, 1968, 1969, 1970, 1971, 1972, 1973

სსრკ ვიცე-ჩემპიონი: 1965 (ჰიტი, 1000მ ადგილიდან), 1967 (ჰიტი, 1000მ ადგილიდან)

სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 1968 (ჰიტი, 1000მ სვლით)


სსრკ თასი: 1963, 1964, 1965, 1969

კოპენჰაგენის (დანია) გრან პრი - 1967, 1971

გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის, ამსტერდამის (ჰოლანდია) და ტულის საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული

სსრკ წლის საუკეთესო სპორტსმენი - 1965


საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა კავშირი) - 1965

სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი - 1965

სსრკ სპორტის დამსახურებული მწვრთნელი

*-პირველი საბჭოთა ველომრბოლი, რომელმაც ტრეკზე მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა (1965).

*-პირველი საბჭოთა ველომრბოლი, რომელმაც ტრეკზე ოლიმპიური მედალი მოიპოვა (1968).

*-1964 წელს მონაწილეობდა ტოკიოს ოლიმპიადაში, სადაც ერთ-ერთი დისციპლინის (ინდივიდუალური გამოდევნება) 1/8-ფინალის დამამშვიდებელ წრეში დამარცხდა იტალიელ ჯოვანი პეტენელასთან.

*-1965 წელს საბჭოთა კავშირის წლის სპორტსმენად აღიარეს. ის პირველი და ერთადერთი ქართველი ათლეტია, რომელმაც ეს წოდება მოიპოვა.


*-1968 წელს მონაწილეობდა მეხიკოს ოლიმპიადაში, სადაც სპრინტში მე-4 ადგილი დაიკავა.

*-1978-84 წლებში წვრთნიდა ველომრბოლთა საკავშირო ნაკრებს.

*-1986-93 წლებში იყო საქართველოს ველოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტი.

*-1987 წელს ერთ-ერთი მთავარი როლი (ხარება) შეასრულა რეჟისორ გიორგი შენგელაიას ფილმში „ხარება და გოგია“. ამავე ფილმში მეორე მთავარ როლში ითამაშა კიდევ ერთმა სახელოვანმა ქართველმა სპორტსმენმა, თავისუფალ ჭიდაობაში ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლევან თედიაშვილმა (გოგია).


*-მის სახელს ატარებდა თბილისის ცენტრალური ველოდრომი (უნივერსიტეტის ქუჩაზე), რომელიც დღეს აღარ არსებობს.

პირველი ადგილი()

ველოსპორტი - ტრეკზე რბოლაში მსოფლიო ჩემპიონატი 1965, სან-სებასტიანი, ესპანეთი

მესამე ადგილი()

ზაფხულის XX ოლიმპიური თამაშები 1972, მიუნხენი, გფრ

მესამე ადგილი()

ველოსპორტი - ტრეკზე რბოლებში მსოფლიო ჩემპიონატი 1966, მაინის ფრანფკფურტი, გფრ

მეორე ადგილი()

ველოსპორტი - ტრეკზე რბოლებში მსოფლიო ჩემპიონატი 1969, ბრნო, ჩეხოსლოვაკია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 14.12.2022
სულ რედაქტირებულია 4





საქართველოს აბსოლიტური ფალავანი 1928 წლიდან, ქართულ ჭიდაობაში სრული სია

2 0

გაბრიელ ბარჯაძე დ.1953წ. სამბოს ფედერაციის მდივანი სოფ. ითხვისი ჭიათურა

1 0


დავით წიკლაური დ.1980წ. კრივის ფედერაციის პრეზიდენტი წარმ. სოფ. კიტოხი გუდამაყარი

1 0


ლაშა ტალახაძე დ.1993წ. ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობა შტანგა საჩხერე, იმერეთი.

3 0

41 0 1


გენო პეტრიაშვილი დ.1994წ. ოლიმპიური პრიზიორი თავისუფალი ჭიდაობა გორი ქართლი

5 0

27 10 10


ვარლამ ლიპარტელიანი დ.1989წ. ოლიმპიური პრიზიორი ძიუდო ლენტეხი სვანეთი

6 0

22 15 16