სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
დათო (დავით) რამიშვილი 1964-28/11/92წ. გარდ.  ქეთევანა აფხაზეთში დაბ. სოფ. ღრმაღელე ლანჩხუთი გურია დათო (დავით) რამიშვილი 1964-28/11/92წ. გარდ.  ქეთევანა აფხაზეთში დაბ. სოფ. ღრმაღელე ლანჩხუთი გურია დათო (დავით) რამიშვილი 1964-28/11/92წ. გარდ.  ქეთევანა აფხაზეთში დაბ. სოფ. ღრმაღელე ლანჩხუთი გურია დათო (დავით) რამიშვილი 1964-28/11/92წ. გარდ.  ქეთევანა აფხაზეთში დაბ. სოფ. ღრმაღელე ლანჩხუთი გურია

1964-1992 წწ. გარდ. 28 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი რამიშვილი სია

ლანჩხუთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

301       ბეჭდვა

დათო (დავით) რამიშვილი 1964-28/11/92წ. გარდ. ქეთევანა აფხაზეთში დაბ. სოფ. ღრმაღელე ლანჩხუთი გურია

დათო (დავით) რამიშვილი დაიბადა 1964 წლის 6 იანვარს ლანჩხუთის რაიონის სოფ. ღრმაღელეში (წყალწმინდა). დარჩა მეუღლე და ორი შვილი.


24–ე ბრიგადის მებრძოლი. 1992 წლის ნოემბერში ოჩამჩირის რაიონის სოფ.

ქეთევანაში საბრძოლო მოქმედებების დროს ჩავარდა ტყვედ. რამდენიმე დღის შემდეგ

დახვრიტეს. დაჯილდოვებულია გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით.


1992 წლის 28 ნოემბერს აფხაზების სამიზნე ოჩამჩირის რაიონის სოფელი ქეთევანა გახდა. ოპერაცია მუშნი ხვარცკიას ხელმძღვანელობით დილის 4.30–ზე - კუტოლის, ტამიშის, ჯგერდას, ჩლოუს და ათარას გაერთიანებულმა ჯგუფებმა წამოიწყეს. მტერი სოფელს შეუმჩნევლად მიუახლოვდა და სიმინდის ყანებში არსებული საგუშაგოები უბრძოლველად დაიკავა. ქართველებმა „წვიმის“ გამო მიატოვეს პოზიციებიო – „ხუმრობდნენ“ აფხაზები. შემდეგი სამიზნე სასაფლაოს ტერიტორია იყო, რომელიც მტერმა ასევე უპრობლემოდ დაიკავა. აღნიშნული ტერიტორიები სოფელს 20 – 25 მეტრის სიმაღლიდან გადაჰყურებდნენ. აფხაზებმა მომგებიანი პოზიციები ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დაიკავეს და სოფლის ბედიც ფაქტობრივად ბრძოლის დაწყებამდე გადაწყდა.

ორიგინალი ფოტო ლალი ცერაძისგან

აფხაზებმა ჩვენს ძალებს მასირებული ცეცხლი გაუხსნეს და მძიმე ზიანიც მიაყენეს. ქეთევანა–კოჩარას მონაკვეთზე 200–მდე ქართველი სამხედრო იყო განლაგებული. შეიარაღებულები იყვნენ ადგილობრივი მაცხოვრებლებიც, თუმცა იმის გამო რომ გვარდიელებთან „არც თუ ისე კარგი“ ურთიერთობა ჰქონდათ, აფხაზებისთვის მათ წინააღმდეგობა არ გაუწევიათ (მხოლოდ ხუთიოდე კაცი იღებდა ბრძოლებში მონაწილეობას). ეგ კი არადა ზოგიერთმა მათგანმა აფხაზებს მეგზურობაც კი გაუწია (აფხაზები მათ ვინაობას არ აკონკრეტებენ, თუმცა ქეთევანას მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ქართველები შეადგენდნენ).


