ზურაბ ჩლაჩიძე სპარტაკის-ძე

სერჟანტი, რადიოსადგურის უფროსი (01.06.1961-27.12.1985)
დაიბადა ქ.მოსკოვში. წარმომავლობით სოფელი ერგნეთი, გორი. მუშაობდა ზეიკლად კინოფიკაციის
სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში.
1984 წლის 5 მაისს გაწვეულ იქნა ქ.მოსკოვის ლენინგრადის რაიონის სამხედრო კომისარიატის მიერ ნამდვილ სავალდებულო სამხედრო სამსახურში. ავღანეთში მსახურობდა 1984 წლის ოქტომბრიდან.
«არაერთხელ მონაწილეობდა საბრძოლო ოპერციებში.
თავი გამოიჩინა როგორც მამაცმა და უდრეკმა მეომარმა.
1985 წლის 27 დეკემბერს, ბრძოლის დროს დაინახა როგორ უმიზნებდა ერთ ერთი
დუშმანი მის მეღაურს. გაიაზრა რომ ვერ მოასწრებდა
მეთაურის გაფრთხილებას აშკარა საფრთხისაგან,
ჩლაჩიზე თავისი ტანით გადაეფარა მას. დაიღუპა მოცელილი ავტომატის ჯერით.»
დაჯილდოვდა
«წითელი დროშის» ორდენით (სიკვდ. შემდეგ).
დაკრძალულია
ქ.მოსკოვში, მიტინოს სასაფლაოზე.


მამის ძმა ზაქრო ჩლაჩიძე 1946-1991 წწ გარდ. სოფ. ერგნეთი გორი დაბ. სოფ. ერგნეთი გორი ქართლი

ინფორმაცია მოგვაწოდა ნია ჩლაჩიძე ზაქროს ასული (ბიძაშვილი)


თარგმანი მამუკა გოგიტიძე დ.1963 წ. აკადემიკოსი, სამხედრო მკვლევარი, წარმ. სოფ. ჭოკნარი სამტრედია
ავღანეთის ომი (1979–1989) — სამხედრო კონფლიქტი ავღანეთის დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე 1979-1989 წლებში. მიმდინარეობდა სამთავრობო ძალებისა და ავღანეთში საბჭოთა ძალების შეზღუდული კონტინგენტის ერთობლივი მოქმედებით ავღანელი მოჯაჰედების მრავალრიცხოვანი შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ. სამხედრო კონფლიქტს ფინანსურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებდა ისლამური სამყაროსა და ნატოს წამყვანი ქვეყნები.
სსრკ გარდაიცვალა დაახლოვებით 15 000 ადამიანი
ავღანეთი გარდაიცვალა დაახლოვებით 70 000 ადამიანი
საქართველოსთან კავშირში დაახლოვებით 130 მოქალაქე
წიგნი "სადაურსა სად წაიყვან" 1992 გამოცემა ავტორი ბონდო მაცაბერიძე
ბონდო მაცაბერიძე, მწერალი. დაბადებულია 20 მარტი 1959 წელს, სამტრედია
მადლობა მხარდაჭერისათვის: გურამ ნოდარის ძე ალავიძე დაბადებულია 13 მარტი 1959 წელი ქალაქი ამბროლაური, ავღანეთისა და სხვა ომების მეომართა დახმარების საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი, საქართველოს ავღანელთა კავშირის ვიცე პრეზიდენტი
მადლობა მხარდაჭერისათვის ალექსანდრე ქობელაშვილი (ავღანელი)