სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
თეიმურაზ ჭიტაძე თამაზის ძე 1979-2008წწ გარდ. 29 წლის, სამაჩაბლო დაბ. სოფ. გურიანთა ოზურგეთი გურია თეიმურაზ ჭიტაძე თამაზის ძე 1979-2008წწ გარდ. 29 წლის, სამაჩაბლო დაბ. სოფ. გურიანთა ოზურგეთი გურია თეიმურაზ ჭიტაძე თამაზის ძე 1979-2008წწ გარდ. 29 წლის, სამაჩაბლო დაბ. სოფ. გურიანთა ოზურგეთი გურია

1979-2008 წწ. გარდ. 29 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი ჭიტაძე სია

ოზურგეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

9       ბეჭდვა

თეიმურაზ ჭიტაძე თამაზის ძე 1979-2008წწ გარდ. 29 წლის, სამაჩაბლო დაბ. სოფ. გურიანთა ოზურგეთი გურია

კაპიტან-ლეიტენანტი ჭიტაძე თეიმურაზ თამაზის ძე – სამხედრო საზღვაო-ძალები 

თეიმურაზ ჭიტაძე წოდებით კაპიტანი იყო.


ფოთის სამხედრო საზღვაო ბაზაზე მსახურობდა. ფოთის პორტის დაბომბვისას კასეტურმა ბომბმა იმსხვერპლა მისი სიცოცხლე. ომში რომ წავიდა, 29 წლის იყო. მაკა დარბაიძე, მეუღლე: „პირველი შვილი იყო. 1979 წლის 30 მაისს, სოფელ გურიანთაში დაიბადა. ორი ძმა ჰყავს. საშუალო სკოლაც გურიანთაში დაამთავრა. ძალიან კარგი მოსწავლე ყოფილა. სკოლის დამთავრების შემდეგ ბიძამ უკრაინაში წაიყვანა. სწავლობდა სამხედრო აკადემიაში და პარალელურად მუშაობდა. უკრაინიდან რომ ჩამოვიდა, მაშინ გავიცანი. ერთმანეთს დეიდაჩემთან შევხვდით. ჩემი დეიდაშვილის ქორწილში ამიხსნა სიყვარული. მაშინ 22 წლის ვიყავი, თეიმურაზი 5 წლით იყო უფროსი… სამი წელი ვიყავით შეყვარებულები. ბოლოს გავიპარეთ და დავოჯახდით. წლისთავზე გოგონა შეგვეძინა, რომელსაც თემურის დედის სახელი – ნადია დავარქვით… ერთად წელიწადი და რამდენიმე თვე ვიცხოვრეთ… ბავშვი 10 თვის იყო, ომში რომ წავიდა… ფოთში მსახურობდა. წოდებით კაპიტანი იყო. ძირითადად კომპიუტერთან უწევდა მუშაობა და ამის გამო თითქმის სულ ნაწილში იყო. ომამდე რამდენიმე დღით ადრე საჩხერეში უნდა წავსულიყავით. დილით მითხრა, რაღაც საშინელი სიზმარი ვნახე და არ ვიცი, როგორ ვიქნებიო. ვუთხარი, ცრურწმენებს არ ავყვეთ-მეთქი. იმ დღეს ჩვეულებრივ წავედით საჩხერეში. სამი დღის შემდეგ დაურეკეს, განგაშია და სასწრაფოდ უნდა გამოცხადდე სამსახურშიო… ბოლოს სახლიდან 5 აგვისტოს გავიდა. ჩქარობდა. ჩვეულებრივ დაგვემშვიდობა, მე, ალბათ, აქ ვეღარ ჩამოვალ და იქნებ შენმა ძმებმა ჩამოგიყვანონ ფოთშიო. იმის მერე აღარც მინახავს… მარნეულის ბაზა რომ დაბომბეს, მეც და ბავშვიც ჩემს მშობლებთან, მარნეულში ვიყავით. მირეკავდა და მამშვიდებდა, ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნებაო… ბოლოს, 9 აგვისტო რომ თენდებოდა, მაშინ ველაპარაკე. მაწყნარებდა, არ ინერვიულო და ბავშვს მიხედეო… ამის მერე ვეღარ ვუკავშირდებოდი – ტელეფონის ხაზები უკვე გადატვირთული იყო. ვფიქრობდი, ამდენი ხანი როგორ არ დამირეკა-მეთქი. ბოლო წუთამდე ფოთში, სამხედრო საზღვაო ბაზაზე იყო. თავის ოთახში კომპიუტერთან იჯდა და მუშაობდა. როდესაც ფოთის პორტი დაბომბეს, ისევ ოთახში მჯდარა. თვითმფრინავს რომ გადაუფრენია, წამომხტარა და ფანჯარაში გაუხედავს. ეზოში თანამშრომლებისთვის გადაუძახია, ყველანი დაწექითო… ამ დროს ჩამოუგდიათ ჭურვი და კასეტურის ანასხლეტი მოხვედრია თავში… რამდენიმე წუთი უცოცხლია… იმ საღამოს დამირეკა მისმა თანამშრომელმა, დაჭრილია და იქნებ ჩამოხვიდეო… უკვე გურიანთაში იყო გადასვენებული. პირდაპირ იქ ჩავედი. სოფელში, სახლს რომ მივუახლოვდი, ბევრი ხალხი იყო და მივხვდი, რომ კარგად არ იყო საქმე… ბავშვი ახლა მამას ფოტოებით იცნობს…. ახლა მარნეულში ვარ, თავდაცვის სამინისტრომ მარნეულის სამხედრო ბაზაზე დამასაქმა…“






კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 30.05.2022
სულ რედაქტირებულია 3





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0