რევაზ სიჭინავა პეტრეს ძე დაიბადა 25 მარტი 1968 წელი ფოთი, გარდაიცვალა 10 მარტი 1987 წელი ავღანეთი




სიჭინავა რევაზ პეტრეს-ძე
უმცროსი სერჟანტი, ქვეითთა საბრძოლო მანქანის ოპერატორ-დამმიზვნელი.
(25.03.1968-10.03.1987)
დაიბადა ქ.ფოთში. მუშაობდა ქარხანა «ელექტროაპარატში».
1986 წლის 22 აპრილს გაწვეულ იქნა ქ.ფოთის სამხედრო კომისარიატის
მიერ.
ავღანეთში მსახურობდა 1986 წლის ნოემბრიდან.
«არაერთხელ
მონაწილეობდა საბრძოლო ოპერაციებში. გამოიჩინა თავი როგორც მამაცმა და გაბედულმა მეომარმა.1987
წლის 3 მარტს, სადაზვერვო ოცეულის შემადგენლობაში მონაწილეობდა მოწინააღმდეგის ჩასაფრებაში მოხვედრილი ამხანაგების დახმარების
აღმოსაჩენად. თავისი
საბრძოლო მანქანის ცეცხლით უზრუნველჰყო დაჭრილების გამოყვანა ბრძოლის ველიდან. საცეცხლე
პოზიციიდან მოხსნისას, ქვეითთა საბრძოლო მანქანა
აფეთქდა ჭურვზე, თვითონ კი მძიმედ დაიჭრა და გზად ჰოსპიტალში გარადაიცვალა.»
დაჯილდოვდა
«წითელი ვარსკვლავის» ორდენით (სიკვდ. შემდეგ).
დაკრძალულია
ნინოშვილის სასაფლაოზე ქ.ფოთში.



თარგმანი მამუკა გოგიტიძე დ.1963 წ. აკადემიკოსი, სამხედრო მკვლევარი, წარმ. სოფ. ჭოკნარი სამტრედია
ავღანეთის ომი (1979–1989) — სამხედრო კონფლიქტი ავღანეთის დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე 1979-1989 წლებში. მიმდინარეობდა სამთავრობო ძალებისა და ავღანეთში საბჭოთა ძალების შეზღუდული კონტინგენტის ერთობლივი მოქმედებით ავღანელი მოჯაჰედების მრავალრიცხოვანი შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ. სამხედრო კონფლიქტს ფინანსურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებდა ისლამური სამყაროსა და ნატოს წამყვანი ქვეყნები.
სსრკ გარდაიცვალა დაახლოვებით 15 000 ადამიანი
ავღანეთი გარდაიცვალა დაახლოვებით 70 000 ადამიანი
საქართველოსთან კავშირში დაახლოვებით 130 მოქალაქე
წიგნი "სადაურსა სად წაიყვან" 1992 გამოცემა ავტორი ბონდო მაცაბერიძე
ბონდო მაცაბერიძე, მწერალი. დაბადებულია 20 მარტი 1959 წელს, სამტრედია
მადლობა მხარდაჭერისათვის: გურამ ნოდარის ძე ალავიძე დაბადებულია 13 მარტი 1959 წელი ქალაქი ამბროლაური, ავღანეთისა და სხვა ომების მეომართა დახმარების საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი, საქართველოს ავღანელთა კავშირის ვიცე პრეზიდენტი
მადლობა მხარდაჭერისათვის ალექსანდრე ქობელაშვილი (ავღანელი)