გია მიხეილის ძე ჩლაჩიძე, დაბადებული 11 აპრიოლი 1974 წელს, ეროვნებით ქართველი, გარდაიცვალა სოფ. ქეთავანა, ოჩამჩირე, აფხაზეთი 1992 წლის 28 ნოემბერს
დაამთავრა ქ.თბილისის N18 პროფ.ტექნიკურ სასწავლებელი. სწავლობდა შიდა
სანიტარულ-ტექნიკური სისტემების და მოწყობილობათა მემონტაჟის სპეციალობაზე. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გაწვეულ იქნა 1992 წლის 20 მაისს
მთაწმინდის რაიონის სამხედრო კომისარიატის მიერ. მონაწილეობას იღებდა აფხაზეთის რეგიონში წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში
ქვედანაყოფის შემადგენლობაში 1992 წლის 14 აგვისტოდან. ს/ნ 2052-ის პირადი შემადგენლობა საბრძოლო დავალების შესასრულებლად გაყვანილი იქნა ოჩამჩირის რაიონში. ჯგუფმა, რომელშიც იყო რიგითი გ. ჩლაჩიძე, დაიკავა პოზიცია კოჩარაქეთევანის მიმართულებით. 1992 წლის 28 ნოემბერს აფხაზური ფორმირებების მიერ განხორციელებული შეტევის შედეგად შ/ჯარების ს/ნ 2052-მა დაიხია უკან და ნაწილის პირადმა შემადგენლობამ განიცადა დანაკლისი დაღუპულების, დაკარგულების და დაჭრილების სახით.
ემზარ ონიანი 1963-28/11/92წ. გარდ. სოფ. ქეთევანა აფხაზეთი დაბ. სოფ. ლუჯი ლენტეხი
გია მიხეილის ძე ჩლაჩიძე 1974-92წწ გარდ. 18 წლის, კოჩარა/ქეთევანა, აფხაზეთი დაბ. თბილისი
მამუკა სულაბერიძე 1973-92წწ. გარდ. 19 წლის, სოფ. ქეთევანა, ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. ხაშური
მალხაზ ლაცაბიძე 1972-92წწ. დაკ. 20 წლის, სოფ. ქეთევანა ოჩამჩირე დაბ. სოფ. დუისი ხარაგაული იმერეთი
დათო (დავით) რამიშვილი 1964-28/11/92წ. გარდ. ქეთევანა აფხაზეთში დაბ. სოფ. ღრმაღელე ლანჩხუთი გურია
მალხაზ გრიგალაშვილი 1972-28/10/92წწ. დაკარგ. 20 წლის, სოფ. ქეთევანა აფხაზეთი დაბ. სოფ. რველი ბორჯომი
შმაგი ბერიკაშვილი 1972-28/11/93წ. გარდ. 21 წლის, სოფ. ქეთევანა, აფხაზეთში დაბ. ბორჯომში