დაბნეულობის და არაორგანიზებულობის მიუხედავად, ქართველმა სამხედროებმა საღამომდე მაინც შეძლეს მტრის იერიშების შეკავება. ჩვენი დაქსაქსული ძალების რამდენიმე ჯგუფი აფხაზებმა ალყაში მოაქციეს. მარცხენა ფლანგზე შინაგანი ჯარების ხუთმა სამხედრომ მანამდე იომა, სანამ ტყვია–წამალი არ გამოელიათ. ისინი დღემდე უგზო–უკვლოდ დაკარგულებად ითვლებიან (ლერი ნაგლაძე, მალხაზ გრიგალაშვილი, შმაგი ბერიკაშვილი, ალექსანდრე აზადანოვი, მიხეილ არევაძე). ოთხ კაციანი ჯგუფი ერთ–ერთ სახლში იყო გამაგრებული და მათაც არაფერი დაუკლიათ მტრისთვის. ერთი კაცი გადარჩა (სულხან კერესელიძე), დანარჩენები (ვანო ზაქროშვილი, პაპუნა სალუქვაძე, დათო რამიშვილი) კი ხელჩართული ბრძოლის შემდეგ დაატყვევეს. დავით რამიშვილმა ტყვეობაშიც არ შეწყვიტა წინააღმდეგობის გაწევა და აფხაზებს გინებასთან ერთად, ერთი – ორი მუშტიც მიაყოლა. ის ჯერ კონდახებით სცემეს, შემდეგ კი დაცხრილეს.


მარჯვენა ფლანგზე შეტევაზე გადასულმა ემზარ ონიანმა და მალხაზ ვაჩეიშვილმა, სასაფლაოებთან მტერს რამდენიმე საათიანი ბრძოლა გაუჩაღეს. ონიანი სანადირო თოფით (კარაბინი) და რამდენიმე ყუმბარით იყო შეიარაღებული. აფხაზები მას დანებებას სთავაზობდნენ, მაგრამ ემზარიმ ვაჩეიშვილთან ერთად ბოლომდე იბრძოლა და მასთან ერთად დაიღუპა.

ჩვენებს ერთადერთი ბმპ ჰყავდათ, რომელიც აფხაზებმა მალევე აგვიფეთქეს. აგვიფეთქეს ასევე კოჩარადან წამოსული კამაზი, რომელშიც გვარდიელები იმყოფებოდნენ.

გადარჩენილმა მებრძოლებმა კოჩარას მიმართულებით დაიხიეს უკან. ქეთევანას დაცემას, მეორე დღეს კოჩარას ტრაგედია მოყვა. თუ რატომ ვერ მოხერხდა ქეთევანაში დაშვებული შეცდომების გათვალისწინება, ამაზე პასუხების გაცემა დღესაც ძალიან ჭირს. ჩვენი გენერალური შტაბი იმ დღეებში კოჩარა–ქეთევანას მონაკვეთზე „წარმატებით“ განხორციელებულ ოპერაციაზე იუწყებოდა. სანამ რუსულმა არხებმა კოჩარაში შესული აფხაზური დაჯგუფებები არ აჩვენეს, მანამდე ჩვენი გენშტაბი ჯიუტად უარყოფდა მოწინააღმდეგის მიერ ორივე სოფლის აღებას.

ქეთევანაში ჩვენმა დანაკარგმა მინიმუმ 14 კაცი შეადგინა (11 კაცი შინაგანი ჯარებიდან - ზაზა ჩადუნელი, გია ჩლაჩიძე, ირაკლი ბაქანიძე, ვლადიმერ მაქსიმოვი, მამუკა სულაბერიძე, მალხაზ ლაცაბიძე და მარცხენა ფლანგზე უგზო–უკვლოდ დაკარგული მებრძოლები ). სულ მცირე 2 კაცი კი ტყვედ ჩავარდა.

აფხაზებმა კუტოლის და ჯგერდას შენაერთებიდან თითო–თითო მებრძოლი დაკარგეს (დაჭრილები ბლომად ყავდათ). სხვა დანაკარგები უცნობია.

დაღუპული მებრძოლების ძიების პროცესი, 2–3 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. ემზარ ონიანი ერთ–ერთ აფხაზ მებრძოლს სოფ. ჯგერდაში საკუთარი მამის (ისიც ამ ბრძოლაში დაღუპულა???) გვერდით დაუკრძალავს. შინაგანი ჯარების რამდენიმე მებრძოლის გარდა, სხვა სამხედროების გვამების მოძიებაც მოხერხდა.

გადმოსვენების დროს, ჩვენი მებრძოლების ცხედრები, აფხაზებმა პატივისცემის ნიშნად ავტომატების კანანადით გააცილეს!!!


ე. ონიანი, მ. ვაჩეიშვილი, დ. რამიშვილი


მ. გრიგალაშვილი, მ. არევაძე, შ. ბერიკაშვილი

(სხვა დაღუპულების ახლობლების წინაშე ბოდიშს ვიხდი. მომავალში, როდესაც ამ ისტორიას სრულყოფილი სახე მიეცემა, მათ ფოტოებსაც აუცილებლად გამოვაქვეყნებ).

წყარო ლაშა სირანაშვილი

ემზარ ონიანი 1963-28/11/92წ. გარდ. სოფ. ქეთევანა აფხაზეთი დაბ. სოფ. ლუჯი ლენტეხი

ზაზა ჩადუნელი მელიტონის ძე 1962-28/11/92წწ. გარდ. 20 წლის, სოფ. ქეთევანა, ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. ახალციხე


გია მიხეილის ძე ჩლაჩიძე 1974-92წწ გარდ. 18 წლის, კოჩარა/ქეთევანა, აფხაზეთი დაბ. თბილისი


ირაკლი ბაქანიძე ბადრის ძე 1972-92წწ გარდ. 20 წლის, სოფ. ქეთევანა ოჩამჩირე აფხაზეთი დ. სოფ. ნატანები ოზურგეთი გურია


ვლადიმერ მაქსიმოვი ალექსანდრეს ძე 1973-92წწ გარდ. 19 წლის, სოფ. ქეთავანა ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. თბილისი


მამუკა სულაბერიძე 1973-92წწ. გარდ. 19 წლის, სოფ. ქეთევანა, ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. ხაშური

მალხაზ ლაცაბიძე 1972-92წწ. დაკ. 20 წლის, სოფ. ქეთევანა ოჩამჩირე დაბ. სოფ. დუისი ხარაგაული იმერეთი


მალხაზ ვაჩეიშვილი 1953-28/11/92წწ, გარდ. 39 წლის, სოფ. ქეთევანა აფხაზეთი წარმ. სოფ. კოხნარი ჩოხატაური


დათო (დავით) რამიშვილი 1964-28/11/92წ. გარდ.  ქეთევანა აფხაზეთში დაბ. სოფ. ღრმაღელე ლანჩხუთი გურია


მალხაზ გრიგალაშვილი 1972-28/10/92წწ. დაკარგ. 20 წლის, სოფ. ქეთევანა აფხაზეთი დაბ. სოფ. რველი ბორჯომი


მიხეილ არევაძე 1973-92წწ. დაკარგ. 19 წლის, სოფ. ქეთევანა აფხაზეთი. მსახურობდა შინაგან ჯარში. დაბ. სოფ. ჩუმლაყი, გურჯაანი, კახეთი


შმაგი ბერიკაშვილი 1972-28/11/93წ. გარდ. 21 წლის, სოფ. ქეთევანა, აფხაზეთში დაბ. ბორჯომში



ფოტოები მოიძია და სტენდი გააკეთა ელგუჯა ჩხაიძე დავითის ძე დ. 1955წ ვეტერანი დაბ. სოფ. ჩიბათი ლანჩხუთი გურია

შოთა ფირცხალაიშვილი 1956-2017წწ ვეტერანი დაბ. ლანჩხუთი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 07.03.2021
ბოლო რედაქტირება 29.11.2022
სულ რედაქტირებულია 3





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0